მეტადონის პროგრამა

25 Dec

მელი დონაძე

ნარკოტიკი

ნარკომანიის თემაზე უამრავი თქმულა და დაწერილა. ყველასათვის ნათელია, რომ ეს ერთ–ერთი უსერიოზულესი პრობლემაა არამარტო  საქართველოში არამედ მსოფლიო მასშტაბით. დღემდე იმაზეც მიდის დავა, ნარკომანები ავადმყოფები არიან თუ დამნაშავეები . ფაქტია, რომ პრობლემა პრობლემად რჩება.

ნარკომანია დაავადება როდია. იგი ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს.სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა.ბევრმა მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ, არამედ ახლობლებსა და მეგობრებს  შორის მათ არსებობასაც შევეგუეთ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო. ტელევიზიით თუ პრესით თითქმის ამომწურავ  ინფორმაციას ვიღებთ ამ დამღუპველი სენის შესახებ და მაინც, ნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.

ვინ და რატომ იწყებს ნარკოტიკის მიღებას? მიზეზი ალბათ უამრავი არსებობს. დარწმუნებული ვარ ერთ რამეში,ამ ადამიანებს არა მხოლოდ ის აერთიანებთ , რომ ნარკოდამოკიდებულების ბორკილები ადევთ, არამედ ისიც, რომ ყველა , როგორც ერთი,  ადრე თუ გვიან უდიდეს სინანულში ვარდება,ცდილობს ამ ბორკილებისაგან განთავისუფლდეს,მაგრამ უმეტესწილად ამაოდ.

თუმცა, არსებობს ერთი გამოსავალი. შეიძლება ვინმე შემედავოს, ეს რა გამოსავალიაო, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს ასეა. აბა კითხეთ ნარკომანთა ოჯახის წევრებს, თუ არ ამოისუნთქეს შვებით მრავალწლიანი ჯოჯოხეთის შემდეგ , ან თვითონ ნარკომანებს, რომლებიც შეიძლება ითქვას, ცხოვრებას,ოჯახებს, საზოგადოებას დაუბრუნდნენ ამის წყალობით. მხედველობაში მაქვს „ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა „– ასე ჰქვია სამედიცინო ენაზე მეტადონის პროგრამას.

საქართველოში რამოდენიმე წელია, რაც არსებობს ეს პროგრამა.უფრო მეტი რომ შემეტყო ამის შესახებ , თბილისის სამკურნალო–პროფილაქტიკურ ცენტრს ვესტუმრე. ცენტრში ექიმი–ნარკოლოგი , ქალბატონი ნინო კაკაბაძე დამხვდა,რომელმაც ძალიან თბილად მიმიღო და საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა მეტადონის პროგრამის შესახებ.

ნინო კაკაბაძე: მეტადონი ხანგრძლივი მოქმედების სინთეზური პრეპარატია, რომელიც პირველად გამოყენებული იქნა XX საუკუნის 60–იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში.წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო აზრი , რომ ნარკომანიის მკურნალობის ერთ–ერთი საშუალება იყო ნარკოტიკებისაგან სრული თავშეკავება, მაგრამ მე,  როგორც ექიმი,რომლის ხელში უამრავმა ნარკოდამოკიდებულებისაგან განთავისუფლების მსურველმა ადამიანმა გაიარა , ვამბობ, რომ ეს ძალიან ცოტა ადამიანმა შეძლო. მე უდიდეს პატივს ვცემ იმ ადამიანებს , რომელთაც ეს შეძლეს, მაგრამ ჩემი 25 წლიანი პრაქტიკის მანძილზე ასეთი დაახლოებით 10–15 ადამიანი აღმოჩნდა. ისინი, ვინც ეს ვერ შეძლეს მეტადონის პროგრამის დაწყებამდე , შეიძლება ითქვას,განწირულები იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით. ჩვენი პაციენტები დღეს ცდილობენ არ გაიხსენონ ის წლები, რომლებიც , უნდა ითქვას , კარგად არც ახსოვთ. ახსოვთ მხოლოდ ის ტკივილი, რასაც ე.წ. „ლომკის“ დროს გრძნობდნენ. ახსოვთ, ის როგორ ეძებდნენ დღეების განმავლობაში საჭირო თანხას ნარკოტიკის შესაძენად, შემდეგ კი თვითონ „წამალს“, ახსოვთ თავისივე ხელით განადგურებული ოჯახები, დანგრეული ურთიერთობები უახლოეს ადამიანებთან, ახსოვთ დიდი ტკივილი, რომელსაც ხანდახან , მცირეხნიანი გამოფხიზლებისას გრძნობდნენ ამ ყველაფრის გამო, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეეძლოთ.

