Tag Archives: აგრარული უნივერსტეტის თეატრი

სტუდენტური თეატრები ანუ არაპროფესიონალები სცენაზე

7 Nov

თაკო კვაჭანტირაძე  მერი ხვიჩია ნიკი პერკინი

აგრარული უნივერსტეტის თეატრი . სპექტაკლი "ათვინიერებენ მიმინოს"

საქართველოს  უნივერსიტეტებში ბერვი მოქმედი თეატრია,რომელშიც სხვადასხა სპეციალობის  სტუდენტები (არაპროფესიონალი მსახიობები) წარმატებით ართმევენ თავს სხვადასხვა როლების შესრულებას.

აგრარული უნივერსტეტის თეატრი

1964 წელს ყოფილ საბჭოთა კავშირის  სივრცეში აგრარული უნივერსიტეტის თეატრს ,  პირველს  მიენიჭა სახალხო თეატრის საპატიო წოდება . ეს არის  ერთადერთი  სტუდენტური თეატრი, რომესაც მიღებული აქვს  სანდრო ახმეტელის  პრიზი და მრავალი  ფესტივალების ლაურეატი.

აგრარული უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში არსებული  სტუდენტური  თეატრი 80 წლისაა , რომელიც  დააარსა  რესპუბლიკის დამსახურებულმა არტისტმა კუკური მჟავანაძემ.

გოგა გეგელია

თეატრის ამჟამინდელი სახატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი არის კუკური მჟავანაძის  აღზრდილი გოგა გეგელია, რომლის მეშვეობითაც თეატრმა უამრავ წარმატებას მიაღწია და იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყნებში.

 

 

 

ვინ აცდუნებს ქალებს

ვინ აცდუნებს ქალებს

2011 წლის  25 ოქტომბერს  აგრარული            უნივერსიტეტის თეატრმა აღნიშნა დაარსებიდან 80 წლის იუბილე, რომელიც გაიხსნა პრემიერით სოფიო მგელაძის  პიესით „ვინ აცდუნებს ქალებს“

“სოფიო მგელაძე პიესის ავტორი – „არამარტო მამაკაცების დღეს ბერვი ქალის ცხოვრების წესია იყოს „ალფონსი“ სპექტაკლში სწორედ ეს პრობლემაა ასახული.”

კახა იაკობიძე მთავარი როლის შემსრულებელი –მე კომედია იშვიათად მითამაშია ტრაგედიას და დრამას ვიორჩევ მაგრამ ეს როლი ჩემთვის საინტერესო იყო სახალისო სცენები გათამაშდა ვფიქრობ მაყურებელსაც მოეწონა“

თეატრის რეპერტუარი

ლაშა თაბუკაშვილი – „ჭრილობა“

ლაშა თაბუკაშვილი – „ათვინიერებენ მიმინოს „

ლაშა თაბუკაშვილი– „მერე რა რომ სველია სველი იასამანი

კოროსტილოვი–„ფიროსმანი და სხვები

 სიმღერა სპექტაკლიდან “მერე რა  რომ სველია სველი იასამანი”   



ფიროსმანი’

პიესის მიხედვით, ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატები სპექტაკლის პერსონაჟებად ცოცხლდებიან და უჯანყდებიან მას , რადგან უკმაყოპილონი არიან მხატვრის მიერ შექმნილი სახეებით.პიესის ბოლოს ყველა პერსონაჟი ხვდება , რომ ისინი გენიოსი შედევრები არიან და ქედს იხრიან მის წინაშე.

"ფიროსმანი " კახა იაკობიძე

დამდგმელი რეჟისორი გოგა გეგელია –ეს არ არის სანახაობა ეს აზროვნებაა ამითაა პიესა საოცარი , მაგრამ

ჩვენ შევეცადეთ სპექტაკლი სანახაობრივი გაგვეხადა

კახა იაკობიძე ფიროსმანის როლის შემსრულებელი – „ფიროსმანის თამაში ჩემი ოცნება იყო. ერთ დროს მას ოთარ მეღვინეთ უხუცესი ასრულებდა ამიტომ არ იყო იოლი , მაგრამ პრემიერა შედგა და თავს მსუბუქად ვგრძნობ ეს მდგომარეობა მაყურებლი აპლოდისმენტებმა გამოიწვია:”

საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის  თეატრ–სტუდია „მოდი ნახე“

"მოდი ნახე"–ს დარბაზი

„მოდი ნახე“ – ში ექსპერიმენტული ხასიათის ძიებები მიმდინარეობს და შედეგი მუდამ მაღალია აღსანიშნავია ,რომ სტუდენტური თეატრი მუდმივგანახლებადია, რაც დადებითად მოქმედებს თეატრის მუშაობაზე .

თეატრის მოკლე ისტორია

„მოდი ნახე“ ტრადიციული ტეატრია მისი პიორველი დასი შეიქმნა 1945 წელს დორიან კიტიას ხელმძღვანელობით შემდგომში დასს სათავეში ედგნენ ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეებინოდარ ჩხეიძე, მიხეილ თუმნიშვილი , კოტე მახარაძე ბორის წიფურია  და სხვები

ნუგზარ ბუცხრიკიძე სტუდენტებთნ ერთად რეპეტიციის დროს

1975 წლიდან დღემდე თეატრს ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნუგზარ ბუცხრიკიძე . თეატრს  შემოქმედებითი  კავშირი აქვს  მსოფლიოს სხვადასხვა ქვყნების თეატრალურ კოილექტივებთან. მათ შორის აღსანიშნავია გერმანიის  ქალაქ კარსლუესის „სანდკორნ“ თეატრი ,რომლის წარმომადგენელი არის პროფესორი ზიგფრიდ კრაინერი.

საქართველოს „მოდი ნახეს „ და გერმანიის” სანდკორნ” თეატრს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ აქვთ სპექტაკლების გაცვლა .

ამჟამად თეატრში მუშაობს 50მდე მოყვარული და რამდენიმე  პროფესიონალი (მოწვეული) მსახიობი

თეატრის რეპერტუარშია

ნ.დუმბაძე –მე ვხედავ მზეს

ლ.თაბუკაშვილის – დარაბებს მიღმა გაზაფხულია

ჯოვანინი – ღმერთმა შექმკნა ადამიანი

რ.კლდიაშვილი –„იადონას ტეატრი“

დ.ტურაშვილი– ხვა თქვენ ეზოსაც გადაუფრენენ

ვ. კოროსტილევი –ფიროსმანი და სხვა

ინტერვიუ მოდინახეს მსახიობებთნ

“პილონი” გერმანიაში

პილონი თვის გარდაცვლილ ნცნობ–მეგობრების სულთა სამფლობელოში

ნუგზარ ბუცხრიკიძე და მთელი შემოქმედებითი კოლექტივი შეეჭიდა 20–ე საუკუნის თვალსაჩინო ამერიკელი მწერლის ნობელის პრემიის ლაურეატის ჯონ სტაინბეკის შემოქმედებას, რასაც წარმატებით გაართვა თავი.

ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად საჭირო იყო პიესა , როგორც ნუგზარ ბუცხრიკიძემ აღნიშნა დახმარებისთვის დასმა მიმართა დრამატურგ რეზო კლდიშვილს

არჩევანი გაკეთდა სტაინბეკის მოთხრობაზე „ტორტილა ფლეტი“.„პილონი“ ასე დაასათაურა პიესა რეზპო კლდიაშვილმა ,რითაც ტროტილა ფლეტის ერთერთი მთავარი პერსონაჟი დრმატურგიული ვერსიის ცენტრარულ ფიგურად გამოკვეთა .

იგი არის მექსიკელი ქურდი , რომელიც  ბრუნდება  კალიფორნიაში,  როგორც მაწანწალა , პილონის დარბაზიდან ადის ავანსცენა–ზე გაშლის ფარდაგს,გვერდით დაიდგამს  განუყრელ ატრინუტს ,არყის ბოთლს და გარდაცვლილი მეგობრების სულთა სამეფოში გადაინაცვლებს.

"პილონი" მსახიობი ლაშა გოგბერაშვილი

ეფექტურია სპექტაკლის ფინალი ,როდესაც მარადიულბის გზაზე მიმავალ პილონს ოქროსფერი სამოსითა და გვირგვინით შეამკობენ “თუ სიბნელე განთიადია ჯერ არ შობილი. მაშინ რატომ არ შეიძლება ამ ნანგრევებზე აშენდეს ღმერთის ქალაქი”  ასეთ ოპტიმისტური ნოტაზე აგვირგვინებს სტუდენტური თეატრი თავის ნამუშევარს

სპექტაკლის  პრემიერა  ჩატარდა გერმანიის ქალაქ კარლსრუეს “სანდკორნ” თეატრში. მიუხედავად იმისა .რომ სპექტაკლი ქართულ ენაზე იყო წარმოდგენილი, სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება ,სცენოგრაფია, ქორეოგრაფიადა ორიგინალური წარმომსახველობითი ხერხები, დისკომფორტს არ უქმნიდა ნუცხოელ მაყურებელს და ენობრივი დაძლეული იყო წარმოდგენილმა სპექტაკლმა ორივე დღეს ანშლაგით ჩაიარა” “გაზეთი კალსრუეს კურიერი”

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.