ჩანაცვლების თერაპიის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მეტადონის დიდტემატურად მიღების ხარჯზე ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირი შეამცირებს სხვა ნარკოტიკული  საშუალებების მოხმარებას, ხოლო შემდგომში კი სრულებით უარს იტყვის მასზე. თუმცა ჩვენი პაციენტების მხოლოდ ძალიან მცირე პროცენტმა შეძლო მეტადონზეც უარის თქმა. უნდა ითქვას მეტადონის უპირატესობაზე სხვა ნარკოტიკებთან შედარებით პირველ რიგში, სამედიცინო თვალსაზრისით: მეტადონის უპირატესობა არაერთმა კვლევამ დაადასტურა . პრაქტიკულად არ არსებობს მეტადონით ხანგრძლივი მკურნალობის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ფაქტი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მკურნალობა 20–30 წელი გრძელდებოდა.

არ მახსენდება არცერთი პაციენტი , რომელმაც მეტადონს თავი დაანება და შავ ბაზარზე დაიწყო ნარკოტიკის ძებნა. ეს რა თქმა უნდა, ცოტა არ არის. თუნდაც, ის ფაქტი , რომ ნარკოტიკისათვის საჭირო თანხის საშოვნელად უამრავმა ნარკომანმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.

ამ პროგრამამ აგრეთვე ნარკომანებს საშუალება მისცა მოეხდინათ საკუთარი პიროვნების რეაბილიტაცია , როგორც საზოგადოების,ისე პირველ რიგში საკუთარი ოჯახების თვალში.

თქვენ წარმოიდგინეთ , სამმა მათგანმა თავი ძველ სამსახურში აღიდგინა, 5–6 ადამიანმა მუშაობა დაიწყო.

ისე არ ჩათვალოთ, რომ ამ პროგრამის პროპაგანდას ვეწევი,საუკეთესო ვარიანტი ის არის, თუ ადამიანი ნარკოტიკს არ გაეკარება ცხოვრების მანძილზე. მაგრამ, იმ ადამიანებს, ვინც, სამწუხაროდ, ნარკოდამოკიდებულებას განიცდიან მინდა მივმართო და ვუთხრა : არსებობს გამოსავალი , გაქვთ შანსი და ნუ გაუშვებთ მას ხელიდან !!!!  სცადეთ, თქვენ შეგიძლიათ ამ პორგრამის დახმარებით ნელ–ნელა, უმტკივნეულოდ, გამოცდილი ექიმებისა და ფსიქოლოგების თანადგომით სამუდამოდ დაემშვიდობოთ ნარკოტიკებს, დაიწყოთ ახალი ცხოვრება და დაუბრუნდეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს, რომლებსაც ისეტები ენატრებით , როგორებიც ოდესღაც იყავით.!!!

ქალბატონ ნინოსთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე ერთ–ერთ პაციენტს მაინც გავსაუბრებოდი , ცემდა გასაკვირად , უარი არ უთქვამს , თუმცა მთხოვა მისი გვარი და სახელი არ მეხსენებინა . მე მას გიორგის დავარქმევ. იგი დაახლოებით 40 წლის მამაკაცია ჩვეულებრივად გამოიყურება, აქ რომ არ შევხვედროდი ვერაქსდროს ვიფიქრებდი რომ ნარკომანი იყო.

რა მიამბო გიორგიმ: ნარკოტიკის მოხმარება 20 წლის წინ დავიწყე. თავიდან მეც , როგორც უმრავლესობას, მეგონა,რომ დამოკიდებული არ გავხდებოდი და რა თქმა უნდა , შევცდი. აღარ მოვვები რა საზიზღრობები გადამხდა და რა ჯოჯოხეთი მივუსაჯე ამით საკუთარ თავს და ჩემს ოჯახს,ჩემს შვილებს. დავკარგე ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა: სამსახური, ოჯახი, მეგობრები,ადამიანობა, ყველას ვალი მქონდა, ფულს ვთხოვდი ყველას,თავიდან ოჯახის წევრებს,სემდეგ მეგობრებს,მეზობლებს, ნათესავებს და ბოლოს უბრალოდ ნაცნობებსაც კი. არავის აღარ უნდოდა ჩემი დანახვა ,შვილები (2–გოგონა მყავს),ჩემს გამო სირცხვილით კვდებოდნენ.სანამ ერთად ვცხოვრობდით , ყოველდღე სერიოზული სკანდალის ყურება ჰქონდათ  მისჯილი სახლში“ , დავკარგე ყველა ვინც ძვირფასი იყო ჩემთვის , შემიძულა ყველამ, ვინც მიყვარდა და ვისაც ვუყვარდი.

მოკლედ სხვა რა გითხრათ! უფრო ადრე რომ დაეწყოთ მეტადონის პროგრამა საქართველოში იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. 2 წელია რაც აქ დავდივარ და ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა , წარმოიდგინეთ იმედი გამიჩნდა , ჩემი გოგოები შემოვირიგე , ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ ის ტკივილი , რაც ცემს გამო გადაიტანეს, მაგრამ დღეს ისევ მამიკოს მეძახიან ისე, როგორც დიდი ხნის წინ. ეს კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე ისევ“ მამა „ვარ ….

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: