17 ნომერი ტრამვაი და ხედი ბერლინის თავზე

18 მარ

20140318-041700.jpg

მე მიყვარს ჯღაპვნა, თუმცა არაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ გავიწაფო წერაში. მინდა ისე ვწერდე რომ ჩემი
ნააზრევის პუბლიკისთვის
გაზიარება უსირცხვილოდ შემეძლოს. არის კიდევ რამდენიმე რამ რაც ძალიან
მიყვარს და მინდა.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჯინში ჩავუდექი ენას რომელიც მივხვდი რომ აშკარა უპირატესობას ფლობდა ჩემზე. ვერაფრით მოვინელე ამბიციებით დატვირთულმა
ადამიანმა და გამიჩნდა შინაგანი წიმააღმდეგობა სახელწოდებით: “ენამ როგორ უნდა
მაჯობოს”. ასე შევყევი და
შემდგომ
მიზნად დავისახე უფრო
გამერთულებინა ამოცანა და საერთოდაც მისსაცე მიწაზე შევჭიდებოდი ზემოთხსენებულს.

6 თვე იხტუბარს არ ვიტეხდი და საბოლოოდ მივიღე შანსი მიმეღო მეტი.
ვეთანხმები აწ უკვე გამოთქმას : სიზულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია… ერთი არვიცი მაგრამ 6 თვიანმა
ლოდინმა, აქაურმა გარემომ
და განმსჯელმა
გერმანულმა
გალოხედვამ სრულებით შემიცვალა თავდაპირველი
მოზანი – დამემარცხებინა ენა.

არ დავაყოვნე და როგორც ყველა ჭეშმარიტი ქართველი იქცევა თუ მოიქცეოდა მეც აქაოდა შენგენში ვარო და პარიზში გადავირბინე.

შეუჩვეველ ლხინს ისევ შეჩვეული თითგამოზეული ფეხსაცმელი, განმსჯელი თუმცა ზრდილობიანად მომღიმარი თვალები, პარასკევ დღეს ადამიანების ასეთი რადიკალირი გარდასახვა ცხოველებად (სიხარულისგან) და ბევრი კარგად დავიწყებული ძველი ვამჯობინე.

ქალაქი სადაც ყველას ის აცვია რაც გულს
უხარია და არ აინტერესებს რამდენად ჭუჭყიანია მისი ბათინკი ან რამდენად ძვირადღირებულია შენი. ქალაქი სადაც შემაშინებლად თავისუფლად გრძნობ თქვს.

აქ ძველ ტანისამოსში ბევრად მეტის გადახდა მოგიწევს ვიდრე მაღაზიაში შეგიძლია ახალი შეიძინო. ბერლინში არ აღელვებთ შუადღის “პერო” კვება წითელი ღვინოთი, მაშიმ როდესაც სარფიანად მიიღებენ საუზმეს. აქ სააოდ იაფია სასმელი და მიუხწდავად ამისა გასაკვირად არ ყავთ პათოლოგი ხვიჩები თუ გოჩები, თუმცა ყავთ ბევრი სულელი მთვრალი ინგლისელი ( რადგამ ონგლისში სასმელი
ძალიან ძვირია და ბერლიმში სამოთხეს პოულობენ).

მე კიდევ დრომ ბერლინი, თავის ხალხის სიჭრელით, ულაზო შენობებით და განსაკუთრებით მშობლიური ენით თავიდანფეხებამდე შემაყვარა.

რატომღაც ყოველთვის ღამე ვწერ, მაშინ როცა ვერ ვიძინებ, ცუდ ხასიათზე ვარ, ნოსტალგია
შემომაწვება ხოლმე ანდა ჩემ თავზე ლაპარაკის დეფიციტი მაქვს ) ამჯერად მგონი ყველაფერმა განაპორობა.

ჰოდა სულ არ მეხამუშება ბერლინის ქება-დიდების შეკვეთილ სტატიას გავდეს ჩემი ნაწერი. უბრალოდ მივხვდი რომ არ მინდა ისე დავტოვო რომ არაფერი დავწერო მასზე და დღეს გადავწყვიტე მხოლოდ
ვაქო, დანარჩენი რომ დავტოვებ მერე იყოს…

Advertisements

ევროპა თუ აზია?!

1 ივლ

 ელენე ყიფიანი

რანი ვართ, საიდან მოვდივართ?!

ევროპა თუ აზია?! რანი ვართ, საიდან მოვდივართ, სად ვცხოვრობთ და რა რჯულისანი ვართ?! ალბათ ბევრ ჩვენგანს გასჩენია ეს შეკითხვა. ბევრიც დაფიქრებულა ამაზე, მათ შორის მეც. მიფიქრია: ნეტა ევროპელი ვარ თუ აზიელი?! თუ ორივე ერთად?! ჩემი ფიქრები თითქოსდა ევროპისკენ მიისწრაფის, მინდა ვიყო ევროპელი, დამოუკიდებელი, ზუსტი და მათსავით მიზანსწრაფული, მაგრამ ჩემი წეს-ჩვეულებებთან დამოკიდებულება ამის ნებას არ მაძლევს, რომ ჩემს ფიქრებს ავყვე და გავხდე ნამდვილი, ჭეშმარიტი გაევროპელებული ადამიანი. ჩემთვის რთულია დავთმო ჩემი ქვეყნის ის წეს-ჩვეულებები, რომლებიც თითქოს და აზიის ნაწილია, მისი განუყოფელი ნაწილი. ბანალური იქნება იმის მტკიცება, თუ რა ღირებულებებია ევროპელებისთვის მნიშვნელოვანი და რა არა. რას სცემენ ისინი პატივს და რა აქვს გათავისებული და შესისხორცებული. არ იქნება სწორი თუ შევადარებ მათ შეხედულებებს, ფიქრებს და სარწმუნოებისადმი დამოკიდებულებას, რაც ფაქტობრივად რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მე, ამ ერთ არაფრისგან და არავისგან განსხვავებულ, ჩვეულებრივ ადამიანს არ მაქვს უფლება განვსაჯო სხვა, თუ რანი არიან და რას ემსახურებიან. მე შემიძლია, რომ ვისაუბრო მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე, ჩემს ფიქრებზე და ჩემს დამოკიდებულებაზე ევროპისა და აზიის მიმართ.

ჩემო ძვირფასო მკითხველო, თუ კადნიერებაში და სითავხედეში არ ჩამითვლით, მინდა ორიოდე სიტყვით გიამბოთ ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ისტორიაზე და გეოგრაფიულ მდებარეობაზე. ის რაღაც განსხვავებულ ადგილასაა, ევროპისა და აზიის გასაყარზე, სადაც ვეროპა და აზია ერთმანეთს უკავშირდება და ერთ მთლიან ევრაზიას ქმნის. სწორედ აქ ხდება ევროპული და აზიური კულტურის შერწყმა, მათი ბრძოლა ერთმანეთისგან განცალკევებაზე და გამოყოფაზე.  მხოლოდ საქართველოში უწევს ამ ორ უდიდეს კულტურას ერთმანეთთან ბრძოლა და იმის მტკიცება თუ რომელი უფრო ძველი და ძლიერია, რომელია საქართველოს კულტურის ნაწილი და ქართულ საზოგადოებას რომელი აქვს შესისხორცებული და გათავისებული. ჩვენს საზოგადოებას რომ გადავავლოთ თვალი აღმოვაჩენთ ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ხალხს. ზოგს მიაჩნია, რომ არის ევროპელი, ზოგს კი პირიქით, ისინი აზიელობაზე დებენ თავს.

საუკუნეების განმავლობაში საქართველო ძალიან ბევრი დამპყრობლის ზეგავლენის ქვეშ იყო. ეს დამპყრობლები უმეტეს წილად აზიელები იყვნენ და მათი ზეგავლენაც ჩვენს კულტურაზე დიდ იყო. ისინი მიდიოდენ და მოდიოდნან, მაგრამ რჩებოდა მათი კულტურის ნაწილი ჩვენს საზოგადოებაში. ყოველი ახალი დაპყრობა ნიშნავდა ახლი კულტურული ღირებულებების გაჩენას საქართველოში. აქედან გამომდინარე კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველი ერი ადვილად აღქმადია და ყველფერ კარგს და ზოგჯერ არასასურველსაც კი მალე ითვისებს და სწავლობს.

ბევრი ქართველი გამოჩენილი ისტორიკოსი თუ მწერალი ამტკიცებდა ქართველი ხალხის ევროპულობას და აზიელობას. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ ილია ჭავჭავაძე, რომელიც სულ მუდამ ამტკიცებდა ჩვენს ევროპულობას, რის გამოც იგი ჩვენმა მაშინდელმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამ გიჟად შერაცხა. მიუხედავად ილიას ფაქტებისა, ხალხმა ვერ დაუშვა ფიქრიც კი იმაზე, რომ შეიძლება ჩვენ ევროპელები ვიყოთ და არა აზიელები, რასაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ვამტკიცებდით.

დროის გასვლასთან ერთად იცვლება საზოგადოების მსოფლმხედველობა და მათი დამოკიდებულება ყველაფრისადმი, სწორად ასე მოხდა საქართველოშიც. ხალხში გაჩდა ფიქრი იმის თუ რანი ვართ და საიდან მოვდივართ?! ნუთუ მართლა ევროპელები ვართ და ამ აზიელობას ტყუილად ვიბრალებდით?! ალბათ გახსოვთ ზურაბ ჟვანიას სიტყვები,  რომელმაც დიდი აღფრთოვანება და სენტიმენტალიზმი გამოიწვია საზოგადოებაში „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“. ამ სიტყვებმა შეძრა მთლიანად საქართველიო და მსოფლიოს გარკვეული ნაწილიც კი. ამის შემდეგ დაიწყო ღია საუბრები ჩვენს ევროპელობაზე. ამ ყველაფერს კი საქართველოს ტერიტორიაზე, მზიას და ზეზვას ( პირველი ევროპელი ადამიანები) ნეშთის აღმოჩენა ამყარებს და ათავისუფლებს ხალხს დავისგან და ფიქრისგან, რანი ვართ და საიდან მოვდივართ?! ევროპა თუ აზია?!

ომი საიდანაც ყველა ყოველთვის ცოცხალი ბრუნდება

1 თებ

აირსოფტის ფედერაცია

  თამარ კვაჭანტირაძე შაკო ნახუცრიშვილი

იპოდრომის მთავარ შესასვლელთან ,კვირა დილით ათეულობით შეიარაღებული  ადამიანი  იკრიბება ,ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ , რომ  ისინი ნამდვილი სამხედროები არიან ,მაგრამ სინამდვილეში ისინი თამაშის, აირსოფტის მონაწილეები არიან ,რომელიც ძალიან ჰგავს ნამდვილ ომს.

რა არის აირსოფტი?

აირსოფტი ანუ იგივე სტრაიკბოლი ,არის თამაში პნევმატური იარაღებით.აირსოფტი სამხედრო მოქმედებასთან მაქსიმალურად მიახლოებული თამაშია რომლის აზრიც ბევრისთვის არა მხოლოდ გართობა და დროის გაყვანა არამედ გამოცდილების მიღება და იმშეგრძნებების განცდაა, რაც რეალურ ომთან ახლოს კავშირში იქმნება.

„აირსოფტი , ესაა ჩემი ცხოვრების სტილი,წესი, მეგობრებთან შეხვედრა, განტვირთვა 3 წელია რაც ვთამაშობ ჩემთვის ჯერ აისსოფტია და შემდეგ სხვა ყველაფერიდატვირთული კვირის მიუხედავად ყოველ კვირას მოვდივარ“ დათო როსტიაშვილი აირსოფტის მონაწილე.

ამ  თამაშს თან სდევს მთელი რიგირ წესებისა, რომლებიც აუცილებელია ყოველთვის ყველა მონაწილემ დაიცვას .სწორედ ეს წესები ქმნის აირსოფტს და არა იარაღების ერთმანეთისთვის მიოშვერა.

აირსოფტის წესები

მომზადება–ვარჯიში

წესი 1:თამაში მხოლოდ აირსოფტისთვის განკუთვნილი სპეციალური იარაღებით ითამაშება,რომელთა კალიბრიც 6მმ–ა,ხოლო ტყვია კი პლასტმასტისგან შედგება.აკრძალულია ყველა ცივი და ცეცხლსასროლი ,საბრძოლო ასაფეთქებელი ,ასევე გაზზედა CO-ზე მომუშავე იარაღის თამაშზე ხმარება.

წესი2:პოლიგონზე შესვლის დროს სავალდებულოა ყველას ეკეთოს დამცავი სათვალე ან ბადე ,რომელიც გატესტილი იქნება მძლავრი იარაღისგან  ტყვიის მოხვედრით.აკრძალულია პოლიგიონზე სათვალის მოხსნა ან არ გაკეთება.ტყვია ბრმა არის და არავის არ სურს აიღოს პასუხისმგებლობა სხვისი დაბრმავების შემთხვევაში..თუ თამაშის  დროს სათვალე დაიორთქლა ან გასაწმენდი გაქვთ დაწექით მიწასთან სახით მაქსიმალურად ახლოს რომ სროლის შემთხვევაში თვალები მაქსიმალურად დაფარული გქონდეთ.

წესი3:თუ მოგხვდათ შეგეხოთ ან დუნდაც გაგკრათ აირსოფტის ტყვიამ ,ნებისმიერ ადგილზე ,თქვენ მკვდარი ხართ და იძახით სიტყვას მომხვდა ,რის შემდეგაც მოწინააღმდეგემ არ უნდა გააგრძელოს თქვენი მისამართით სროლა, გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევები როცა ტყვია მოიგხვდათ ასხლეტით,რაც შეეხება შენიანისგან მიერ ნასროლილ ტყვიას  ეს სცენარის მიხედვით შეთანხმებადია.აირსოფტი დაფუძნებულია  Fairplay-ზე და მოთამაშის სინდისზე –მოგხვდა მკვდარი ხარ , ეჭვი გეპარება რომ მოგხვდა? მაინც მკვდარი ხარ და ელოდებიშემდეგ თამაშს

წესი #4: შესაძლოა მოხვედრილი ტყვია ვერ იგრძნო და ვერ დაინახო, მაგრამ ამ შემთხვევაში მოთამაშეები ერთმანეთს არ ეძახიან „მოგხვდა“. უფლება გაქვთ მოწინააღმდეგეს ხელით ანიშნოთ (თუ შესაძლებელია) რომ ტყვია მას შეეხო, თუ მან ეს დაადასტურა და სიმართლედ მიიღო, იგი დგება და გადის თამაშიდან. თუ მოწინააღმდეგე მაინც არ გავიდა და აშკარად „ჩითერობს“, მაშინ ეცადეთ დაიმახსოვროთ, თამაშის ბოლოს კი თქვენს კაპიტანს უთხრათ ამის შესახებ, რომელიც მოწინააღმდეგის კაპიტანთან გაარჩევს ამ შემთხვევას. ეს არ არის ჩაშვება – ეს არის სურვილი ითამაშო ეს თამაში პატიოსნად და წესების დაცვით!
წესი #5: აკრძალულია ერთმანეთში კამათი და შემთხვევის გარჩევა თამაშის დროს, ყველაფერი თამაშის შემდეგ უნდა მოხდეს. მკვდრები არ საუბრობენ, ისინი ჩუმად არიან – გადიან თამაშიდან იარაღ თავზე შემოდებულები, იარაღ აწეულები ან მხარზე გადაკიდებულები. ისინი არ ეუბნებიან თავის გუნდელებს სად იმყოფება მოწინააღმდეგე და სად მოკლეს ის, მათ არც რაციის და ტელეფონის გამოყენება შეუძლიათ. აკრძალულია ასევე მკვდრების მხრიდან მათი მოკავშირეების პოზიციის გადაფარება. სასურველია ყველა მოკლულმა სწრაფად დატოვოს ბრძოლის ველი და მივიდეს „რესპზე“.

წესი #6: აირსოფტში გამოყენებული ნებისმიერი არასაბრძოლო ხელყუმბარა „საბრძოლოა“. თუ მის შემადგენლობაში შედის აირსოფტის ტყვიები ან სხვა განშლადი სხეული, აფეთქების შემდეგ მათი შეხების შემთხვევაში მკვდარი ხარ. მკვდარი ხარ ასევე მაშინ, როდესაც გაშლილ ადგილზე 2 მეტრის რადიუსში აგიფეთქდება ხელყუმბარა. შენობაში კი ნებისმიერი ოთახი „გაწმენდილია“ სადაც ასაფეთქებელი აფეთქდება, რა თქმა უნდა თუ მოწინააღმდეგემ სხვა ოთახში გადასვლას მოასწრო იგი არ ითვლება მკვდრად. აკრძალულია ასაფეთქებლის ხელით აღება და უკან სროლა (ასევე ფეხის მირტყმა) – აირსოფტი თამაშია და ვიღაცის დაზიანების არანაირი საფრთხე არ უნდა არსებობდეს! ასევე მოწინააღმდეგის დაზიანება შეიძლება იარაღის მიდებით ახლო დისტანციიდან და პლასტმასის დანით შეხებით (და არა სროლით).

წესი #7: დაუშვებელია აირსოფტის თამაში ნასვამ ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოთმედების ქვეშ! ამ დროს უამრავი არაადექვატური მოქმედება ხდება ტყვიის ვერ შეგრძნებიდან დაწყებული თამაშზე აგდებითი დამოკიდებულებით დამთავრებული – ნუ ჩაუშლით თამაშს საკუთარ თავს და სხვებს!

წესი #8: აუცილებელია კარგად მოისმინოთ და დაიცვათ სცენარის წესები, რომლებიც შესაძლოა სხვადასხვა თამაშში განხვავებული იყოს! შეთანხმება შეთანხმებაა რაც ყველა გუნდმა და გუნდის მოთამაშემ უნდა დაიცვას და კაპიტნებმა გააკონტროლონ. მაგალითად თუ რესპზე გიწევს შორს წასვლა არ უნდა ჩამოჯდე სიგარეტს გაუკიდო და გაიფიქრო რომ ასვლა-ჩამოსვლაში მაინც იგივე დრო მინდა და ბარემ აქედან გავაგრძელებო! თუ შეთანხმებაა შენობებში არ შესვლის არ უნდა შეადგა ფეხი შენობაში! თუ შეთანხმებაა რესპზე 10 წუთში გაცოცხლება უნდა დრო დაინიშნო (ან სხვას კითხო) და არა შენი ვარაუდით ადგე და გააგრძელო თამაში!

წესი #9: აირსოფტი ღირსების თამაშია – უნდა გიყვარდეს როგორც შენი გუნდელი ასევე შენი მოწინააღმდეგე. არ იყო მტრულად განწყობილი არავის მიმართ და გქონდეს იმის შეგრძნება რომ აქ ყველა თანაბარია და შენი მეგობარია! მოიქეცი ღირსეულად და მაგალითი მიეცი სხვებს, იცოდე და დაიცავი ყველა წესი და სხვებს მიუთითე რომ დაიცვან! რადგან შეიგრძნოთ ყოველ თამაშზე ის ყველაზე საბრძოლო და კაცური თამაში, რასაც აირსოფტი ქვია.

თამაშის სცენარი

ყველა თამაშს სხვადასხასცენარი აქვს , მაგალითად საგურამოს სასროლებზე ძველი ქარხნის მიტოვებულ შენობაში თამაშის სცენარი ტყვდ ჩავარდნილი გენერლის განთავისუფლება დაიგეგმა .სამხედრო ბაზიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით უშიშროების გენერალი ტერორისტებმა ტყვედ ჩაიგდეს  გენერლის მძღოლი კი ტერორისტების თავდასხმას ემსხვერპლა .თამაში პეხმოტეხილი გენერლის სამშვიდობოზე გაყვანით დასრულდა.

გიორგი    ბარამიძე  „ვიკრიებით ყოველ კვირას ,სრულიად ვართ მზად , რომ დავიცვათ სამშობლო , აირსოფტი არის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენს  ცხოვრებაში  რომ გავერთოთ დავიღალთ .

ვინ თამაშობს თქვენთან? რა სტილის ხალიხა?

ყველანი, დაწყებული სკოლის დირექტორებიდან და დამთავრებული პროფესიონალი პოხუისტებით. მაგალითად:
გვყავს ერთი სკოლის დირექტორის მოადგილე, ერთი პატრულის თანამშრომელი, 2 გარემოს დაცვის სამინისტროს უფროსი სპეციალისტი და ა.შ. ასევე გვყავს უამრავი სტუდენტი, მუქთახორა, პოხუისტი და ა.შ. მოკლედ ვინც გინდა. სოციალური სტატუსი ჩვენთან არ არის მთავარი და არაფერს ნიშნავს!
აგრეთვე ასაკობრივი ლიმიტი არ არის – 18 წლიდან ზევით. არავის არ გაუკვირდება თუ 50 წლის კაცი მიიღებს მონაწილეობას თამაშში – სტრაიკბოლი ყველასთვის მისაწვდელია!

ბავშვები არ გყავთ?                           

კი ოღონდ ისინი თამაშის არაოფიციალური წევრები არიან ჯერ ისინი junior-ში არიან 18 წელი როდესაც შეუსრულდებათ შეუძლიათ თამაშის ოფიციალური წევრები გახდნენ.

გოგონები ომობენ?

კი ხანდახან ომობენ, პრობლემა არაა, ბრძოლის ველზე კაცი ქალი სულ ერთია, ტყვიამ სქესი არ იცის. არავის არ გაუკვირდება გოგოს ნახვა სტრაიკბოლზე.

შეგიძლიათ მითხრათ საიდან მოდის  ეს თამაში აირსოფტი?

აირსოფტიმოიგონეს იაპონიაში, როგორც სამხედრო წვრთნის ფორმა და მერე გავრცელდა მსოფლიოში.

ვებრძოლოთ დაავადებას – შიდსს და არა შიდსით დაავადებულებს

28 დეკ

“შიდსის გლობალური ეპიდემიის სავალალო რეალობის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა თანამედროვე ადამიანის მოვალეობაა. თითოეული ადამიანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შიდსის შესახებ შესაბამისი ინფორმაციით და ხელმისაწვდომი მოვლითა და მზრუნველობით”. კოფი ანანი

უფალს უყვარს ყოველი თქვენგანი, ყოველგვარი განსხვავებისა და შეზღუდვის გარეშეთქვენ შორის მას ისინიც უყვარს, ვინც დაავადებულია შიდსით. მას უყვარს დაავადებულთა მეგობრები და ნათესავები და ისინი, ვინც თქვენზე ზრუნავს. მას უყვარს ყველა უპირობოდ და მუდმივი            სიყვარულით”,- პაპი იოანე პავლე II (1989.)  

კაცობრიობის არსებობის ხანგრძლივ ისტორიას მრავალი ეპიდემია ახსოვს, მათ შორისაა აივ ინფექცია/შიდსი, რომელმაც აღმოჩენის დღიდან დიდი ყურადღება მიიქცია და მოკლე ხანში გლობალურ პრობლემად იქცა. ამ დაავადების წარმოშობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს და დღემდე სადავოა მისი ზუსტი წარმოშობის ადგილი და თარიღი. აივ ინფექცია/შიდსი კლინიკურად პირველად აღწერეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1981 წელს. 1982 წელს აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ოფიციალურად იქნა რეგისტრირებული შიდსი, როგორც ახალი დაავადება.

ყველაზე ხშირი გადაცემის გზები: აივ ინფექცია/შიდსი გადაეცემა 1. სქესობრივი კონტაქტით, 2. ნარკოტოკების მომხმარებლების მიერ ზიარი შპრიცის ან ნემსის გამოყენებით, შეუმოწმებელი აივ ინფიცირებული სისხლის გადასხმით, არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით 3. აივ ინფექცია შესაძლებელია გადაეცეს ნაყოფს/ახალშობილს იმ შემთხვევაში თუ ორსული აივ ინფიცირებულია. ნაყოფის ინფიცირება შესაძლებელია მოხდეს მუცლად ყოფნის პერიოდში, მშობიარობის დროს ან ძუძუთი კვების დროს. აქვე მინდა დავძინო, რომ დღესდღეობით არსებობს პროფილაქტიკური მკურნალობა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ნაყოფის/ახალშობილის ინფიცირების რისკს. თუ ორსული აივ ინფიცირებულია, მას ორსულობის 24 კვირიდან ეწყება პროფილაქტიკური მკურნალობა, ხოლო მშობიარობის შემდეგ ახალშობილი გადაყავთ ხელოვნურ კვებაზე.

შიდსი არ გადაეცემა: საყოფაცხოვრობო კონტაქტით, ხელის ჩამორთმევით, საუბრით, მწერის ან ცხოველის კბენის შედეგად იმ შემთხვევაშიც კი თუ ის (მწერი ან ცხოველი) უკბენს ინფიცირებულს და შემდეგ ჯანმრთელ ადამიანს. ეს დაავადება ასევე არ გადაეცემა საერთო ჭურჭლის, აბაზანის, თეთრეულის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით.

სტიგმა და დისკრიმინაცია

სტიგმატიზაცია ყველა დროში ნებისმიერი საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი. სტიგმის მიღმა – საზოგადოება, ოჯახი, ადამიანი: ჩვენ ადვილად შეგვიძლია განვსაჯოთ და გავრიყოთ სხვა იმიტომ, რომ ის ჩვენ არ გვგავს, ან მისი რატომღაც გვეშინია, ან უბრალოდ იმ მიზეზით, რომ მას არ ვთვლით ღირსეულ წევრად იმ საზოგადოებისა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. სტიგმა შეიძლება განისაზღვროს, როგორც სოციალური დამღა, რომელსაც პიროვნებას საზოგადოება ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად `ანიჭებს”; ასეთ ადამიანებს გარშემო მყოფნი თავს არიდებენ და მით უფრო უგულებელყოფენ, რაც უფრო განსხვავდება მათი ყოფაქცევა ეგრეთწოდებული “ნორმისაგან”, თუ რა თქმა უნდა ასეთი არსებობს ჩვენს საზოგადოებაში. სტიგმა, მეტად გავრცელებულია აივ–ინფიცირებულთა მიმართ. ქართულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით: ყველა ქალი რომელიც აივ ინფიცირებულია ასოცირდება მრუშობასთან, ხოლო ყველა აივ ინფიცირებული მამაკაცი ნარკოტიკთან. დისკრიმინაციის შიშით, ინფიცირებულებიცდილობენ ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანად მოაჩვენონ ყველას თავი. სტატუსის გამხელის შიშით არ სთავაზობენ პარტნიორებს უსაფრთხო სქესობრივ კავშირს, არ ერიდებიან ნარკოტიკის მიღების დროს სხვისთვის საკუთარი შპრიცის მიწოდებას, ყოველივე ეს იწვევს შიდსის ეპიდემიის სწრაფ ცგავრცელებას.

მაია ცინცაძე : “სამედიცინო მუშაკები ხშირად უარს ამბობენ ასეთი პაციენტების მომსახურებაზე. თუ სამედიცინო დაწესებულებებში ზედმიწევნით იქნება დაცული უსაფრთხოების ელემენტარული ზომები, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რისკი ფაქტობრივად არ იარსებებს.“

დისკრიმინაციის ძირითადი მიზეზი კი ინფორმაციის ნაკლებობა გახლავთ. საზოგადოების ნაწილმა არ იცის, რომ ეს დაავადება არ გადადის არც ჰაერწვეთოვანი გზით, არც საყოფაცხოვრებო თუ სოციალური კონტაქტებით. მათ ჰგონიათ, რომ თუ არანაირი კონტაქტი არ ექნებათ შიდსით დაავადებულთან, დაცულები არიან ამ დაავადებისგან, არადა, ასეთი სახის კონტაქტებით ეს ვირუსი არ გადაეცემა.

საზოგადოება, ხშირად გულგრილია იმ ადამიანების მიმართ ვინც ამ დაავადებით არის ინფიცირებული, ისინი ძალიან მარტივად გამოუტანენ ადამიანს განაჩენს და გარიყავენ მას. სწორედ საზოგადოების ბრალია ის ფაქტი, რომ აივ ინფიცირებულები საკუთარ დიაგნოზს არ ამხელენ, ცდილობენ თავი მოგვაჩვენონ ჯანმრთელ ადამიანებად და სინამდვილეში, ამით სხვების ჯანმრთელობას უქმნიან საბრთხეს. აივ ინფიცირებულთა უმეტესობა, გარიყულია ოჯახისა და მეგობრებისგან თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც.

ხათუნა  38 წლის.

 ”  გავთხოვდი ადრეულ ასაკში, მყავს 3 შვილი და კარგი მეუღლე. ვცხოვრობდი ბედნიერად და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ექიმები შიდსის დიაგნოზს დამისვამდნენ.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ სამი წლის წინ გავხდი ავად, ძალიან დავსუსტდი, ლოგინიდან ვეღარ ვდგებოდი, ექიმები დიაგნოზს ვერ მისვამდნენ. მშობლებმა გადაწყვიტეს ჩემი თბილისში წაყვანა და ხელახალი გამოკვლევები ჩამიტარეს. ექიმისგან შევიტყვე ჩემი დიაგნოზი _ აივ ინფექცია. გაოგნებული და შოკირებული ვიყავი, ვიცოდი რომ ამ დაავადებით ადამიანები კვდებოდნენ, ყველაფრის იმედი დავკარგე, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, სად წავსულიყავი, ვისთვის მეთხოვა დახმარება.თუ აივ-ით ინფიცირებული ხარ, რატომღაც ყველას ჰგონია, რომ “უწესოდ” ცხოვრობ. მთავარია, რომ მეგობრებს და ახლობლებს ჩემს მიმართ გრძნობა არ შეცვლიათ, პირიქით, მამხნევებენ, ერთი წუთით უყურადღებოდ არ მტოვებენ და დიდ სიყვარულს მჩუქნიან.”

რუსიკო 46 წლის.

 “გავთხოვდი ადრე, ჩემი მეუღლე ნარკოტიკების მომხმარებელი არ ყოფილა, არც ალკოჰოლს ეტანებოდა. პატარა ბიზნესით იყო დაკავებული, რის გამოც ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მეუღლე ოდესმე მიღალატებდა, იდეალური ცოლ-ქმრობა გვქონდა.

ხუთი წლის წინ სასწრაფო ოპერაცია გამიკეთეს, შემდეგ კი ჩემთვის წარმოუდგენელი და ელდადამცემი ამბავი შევიტყვე, ექიმმა მითხრა, რომ შიდსის ვირუსით ვიყავი ინფიცირებული. ჩემდა გასაოცრად, ამის შემდეგ ექიმი იშვიათად შემოდიოდა პალატაში, ექთნები მხოლოდ ხელთათმანებით მივლიდნენ. ჩემი მეუღლეც ინფიცირებული აღმოჩნდა. სიცოცხლე არ მინდოდა, მეგონა მოვკვდებოდი, ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, ჩემი მეუღლეც შოკში იყო, ძალიან განიცდიდა, იცოდა რომ თვითონ გადამდო. ბიზნესი სხვას გადააბარა, სახლიდან აღარ გადიოდა, მე მივლიდა, ერთი წუთით უყურედღებოდ არ მტოვებდა. ცხოვრებაში ბევრი პრობლემა მქონია _ ადამიანებმა ხელი მკრეს, მეგობრებმაც ზურგი შემაქციეს, მხოლოდ ორი მეგობარი არ დამშორებია. მე მესმის მათი, ვინც დამშორდა. საზოგადოებამ არაფერი იცის ამ დაავადებაზე. ვფიქრობ, თუ საზოგადოებას მეტი ეცოდინება შიდსის შესახებ, მათი დამოკიდებულება შეიცვლება ჩვენს მიმართ. მინდა ყველას მივმართო: უბრალოდ ნუ განმიკითხავენ, ისეთივე ადამიანი ვარ, როგორც ისინი, ჩვენს შორის განსხვავება ის არის, რომ მე აივ დადებითი ვარ.”

დავიყვანოთ ნულამდე

თორნიკე 23 წლის

“3 წლის წინ შევიტყვე, რომ აივ დადებითი ვიყავი. ინფორმაციას ვირუსის შესახებ აქამდეც ვფლობდი და ვიცოდი, რომ სქესობრივი გზით ან სისხლით გადადიოდა, თუმცა როდესაც ვირუსი ჩემს ორგანიზმში აღმოაჩინეს ვერ ვიჯერებდი, თითქოს ეს მე არ უნდა დამმართოდა. მე, ხომ არც ნარკომანი ვიყავი და სისხლის გადასხმაც არასოდეს დამჭირვებია, არც ისეთ ქალთან მქონია ურთიერთობა, ვინც შეიძლება ამ ვირუსით ყოფილიყო დაავადებული. ჩემი წარმოდგენა, ვირუსის შეძენამდე იგივე იყო, რასაც ახლა სხვები ჩემზე ფიქრობენ. ყველა ინფიცირებული ნარკომანი ან მრუში მეგონა. ახლა მივხვდი, რა მარტივია როდესაც ვინმეს მიმართ დისკრიმინაციას ახორციელებ და რა რთულია, როდესაც დისკრიმინაციის მსხვერპლი თავად ხარ.

როდესაც  ოჯახში ჩემი დაავადების შესახებ შეიტყვეს, მშობლებმა სახლიდან გამომაგდეს და ჩემზე უარი თქვეს, იმის შიშით, რომ საზოგადოება მათზე „ჭორაობას“ დაიწყებდა და სახელი გაუფუჭდებოდათ. მათ მაიძულეს ჩემი დაავადების შესახებ, არავისთვის არაფერი მეთქვა. ისინიც მშვიდად გააგრძელებდნენ ცხოვრებას და მეც ჩემი გზით ვივლიდი.

მეგობრებმაც ზურგი შემაქციეს. მახსოვს, ერთ–ერთმა ასეთი ფრაზა მითხრა „არადა სტიქაროსანი იყავი“–ო, თითქოს აივ დადებითობა მიუტევებელი ცოდვა იყოს და ადამიანი მას საკუთარი ნებით იძენდეს.

ერთადერთი ჩემი და ამომიდგა მხარში, ის ჩემთან ერთად წამოვიდა სახლიდან და უკვე 3 წელია ერთად ვცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრებიდან არავინ ისურვა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება და მშობლებიც სასტიკად მომექცნენ, ცხოვრებას მაინც იმედის თვალით ვუყურებ და მჯერა რომ ოდესმე გონს მოეგებიან.”

საბრთხე

მე ჩავატარე პატარა ექსპერიმენტი და ვცადე ჩემი აივ–ინფიცირებული მეგობარი, სილამაზის სალონსა და სტომატოლოგიურ კლინიკაში მიღებაზე ჩამეწერა. როდესაც ექიმს გავუმხილე, რომ ჩემი მეგობარი აივ ინფიცირებულია, მან სპეციალურ კლინიკაში გამგზავნა,თუმცა აივ ინფიცირებულთათვის სპეციალური კლინიკები არ არსებობს. მიზეზად კი დამისახელა სპეციალური აპარატის არქონა. გამიჩნდა ლოგიკური კითხვა: თუ მე ვარ აივ ინფიცირებული და სტომატოლოგს არ გავუმხილე ჩემი დაავადების შესახებ, ის რასაკვირველია მომემსახურება და თუ ჩემი მომსახურება საბრთხის შემცველია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს შემდეგ მისული პაციენტი დაცული არ არის იმისგან რომ ის ამ კლინიკაში დაინფიცირდება?

ნებისმიერი სტომატოლოგიური კლინიკა და სილამაზის სალონი ვალდებულია ჰქონდეს ისეთი სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ვირუსს კლავს, რათა სხვა ადამიანების ჯანმრთელობას საბრთხე არ შეუქმნან.


ქუთაისის ტორპედო

27 დეკ

საფეხბურთ გუნდი “ქუთაისის ტორპედო” 1946 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო 1949 წელს კი იმდროინდელი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 1957 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი ლოკომოტივი, რომლის მწვრთნელადაც დაინიშნა ანდრო ჟორდანია. იმის გამო რომ “ლოკომოტივის” ქალაქურმა საბჭომ ვერ შეძლო გუნდის თბილისიდან მართვა ქუთაისის ხელმძღვანელობამ ეს გუნდი საავტომობილო ქარხანას გადასცა და მას “ტორპედო” დაერქვა მთავარ მწვრთნელად კი გ.ანთაძე დაინიშნა.
1959 წელს ქუთაისელებმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართეს შვედეთის, ქალაქ სუნდვალის გუნდთან, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით 3–0 დასრულდა. ამის შემდეგ ქუთაისის ტორპედო აქტიურად ჩაერთო ამხანაგურ შეხვედრებში 1959 წლის 5 ივლის ქუთაისელებს დანიის “ალიანსენი” ეწვია დიდი უპირატესობის გამო თამაში 3–3 დასრულდა, ხოლო ამავე წლის 4 ნოემბერს მესამე საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ქუთაისელები ფინეთის “ჰალოსეურას” დაუპირისპირდა და 3–0 გაანადგურა. ამ წელს საერთაშორისო ჩემპიონატში ტორპედომ 6 ადგილი დაიკავა.
1960 წლიდან ტორპედო გამოდის ‘ბ” ლიგის გათამაშებაში . ქუთაისელებმა მშვენივრად ჩაატარეს ეს სეზონი და 47 ქულით მათ პირველი ადგილი დაიკავეს, მათ 12 ქულით მეორე ადგილზე გასულ “ლენინაბადის დინამოს” გაუსწრეს. ამ გამარჯვებით ქუთაისელების რეიტინგი საგრძნობლად აიწია. 1960 წელს “ტორპედო” ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში პირველ გასვლით შეხვედრებს მართავს. ისინი 23 აგვისტოს დაუპირისპირდნენ ავღანეთის საუკეტესო გუნდს “არიანს”, რომლის შემდეგაც ქუთაისელებმა ძალზედ რთული თამაშის შემდეგ 6–4 გაიმარჯვეს, 26 აგვისტოს ქუთაისელებმა ქაბულის ” მოარეფი” დაამარცხეს 6–2 , ავღანური ტურნეს მესამე მატჩში კი ქუთაისელებმა “პოხანტუმი” 6–1 გაანადგურა. აღსანიშნავი ისაა რომ ქუთაისელებმა ავღანურ ტურნეში არც ერთ თამაში 6 გოლზე ნაკლები არ გაუტანია.
1962 წელს 2 მაისს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ქუთაისის “ტორპედო” საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის სასტარტო მატჩში მოსკოვის “ტორპედო” დაუპირისპირდა. წინა დღით ქუთაისელთა დუბლებმა მოსკოველთა მეორე გუნდი 5:1 გაანადგურეს. ახალგაზრდების შემართება ძირითად გუნდსაც გადაედო და ქართველმა ფეხბურთელებმა გადაჭედილი ტრიბუნების თვალწინ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს – 4:2. “ტორპედოს” კარგი დებიუტი გამოუვიდა, მაგრამ ასპარეზობა ასევე წარმატებულად ვეღარ განაგრძო და საბოლოოდ მე-15 ადგილს დასჯერდა. თუმცა, ქუთათურებმა უკან ჩამოიტოვეს საკმაოდ ცნობილი გუნდები: ლენინგრადის “დინამო”, მინსკის “დინამო” და “კრილია სოვეტოვი”, რომლებსაც “ა” კლასში ასპარეზობის საკმაო გამოცდილება გააჩნდათ. საყურედღებოა, რომ ქუთაისელებმა სანიმუშო სათამაშო დისციპლინისთვის გაზეთ “სოვეტსკი სპორტისგან” მიიღეს პრიზი “სამართლიანი თამაშისთვის”. 1962 წლის 6 ივლისს ქუთაისს საერთასორისო ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად სტუმრად ეწვია რუმინეთის “პროგრესული”. საინტერესო შეხვედრა “ტორპედოს” გამარჯვებით დასრულდა -2:0. 1962 წლის საფეხბურთო სეზონის დასრულების სემდეგ ქუთაისის “ტორპედო” ირანში გაემგზავრა და იქ სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ქუთაისელებმა 3:0 დაამარცხეს “ტადჯი”, 1:0 მოუგეხ თეირანის “შაჰინს” და 1:2 დამარცხდნენ “დარაისთან”.1963 წლის სეზონში “ტორპედო” არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა: 15 აპრილს ქუთათურებმა თბილისის “დინამოს” უმასპინძლეს. ამ მატჩის სანახავად ქალაქის სტადიონზე 40 000 (!!!)კაცზე მეტი მივიდა. ეს ციფრი დღესაც ქუთაისის ცენრტალური სტადიონისთვის სარეკორდო რიცხვად ითვლება. საინტერესო მატჩი დამთავრდა ფრედ – 0:0. საყურადღებოა, რომ ქუთაისელმა ფეხბურთელებმა წარმატებით ჩაატარეს “მოსკოვური” მატჩები. მოსკოვის “ცსკას” 1963 წლის ჩემპიონატში ქუთაისელებთან სეხვედრამდე თამაში არ ქონდათ წაგებული და მათი წარმატებული სერია საკუთარ მოედანზე “ტორპედოსთან” შეწყდა. ქუთათურებმა გასვლაზე დაამარცხეს არანაკლებ სახელოვანი გუნდი მოსკოვის “ლოკომოტივი”, ხოლო კიევში “დინამოს” ფრე 1:1 ითამაშეს. შეხვედრის შემდეგ კიეველმა მაყურებელმა მქუხარე ტაშით დააჯილდოვა ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ლამაზი, ტექნიკური ფეხბურთის დემონსტრირებით მოხიბლეს მაყურებლები. 18 აგვისტოს ჩემპიონატის მორიგ მატჩში ავტოქარხნელებმა 1:0 დაამარცხეს გათამასების ლიდერი მოსკოვის “დინამო” და საბოლოოდ განამტკიცეს აზრი, რომ ქუთაისის “ტორპედო” მოსკოვური გუნდებისთვის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქეს წარმოადგენდა. 1963 წლის სეზონი მე-12-ე ადგილზე დაამთავრეს ქუთაისელმა ფეხბურთელებმა და მათ საყოველთაო აღიარება ჰპოვეს საკავშირო თუ საერთაშორისო სარბიელზე. სეზონის დასასრულს ფეხბურთის საკავშირო ფედერაციამ გამოაქვეყნა სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია, სადაც მეკარეთა სამეულში ლეგენდარული ლ. იაშინის შემდეგ მეორე ნომრად დასახელებული იყო “ტორპედოს” გოლკიპერი რევაზ ურუშაძე.1963 წლის დასაწყისში ტორპედოელები საერთაშორისო შეხვედრების ჩასატარებლად ბულგარეთში გაემგზავრნენ, სადაც ადგილობრივ გუნდებთან სამი მატჩი გამართეს. ქუთაისელებმა 4:1 დაამარცხეს პლოვდივის “ლოკომოტივი”, 3:1 სძლიეს გორნაორიახოვიცას გუნდს და 0;1 დამარცხდნენ კირდჟალის “არდასთან”.1964 წლის მარტში ქუთაისის “ტორპედო” სსრკ-ს ოლიმპიურ ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი სტუმრების გამარჯვებით – 3:2 დასრულდა.
1964 წლის ჩემპიონატის სტარტზე ტორპედოელები არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. რამაც მათი უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი ეჭვის ქვეშ დააყენა. 25 აგვისტოს გასვლაზე ლენინგრადის “ზენიტის” დამარცხებამ “ტორპედოელებს” უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი მისცა. 6 ოქტომბერს` “ტორპედომ” გათამასების ლიდერს მოსკოვის “ტორპედოს” უმასპინძლა. როგორც სტუმრებს ასევე მასპინზლებს ორი ქულა ჰაერივით სჭირდებოდათ. მოსკოველები გამარჯვების შემთხვევაში განიმტკიცებდნენ ლიდერის პოზიციას, ხოლო ქუთაისელებს 2 ქულის დაკარგვის შემთხვევასი არავითარი თეორიული შანსი აღარ რჩებოდათ “ა” კლასში დარჩენისთვის. ჯუმბერ ხაჟალიას მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა სანუკვარი ორი ქულა მოუტანა ქუთაისელ ფეხბურთელებს, ხოლო მოსკოველებს ეს მარცხი მოგვიანებით ჩემპიონობის დაკარგვადაც დაუჯდათ. “ტორპედომ” ამის შემდეგ გასვლაზე დაამარცხა “როსტოვი” და მოსკოვის “დინამო”, შემდეგ კი დამატებით მატჩში გორკის “ვოლგა” დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.1964 წელს საბჭოთა კავშირის ფეხბურტის ფედერაციამ გამოაქვეყნა უზლიერეს ფეხბურთელთა სია სადაც ქუთაისის ტორპედოდან 5 ფეხბურტელი იყო. 1. რევაზ ურუშაძე, 2. ლოსაბერიძე, 3.ს. კუტივაძე, 4. ხერხაძე, 5. ჩხარტიშვილი .
1965 წელს “ტორპედომ” პროგრამა მინიმუმი კვლავ შეასრულა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ჩემპიონატის დასრულებმადე სამი ტურით ადრე “ტორპედომ” გათამაშების ლიდერს კიევის “დინამოს” უმასპინძლა და ლოსაბერიზის გოლით 1:0 დაამარცხა. ქუთაისში მარცხი კიეველებსაც ჩემპიონობის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. ტორპედოელთა ასპარეზობაზე ცნობილი მიმომხილვევლი ო.სერგეევი წერდა: “რომ არსებობდეს პრიზი ჩემპიონატის ყველაზე უფრო სენსაციური შედეგისთვის, მას უსათუოდ დაიმსახურებდნენ ქუთაისელი ფეხბურთელები. სწორედ მათ წაართვეს

ფინიშზე კიეველებს ის ორი ქულა, რომელიც ოქროს მედლების დაკარგვის ფასად დაუჯდათ უკრაინელ ფეხბურთელებს. გუნდმა, რომელმაც დაამარცხა ვერცხლისას და ბრინჯაოს პრიზიორები, სუსტად ჩაატარა შეხვედრები აუტსაიდერებთან…” საკავშირო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ “ტორპედოელები” საერთაშორისო შეხვედრების ჩასატარებლად აფრიკაში გაემგზავრნენ. ქუთათურებმა 5:1 დაამარცხეს გვინეის ნაკრები, ფრედ 0:0 ითამაშეს მალის ნაკრებთან, 7:0 დაამარცხეს ნიგერიის ერთ-ერთი გუნდი, ბოლოს კი დაამარცხეს მალის ნაკრები – 1:0.
1966 წლის საფეხბურთო სეზონში გუნდმა დაიკავა მე-15 ადგილი და უკან ჩამოიტოვა ისეთი ცნობილი გუნდები როგორებიც იყვნენ მოსკოვის “ლოკომოტივი” და ლენინგრადის “ზენიტი”. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ქუთაისის სტუმრად ეწვია პოლონეთის “რუხი”. ქუთაისელებმა აღნიშნული შეხვედრა სუსტად ჩაატარეს და დამარცხდნენ – 1:2. გაზეთ “სოვეტსკი სპორტის” ინიციატივით ჩატარდა “ენძელას” თასის გათამაშება სადაც უმაღლესი ლიგის 24 გუნდი იღებდა მონაწილეობას. “ტორპედომ” აღნიშნულ გათამაშებაში ბრწყინვალედ იასპარეზა და თასის ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრასი მოსკოვის “დინამოსთან” დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა.
1967 წლის ჩემპიონატი “ტორპედომ” მე-13-ე ადგილზე დაასრულა. რაც საკმაოდ კარგი შედეგი იყო ისეთი პატარა ქალაქის გუნდისთვის როგორიც ქუთაისია. სეზონის ბოლოს “ტორპედოში” აღზრდილი რ. ძოძუაშვილი მიწვეულ იქნა თბილისის “დინამოში”, მოკლე ხანში კი ქუთაისელმა ჭაბუკმა საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი. 1971 წლიდან ქუთათურები 1 ლიგაში ასპარეზობდნენ. 11 წლის მანძილზე გუნდი იბრძოდა საუკეთესოთა შორის დასაბრუნებლად. მრავალწლიანი წარუმატებელი ცდის შემდეგ, 1981 წელს “ტორპედომ” 1 ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, რაც მას უმაღლესი ლიგისკენ უხსნიდა გზას. 1987 წელს “ტორპედო” კვლავ 1 ლიგაშია. გუნდში ახალი მწვრთნელი შოთა ოქროპირაშვილი მოვიდა. გუნდში დიდი ცვლილებები მოხდა. სახელდახელოდ შეკრებილმა კოლექტივმა ვერ მოახერხა პირველ ლიგაში ადილის შენარჩუნება და კიდევ უფრო დაქვეითთდა.
ტორპედოში აღიზარდნენ უამრავი ცნობილი ფეხბურთელები რომლებიც არიან : გივი და ლევან ნოდიები, რევაზ ძოძუაშვილი, ჯემალ ხერხაძე, სულაქველიზე, საიტაშვილი, ფარულავა, ბურკაძე, კვეტაშვილი, და სხვა.
ტორპედოს ტიტულებია: საქართველოს ჩემპიონი: 2000, 2001, 2002. ვერცხლის პრიზიორი: 1999, 2003, 2005. ბრინჯაოს პრიზიორი: 1991, 1994. საქარტველოს თასი, ჩემპიონი: 1999, 2001 ფინალისტი: 2000, 2002, 2004, 2011. 

 

იაკუძა

26 დეკ

«იაკუძა» (yakuza, ヤクザ ან やくざ) – წარმოადგენს იაპონურ კლანურ ორგანიზაციას , რომელშიც გაწევრიანებულები არიან მთელი რიგი ადამიანები , რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ერთ ერთ მსხვილ კრიმინალურ დაჯგუფებას. დასავლურ ცნობიერებაში იაკუძას იცნობენ როგორც – იაპონურ მაფიას.  იტალიურ და ჩინურ მაფიისგან განსხვავებით , იაკუძა არ არის საიდუმლო ორგანიზაცია.იაპონიაში იაკუძას წევრებს ძალიან ხშირად შესასვლელ კარზე აქვთ განთავსებული აბრა ამა თუ იმ კლანის დასახელებით , მაფიის წევრებს ადვილად გამოარჩევთ რიგით ადამიანისგან , ისინი იცვამენ მკვეთრი ფერის კოსტუმებს და იკეთებენ მზის სათვალეებს , ასევე სიარულის მანერაც , ამპარტავნული და ფართონაბიჯიანი სიარული იმდენად განსხვავებულია , რომ უშეცდომოთ მიხვდებით , თქვენს წინაშეა იაკუძას წევრი. მაგრამ იაკუძის წევრი შეიძლება ძალიან უბრალოდ შემოსილი იყოს , თუმცა ამ შემთხვევაში იგი აუცილებლად გამოაჩენს მოსვირინგებულ სხეულის იმ ნაწილს , რომელიც აშკარად მიუნიშნებს მის მოღვაწეობას იაკუძის სფეროში.უკანასკნელ პერიოდამდე იაკუძის შემოსავალი მოედინებოდა სავაჭრო და გასართობი რაიონებიდან , ასევე წითელ ნათურების კვარტლებიდან , როგორც წესი ასეთი რაიონები ამჯობინებენ პოლიციის ნაცვლად იაკუძის საფარქვეშ ყოფნას. რაც უზრუნველყოფს მათ სხვადასხვა რეკეტირებისგან დაცვას , მაშინ როდესაც პოლიცია თვითონ შეგნებულად ერიდება ასეთ დაჯგუფებების შინაურ საქმეებში ჩარევას. ამ გაგებით იაკუძა იაპონიაში ითვლება ნახევრად ლეგალურ ორგანიზაციით. მაგალითად როდესაც ქალაქ კობეში მოხდა დიდი მიწისძვრა იაკუძის წევრებმა ოპერატიულად დაიწყეს ხალხის დახმარება. ეს ვითარება და ასეთი ფართომაშტაბიანი ჩარევა ფართოდ შუქდებოდა პრესით და ტელევიზიით , მაშინ როდესაც სამთავრობო ღონისძიებებმა საგრძნობლად დაიგვიანეს და მოსახლეობის გულისწყრომაც დაიმსახურეს.იაკუძის წევრები აქტიურად არიან ჩართული სექს – ინდუსტრიაში. ეწევიან პორნო ფილმების კონტრაბანდულ გადაზიდვებს ამერიკაში და ევროპოაში. აკონტროლებენ ადგილობრივ მსხვილ სექს – გართობის ინდუსტრიას თან იცავენ მათ რეკეტისგან. იაკუძა როგორც წესი არ ეხება მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს , გამოძალვისთვის და წილის მოთხოვნისთვის ისინი მსხვილ ფირმეს და კომპანიებს ირჩევენ. გამოძალვის მეთოდი მარტივი და მკაცრია – დაშინება.80 – იან წლების დასაწყისში ქ. ფუკუოკეში გაჩაღდა იაკუძას კლანებს შორის ნამდვილი ომი , რომლის გაკონტროლება არაფრით არ ხერხდებოდა, რის შედეგადაც იაკუძის წევრების გარდა დაზარალდნენ მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე. მაშინ პოლიცია ჩაერია საქმეში და აიძულა დაჯგუფების ხელმძღვანელებს შეთანხმებულიყვნენ შერიგენაზე. გარკვეულ წლებში იაპონიის მთავრობა არაერთხელ ცდილობდა წარემართა ბრძოლა ორგანიზებულ დაჯგუფებების წინააღმდეგ , მაგრამ უშედეგოდ. 1995 წლის მარტში მთავრობამ მიიღო კანონი იაკუძის საქმიანობის წინააღმდეგ , რამაც იაპონურ მაფიას გაცილებით გაუძნელდა საქმიანობა. დღესდღეობით იაკუძა არა მოქმედებს ისეთი სიმძაფრით , როგორც იყო 70 – 80 იან წლებში. იაპონურმა მაფიამ სხვა ქვეყნებშიც მოიკიდა ფეხი , არსებობს იაკუძის ე.წ ბაზები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჰავაის კუნძულებზე. http://www.youtube.com/watch?v=-OWnlBsawP0&feature=related

დევნილთა რეალობა

26 დეკ

მერი ხვიჩია,გვანცაყულეჯიშვილი,მარიამ დონაძე.

წეროვნის ერთ–ერთი უბანი

   მთავრობის წარმომადგენლების თქმით,დევნილების დასახმარებლად ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება კიდეც,თუმცა მოსახლეობა მაინც უკმაყოფილოა.მათ უჭირთ რეალობასთან შეგუება .მათი მშვიდი ცხოვრება წამის ერთი გაელვებასავით გაქრა.რთულია,იცხოვრო დევნილის სტატუსით…

მოკლედ წეროვნის შესახებ.

წეროვანში ცხოვრობს 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა. ქალაქში არის  2000-მდე კოტეჯი და ცხოვრობს 8500 ადამიანი. კოტეჯში არის ორი საძინებელი, მისაღები, სამზარეულო და ტუალეტი.მთავრობამ კოტეჯები უზრუნველყო ოჯახისთვის მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო ნივთებით.

ქუჩები დაყოფილია უბნებად.წეროვნის დასახლება

  რა დაწესებულებები ემსახურება საზოგადოებას

წეროვნის გამგეობა

წეროვანში მიუხედავად იმისა,რომ ეს ადგილი ძალიან მცირე დროში აშენდა ბევრი დაწესებულება მდებარეობს.საზოგადოებას ექმნება ელემენტარული პირობები მათვის ხელმისაწვდომია  ნებისმიერი პროდუქტი მაღაზიებში,ბაგა–ბაღი,საჯარო სკოლა,კაფე–ბარი,საცხობები,ეს ყველაფერი გამგეობასთან ახლოს მდებარეობს.ეს ადგილი ამ ქალაქის ცენტრადაც შეიდძლება ჩაითვალოს.ქარხნებს და სამუშაო ადგილებს რაც შეეხებაიქ მდებარეობს:ქაღალდის ფაბრიკა,”ბერტა”(სარეცხი ფხვნილების კომპანია)ხორცის ფაბრიკა,ნატახტარი,ბარამბო,შენდება ფარმაცევტული ქარხანა,სასწრაფო დახმარების ცენტრი.

ინტერვიუ წეროვნის ბაგა–ბაღის დრექტორთან.

ბაგა–ბაღში პირობები დამაკმაყოფილებელია

– ბაღში არის 378 აღსაზრდელი, ხოლო მათგან დარეგისტრირებულია 267 ბავშვი. სულ გვყავს 124 თანამშრომელი(ახალგორის ბაღსი მომუშავე პერსონალი). ასევე ბაღში მუშაობს ფსიქოლოგი, ლოგოპედი და ექთანი. იქიდან გამომდინარე, რომ აქ მხოლოდ დევნილი ბავშვები არიან, მათვის ბაღი უფასოა.პირობები ძალიან კარგია,ბაღი მუშაობს დილის ცხრის ნახევრიდან საგამოს ექვს საათამდე და არის სამჯერადი კვება. ახალ საგანმანათლებო პროგრამას რაც შეეხება, ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა გვაქვს ეხლაც კარგი პროგრამით ვხელმძღვანელობთ.

-რა პრობლემაა ბაღში?

-ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ბავშვებს არ აქვთ მზა მდგარი კარუსელები.

  სასწრაფო დახმარება.

პირველადი დახმარების ნივთები

    -სასწრაფო დახმარების ცენტრში მუშაობს 50 ექიმი და ხალხს სასწრაფო დახმარების ერთი ბრიგადა ემსახურება. “კლინიკის პირობები არ არის საუკეათესო, მაგრამ დამაკმაყოპილებელია”. ექიმის ხელფასი არის 600ლარი, ექთნის კი 250 ლარი.

ვერ მოვახერხეთ ყველა საწარმოს მონახულება, თუმცა ვიყავით საწარმო ”ბერტასა” და ქაღალდის ფაბრიკაში”. ქაღალდის ფაბრიკის დამფუძნებელი და დირექტორი არის არჩილ თავაძე.

ქაღალდის ქარხანა.

თაბახის პურცელს მაკულატურისაგან იღებენ

-საწარმო დაფუძნებულია იაფი კრედიტის ბაზაზე სახელმწიფოს მხარდაჭერით, რომელიც მუშაობს 2 წელია. აქ დასაქმებულია 65 ადამიანი, რომლებიც არიან მხოლოდ დევნილები. მათი ხელფასი მერყეობს 250-დან 1100-ლარამდე. გვყავს სტაჟიორები, რომლებსაც ვასწავლით სხვადასხვა საქმეს და იმის მიხედვით, თუ რამდენად ითვისებენ საქმეს, ხდება მათი დასაქმება. ჩვენი პროდუქცია მიიღება მაკულატურიდან და იყიდება ქვეყნის გარეთაც.

ასევე ძალიან საინტერესოა ის ფაქტი,რომ წეროვანში მდებარეობს სპორტული დარბაზი.იქ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ვარჯიშობს.სპორტული დარბაზი წეროვანში

  ინტერვიუ გამგებლის მოადგილესთან ბატონ ვლადიმირ შერმადინთან

-“დევნილებს მაისის თვიდან შეუწყდათ შეღავათი გადასახადებზე და შესაბამისად უჭირთ კომუნალური გადასახადების გადახდა. ეს ყველაფერი გამომიდნარეობს იქიდან, რომ ბიუჯეტში არ არის აკმარისი თანხა,იმისათვის რომ ყველას მოთხოვნილებები დავაკმაყოფილოთ, ასევე საზოგადოების ნაწილმა კოტეჯის ნაცვლად არჩიეს თანხა 10000 ლარი. გვეგონა რომ თანხის გადაცემა კოტეჯებსი დარიგებასთან ერთად მოხდებოდა მაგრამ ფული დღემდე არ მიუღია მოსახლეობას”.

-როგორ აკმაყოფილებთ საზოგადოებსი ინტერესებს?

-პირველი სამი წლის განმავლობაში გადასახადთან დაკავშჳრებით იყო შეღავათები. ასევე ჰუმანიტარული დახმარება, წელს ეს ყველაფერი შეწყდა, თუმცა მოსახლეობას შეუნარჩუნდა სამედიცინო პოლისები და ყოველთვიური დახმარება. პოლისების მიუხედავად, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას ჩვენ დამატებით თანხებს ვურიცხავთ.

-როგორია ხალხის ცხოვრების პირობები?-იქიდან გამომდინარე, რომ კოთეჯები მცირე დროში(3თვე) აშენდა მათ მთავრობამ შეუქმნა ცხორებისთვსი აუცილებელი ელემენტარული პირობები. ასევე თითო სულზე ოჯახში ფულადი დახმარება 22-დან 28 ლარამდე. ეს პირობები მოსათმენია, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მოსახლეობა გავათამამეთ: ”დევნილებმა დევნილობით შეიძინეს, უფლებები და პრეტენზიები”.

 რას ფიქრობენ დევნილები?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ საზოგადოების აზრი,ამიტომ  გადავწყვიტეთ მათი აზრიც გაგვეგო და მათთვის დაგვესვა რამოდენიმე შეკითხვა.ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ.ასევე ამბობენ,რომ ჟურნალისტები ძალიან ხშირად ჩამოდიან და  შეწუხებულები არიან… თან ამბობენ, რომ მათზე არასწორ ინპორმაციებს აშუქებენ თითქოს ისინი კარგად ცხოვრობენ.

-მოსახლეობის უმრავლესობა უკმაყოფილოა, რომ დახმარებები თანდათან შეწყდა, უმრავლესობა პენსიაზე და სოციალურ დახმარებაზეა დამოკდებული.თვეში დახმარება 22 ლარი არ ყოფნით. თხოვნაზე ეჩვენებინათ, საკუთარი სახლები, გვიპასუხეს: ” რავიცი აბა, მერე იტყვიან, კარგად მოწყობილან წეროვანშიო.”

   -გვყავდა ერთი რესპოდენთიც- ნინო სიხარულიძე. იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, თქვა რომ მის ოჯახში არავინ მუშაობს და შემოსავალიც არ აქვთ, მაგრამ ბოლოს გავიგეთ, რომ მათ აქვთ საკუთარი კაფე-ბარი და მაღაზია. კითხვაზე თუ როგორ იწყება მისი დილა, თქვა ,რომ მისი და საერთოდ ამ მოსახლეობის ცხოვრება, მოსაწყენი და ერთფეროვანია. ჩვენ ელემენტალურად ”გასართობი პარკიც კი არა გვაქვს.”

  სამწუხაროდ,როდესაც იქ ვიყავით ვიდეო არ გადაგვიგია,ამიტომ გთავაზობთ სლაიდ შოუს.

     p.s  წეროვანის მოსახლეობა, ძალიან შეწუხებულია, ჟურნალისტების სტუმრობით. ამბობენ, რომ ისინი მათ შესახებ, არარეალურ ამბებს წერენ და აშუქებენ. ამიტომ ძალიან გაგვიჭირდა, მათთან კონტაქტში შესვლა. ისინი ირონიულად და ცივად გვექცეოდნენ. ისინი ამბობენ: ”წეროვანი ჟურნალისტებისა და მთავრობისათვის ”теле звезда” გახდა.

 

 

მეტადონის პროგრამა

25 დეკ

მელი დონაძე

ნარკოტიკი

ნარკომანიის თემაზე უამრავი თქმულა და დაწერილა. ყველასათვის ნათელია, რომ ეს ერთ–ერთი უსერიოზულესი პრობლემაა არამარტო  საქართველოში არამედ მსოფლიო მასშტაბით. დღემდე იმაზეც მიდის დავა, ნარკომანები ავადმყოფები არიან თუ დამნაშავეები . ფაქტია, რომ პრობლემა პრობლემად რჩება.

ნარკომანია დაავადება როდია. იგი ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს.სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა.ბევრმა მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ, არამედ ახლობლებსა და მეგობრებს  შორის მათ არსებობასაც შევეგუეთ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო. ტელევიზიით თუ პრესით თითქმის ამომწურავ  ინფორმაციას ვიღებთ ამ დამღუპველი სენის შესახებ და მაინც, ნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.

ვინ და რატომ იწყებს ნარკოტიკის მიღებას? მიზეზი ალბათ უამრავი არსებობს. დარწმუნებული ვარ ერთ რამეში,ამ ადამიანებს არა მხოლოდ ის აერთიანებთ , რომ ნარკოდამოკიდებულების ბორკილები ადევთ, არამედ ისიც, რომ ყველა , როგორც ერთი,  ადრე თუ გვიან უდიდეს სინანულში ვარდება,ცდილობს ამ ბორკილებისაგან განთავისუფლდეს,მაგრამ უმეტესწილად ამაოდ.

თუმცა, არსებობს ერთი გამოსავალი. შეიძლება ვინმე შემედავოს, ეს რა გამოსავალიაო, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს ასეა. აბა კითხეთ ნარკომანთა ოჯახის წევრებს, თუ არ ამოისუნთქეს შვებით მრავალწლიანი ჯოჯოხეთის შემდეგ , ან თვითონ ნარკომანებს, რომლებიც შეიძლება ითქვას, ცხოვრებას,ოჯახებს, საზოგადოებას დაუბრუნდნენ ამის წყალობით. მხედველობაში მაქვს „ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა „– ასე ჰქვია სამედიცინო ენაზე მეტადონის პროგრამას.

საქართველოში რამოდენიმე წელია, რაც არსებობს ეს პროგრამა.უფრო მეტი რომ შემეტყო ამის შესახებ , თბილისის სამკურნალო–პროფილაქტიკურ ცენტრს ვესტუმრე. ცენტრში ექიმი–ნარკოლოგი , ქალბატონი ნინო კაკაბაძე დამხვდა,რომელმაც ძალიან თბილად მიმიღო და საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა მეტადონის პროგრამის შესახებ.

ნინო კაკაბაძე: მეტადონი ხანგრძლივი მოქმედების სინთეზური პრეპარატია, რომელიც პირველად გამოყენებული იქნა XX საუკუნის 60–იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში.წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო აზრი , რომ ნარკომანიის მკურნალობის ერთ–ერთი საშუალება იყო ნარკოტიკებისაგან სრული თავშეკავება, მაგრამ მე,  როგორც ექიმი,რომლის ხელში უამრავმა ნარკოდამოკიდებულებისაგან განთავისუფლების მსურველმა ადამიანმა გაიარა , ვამბობ, რომ ეს ძალიან ცოტა ადამიანმა შეძლო. მე უდიდეს პატივს ვცემ იმ ადამიანებს , რომელთაც ეს შეძლეს, მაგრამ ჩემი 25 წლიანი პრაქტიკის მანძილზე ასეთი დაახლოებით 10–15 ადამიანი აღმოჩნდა. ისინი, ვინც ეს ვერ შეძლეს მეტადონის პროგრამის დაწყებამდე , შეიძლება ითქვას,განწირულები იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით. ჩვენი პაციენტები დღეს ცდილობენ არ გაიხსენონ ის წლები, რომლებიც , უნდა ითქვას , კარგად არც ახსოვთ. ახსოვთ მხოლოდ ის ტკივილი, რასაც ე.წ. „ლომკის“ დროს გრძნობდნენ. ახსოვთ, ის როგორ ეძებდნენ დღეების განმავლობაში საჭირო თანხას ნარკოტიკის შესაძენად, შემდეგ კი თვითონ „წამალს“, ახსოვთ თავისივე ხელით განადგურებული ოჯახები, დანგრეული ურთიერთობები უახლოეს ადამიანებთან, ახსოვთ დიდი ტკივილი, რომელსაც ხანდახან , მცირეხნიანი გამოფხიზლებისას გრძნობდნენ ამ ყველაფრის გამო, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეეძლოთ.

ჩანაცვლების თერაპიის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მეტადონის დიდტემატურად მიღების ხარჯზე ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირი შეამცირებს სხვა ნარკოტიკული  საშუალებების მოხმარებას, ხოლო შემდგომში კი სრულებით უარს იტყვის მასზე. თუმცა ჩვენი პაციენტების მხოლოდ ძალიან მცირე პროცენტმა შეძლო მეტადონზეც უარის თქმა. უნდა ითქვას მეტადონის უპირატესობაზე სხვა ნარკოტიკებთან შედარებით პირველ რიგში, სამედიცინო თვალსაზრისით: მეტადონის უპირატესობა არაერთმა კვლევამ დაადასტურა . პრაქტიკულად არ არსებობს მეტადონით ხანგრძლივი მკურნალობის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ფაქტი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მკურნალობა 20–30 წელი გრძელდებოდა.

არ მახსენდება არცერთი პაციენტი , რომელმაც მეტადონს თავი დაანება და შავ ბაზარზე დაიწყო ნარკოტიკის ძებნა. ეს რა თქმა უნდა, ცოტა არ არის. თუნდაც, ის ფაქტი , რომ ნარკოტიკისათვის საჭირო თანხის საშოვნელად უამრავმა ნარკომანმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.

ამ პროგრამამ აგრეთვე ნარკომანებს საშუალება მისცა მოეხდინათ საკუთარი პიროვნების რეაბილიტაცია , როგორც საზოგადოების,ისე პირველ რიგში საკუთარი ოჯახების თვალში.

თქვენ წარმოიდგინეთ , სამმა მათგანმა თავი ძველ სამსახურში აღიდგინა, 5–6 ადამიანმა მუშაობა დაიწყო.

ისე არ ჩათვალოთ, რომ ამ პროგრამის პროპაგანდას ვეწევი,საუკეთესო ვარიანტი ის არის, თუ ადამიანი ნარკოტიკს არ გაეკარება ცხოვრების მანძილზე. მაგრამ, იმ ადამიანებს, ვინც, სამწუხაროდ, ნარკოდამოკიდებულებას განიცდიან მინდა მივმართო და ვუთხრა : არსებობს გამოსავალი , გაქვთ შანსი და ნუ გაუშვებთ მას ხელიდან !!!!  სცადეთ, თქვენ შეგიძლიათ ამ პორგრამის დახმარებით ნელ–ნელა, უმტკივნეულოდ, გამოცდილი ექიმებისა და ფსიქოლოგების თანადგომით სამუდამოდ დაემშვიდობოთ ნარკოტიკებს, დაიწყოთ ახალი ცხოვრება და დაუბრუნდეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს, რომლებსაც ისეტები ენატრებით , როგორებიც ოდესღაც იყავით.!!!

ქალბატონ ნინოსთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე ერთ–ერთ პაციენტს მაინც გავსაუბრებოდი , ცემდა გასაკვირად , უარი არ უთქვამს , თუმცა მთხოვა მისი გვარი და სახელი არ მეხსენებინა . მე მას გიორგის დავარქმევ. იგი დაახლოებით 40 წლის მამაკაცია ჩვეულებრივად გამოიყურება, აქ რომ არ შევხვედროდი ვერაქსდროს ვიფიქრებდი რომ ნარკომანი იყო.

რა მიამბო გიორგიმ: ნარკოტიკის მოხმარება 20 წლის წინ დავიწყე. თავიდან მეც , როგორც უმრავლესობას, მეგონა,რომ დამოკიდებული არ გავხდებოდი და რა თქმა უნდა , შევცდი. აღარ მოვვები რა საზიზღრობები გადამხდა და რა ჯოჯოხეთი მივუსაჯე ამით საკუთარ თავს და ჩემს ოჯახს,ჩემს შვილებს. დავკარგე ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა: სამსახური, ოჯახი, მეგობრები,ადამიანობა, ყველას ვალი მქონდა, ფულს ვთხოვდი ყველას,თავიდან ოჯახის წევრებს,სემდეგ მეგობრებს,მეზობლებს, ნათესავებს და ბოლოს უბრალოდ ნაცნობებსაც კი. არავის აღარ უნდოდა ჩემი დანახვა ,შვილები (2–გოგონა მყავს),ჩემს გამო სირცხვილით კვდებოდნენ.სანამ ერთად ვცხოვრობდით , ყოველდღე სერიოზული სკანდალის ყურება ჰქონდათ  მისჯილი სახლში“ , დავკარგე ყველა ვინც ძვირფასი იყო ჩემთვის , შემიძულა ყველამ, ვინც მიყვარდა და ვისაც ვუყვარდი.

მოკლედ სხვა რა გითხრათ! უფრო ადრე რომ დაეწყოთ მეტადონის პროგრამა საქართველოში იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. 2 წელია რაც აქ დავდივარ და ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა , წარმოიდგინეთ იმედი გამიჩნდა , ჩემი გოგოები შემოვირიგე , ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ ის ტკივილი , რაც ცემს გამო გადაიტანეს, მაგრამ დღეს ისევ მამიკოს მეძახიან ისე, როგორც დიდი ხნის წინ. ეს კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე ისევ“ მამა „ვარ ….

Previous Post

25 დეკ

ბერი გაბრიელი

25 დეკ

ელენე ყიფიანი

მამა გაბრიელი "გოდერძი ურგებაძე"

   ბერი გაბრიელი, ქერთული რეალობის

“სასწაულმოქმედი წმინდანი

არქიმანდრიტი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში. გოდერძი ჩვილობაშივე მოუნათლავთ წმ. დიდმოწამე ბარბარეს ტაძარში, ნავთლუღის უბანში. გოდერძის ნათლია გახლდათ ყოფილი “მოწყალების და” თამარ ბეგიაშვილი. ორი წლის იყო გოდერძი, როდესაც გაურკვეველ ვითარებაში მოუკლეს მამა, ვასილ ურგებაძე. შემდგომში, ოჯახის წევრები მამის საპატივცემოდ ბავშვს ვასიკოს ეძახდნენ. პატარა ვასიკო ბავშვობიდანვე ღვთიური მადლით გამოირჩეოდა. კენჭებისგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგ ასანთის ღერებს ანთებდა. ვასიკო ბავშვობიდანვე ქადაგებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და 12 წლის ასაკში მას წრფელი სიყვარულისა და მოღვაწეობრივი ცხოვრებისათვის უფლისგან ძალმოსილებისა და საღმრთო გამოცხადებათა მადლი მიენიჭა.

მამა გაბრიელი

     16 წლის ყოფილა ვასიკო, როდესაც მარტყოფის მონასტრის მოსალოცად ფეხით გაემგზავრა. იქ მას ღვაწლმოსილი ბერი მამა აითალა დახვდა, რომელსაც დიდად აფასებდა მამა გაბრიელი და პატივისცემით მოიგონებდა ხოლმე შემდგომ წლებში – “დიდი ბერი, დაფარულთა მცნობელი ბერი იყოო”.

            1949 წ.-ს ვასიკო საბჭოთა ჯარში გაიწვიეს. სამხედრო სამსახური მან ბათუმში, სასაზღვრო ნაწილში გაიარა. მიუხედავად მკაცრი რეჟიმისა, ვასიკო ახერხებდა მარხვის შენახვას. იგი ფარულად წმ. ნიკოლოზის მოქმედ ეკლესიაშიც კი დადიოდა და წმიდა საიდუმლოებებს ეზიარებოდა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ ვასიკო სახლში დაბრუნდა. სულ მალე იგი გამოიძახეს სამედიცინო დისპანსერში და დაკითხვა მოუწყვეს;

 

გაახსენეს ბავშვობისდროინდელი ხილვის შესახებ, როდესაც მას 12 წლის ასაკში გამოეცხადა ბოროტი სული. რამდენიმე დღეში ვასიკომ მიიღო საბუთი, რითაც მას აცნობეს, რომ იგი მიჩნეული იყო ფსიქიურად ავადმყოფად და ეკრძალებოდა თანამდებობრივი საქმიანობა. მას დაენიშნა მეორე კატეგორიის ინვალიდის პენსია, რაც, თავისთავად, უხეში სამართლებრივი დარღვევა იყო, რადგან საბჭოთა კანონმდებლობით, ამგვარი პიროვნების ჯარში გაწვევა არ შეიძლებოდა. ყოველივე ეს საბჭოთა უშიშროების და პარტიული იდეოლოგიის მესვეურთა მხრიდან გაკეთდა, რათა მსგავსი ცნობიერების ადამიანს ცხოვრებისეული წინსვლის შემთხვევაში არ შეექმნა საფრთხე კომუნისტური სისტემისათვის.

საქართველოს სსრ.

ქ. თბილისის ჯანმრთელობის დაცვის ქალაქის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო
19/ 1 – 1966 წ.ქ. თბილისი, ელექტრონის შეს., 1

№ 666

ავადმყოფი ურგებაძე გოდერძი ვასილის ძე, დაბ. 1929 წ., 6 კლასის განათლებით, მცხ. თეთრიწყაროს ქ. 11. ქალაქის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში სტაციონირებულია 18. VIII.1965 წ., მოყვანილია საპატიმროდან იძულებით მკურნალობაზე.

დიაგნოზი: ფსიქოპატიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით. გაეწერა: 19 / XI _ 65წ. ანემნეზის თანახმად, თორმეტი წლის ასაკში მოლანდებია ბოროტი სული, თავზე რქებით… ავადმყოფი ამტკიცებს, რომ რაც ქვეყნად და მსოფლიოში ცუდი ხდება, ბოროტის ბრალია. 12 წლიდან დაუწყია სიარული ეკლესიებში, ლოცულობდა, შეუძენია ხატები, შეუსწავლია საეკლესიო დამწერლობა… 1949 წელს იყო გაწვეული სამხედრო სამსახურში. იქ მყოფიც კი თავისუფალ დროს ეკლესიაში ატარებდა. ოთხშაბათს და პარასკევს არაფერს ჭამდა. უფროსები და ჯარისკაცები სიცილით უსმენდნენ მის ბოდვას: „ოთხშაბათს იუდამ ქრისტე ოცდაათ ვერცხლად გაყიდა, პარასკევს კი _ ებრაელმა მღვდელმთავრებმა ჯვარზე გააკრესო~. ერთთავად სულ ჰალუცინაციებში იყო.… როგორც საქმიდან ირკვევა, 1965 წ. 1 მაისს, დემონსტრაციის დღეს დაუწვავს დიდი პორტრეტი ლენინისა, რომელიც იყო ჩამოკიდებული მინისტრთა საბჭოს შენობაზე. დაკითხვის შემდეგ განუცხადებია, მან ეს ჩაიდინა იმისათვის, რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმის სურათი, რომ მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლებაო – ეჭვი დაებადათ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, რის გამოც იქნა გამოგზავნილი სასამართლო-ფსიქოპატიულ ექსპერტიზაზე. გამოკვლევით დადგინდა: ავადმყოფს ორიენტაცია აქვს არეული ადგილში, გარემოში, დროში. თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით: სწამს არსებობა ზეციური არსისა, ღმერთისა და ანგელოზებისა და ა. შ. საუბრისას ფსიქოპატის ძირითადი ღერძი ყოველთვის იქეთკენაა წარმართული, რომ ღმერთის ნებაყოფლობითაა ყველაფერი და ა. შ. განყოფილებაში სხვა გიჟებისაგან განმარტოებულია. თუკი ვინმე გამოელაპარაკა, უთუოდ უხსენებს ღმერთს, ანგელოზებს, ხატებს და ა. შ. არის სრულიად უკრიტიკო თავის მდგომარეობის მიმართ. ჩაუტარდა ამინაზინოფრაზია და სიპტომიციური ხასიათის თერაპია, რის შემდეგაც გატარებულია კომისიაზე.

სტაციონარის აქტი 1965 წ. №42
/კომისიის თავმჯდომარე: მედ. მეცნიერებათა კანდიდატი/ მთავარი ექიმი თ. აბრამიშვილი, წევრები: ჯ. შალამბერიძე და ექიმი კროპოვი.

გაწერილ იქნა საავადმყოფოდან 19/XI-65 წ. წაიყვანა დედამ სახლში.
ექ. ლეჟავა 19/I-1966 წ.

          ამ ყველაფრის შემდეგ ვასიკო კიდევ უფრო სერიოზულად მიუდგა სულიერ ცხოვრებას. სახლის საკარმიდამო ეზოში მცირე ზომის საცხოვრებელი აიშენა, სადაც განმარტოებით, სიმშვიდეში იწყო მოღვაწეობა. წირვა-ლოცვებზე სიონის საკათედრო ტაძარში დადიოდა. პატრიარქის კურთხევით ვასიკომ დარაჯად დაიწყო მუშაობა, შემდგომ კი მედავითნედ მსახურობდა სიონის ტაძარში.

საქართველოს სამღვდელოება

   1955 წ.-ის იანვარში ვასიკო დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 23 თებერვალს ქუთაისის მოწამეთას მონასტერში ვასიკო ბერად აღიკვეცა და მისი სურვილისამებრ ეწოდა გაბრიელი. 3 დღის შემდეგ წმ. პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) მღვდელ-მონოზვნად დაასხა ხელი.

      1962-1965 წწ.-ში გაბრიელ ბერი ყოვლადწმიდა სამების ტაძარში მსახურობდა, სადაც მცირე მრევლი ჰყავდა შემოკრებილი.

   

  1972 წლიდან 1990 წლამდე, სამთავროში საბოლოოდ დამკვიდრებამდე, მამა გაბრიელმა განსაკუთრებულ ღვაწლად იტვირთა დანგრეული თუ კომუნისტური რეჟიმის გამო დახურული და მიტოვებული ეკლესია-მონასტრების მოლოცვა.

     1990 წელს გაბრიელ ბერი შიომღვიმის მონასტერში გადავიდა, რადგან სურდა განმარტოებით, დაყუდებულად ეცხოვრა. აქ მას გამოცხადებით, უფლისგან ეუწყა წასულიყო სამთავროში და ხალხისთვის ემსახურა. ამ დროიდან, ვიდრე გარდაცვალებამდე, გაბრიელ ბერი სამთავროს მონასტერში, თავის კელიაში – ძველ კოშკში დამკვიდრდა და უფლის მცნებისამებრ, ხალხის – მოყვასის მიმართ თავდაუზოგავი ღვაწლით აღასრულა ცხოვრება.

ბერი

 1991 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ მხოლოდ გაბრიელ ბერი განიცდიდა წინდაწინ მოსალოდნელ უბედურებას. ამბობდა: “სისხლი რუსთაველზე! სისხლი! ქართველების სისხლი!.” როდესაც რუსთაველზე ქართველმა ქართველს ესროლა, გაბრიელ ბერი სამთავროში ზარებს რეკდა და მოთქვამდა თურმე. ამ პერიოდში გაბრიელ ბერმა გაამკაცრა მარხვა და თითქმის სრულებით დაანება თავი საზრდელის მიღებას. ძნელია იმის მოთხრობა და აღწერა, თუ როგორი ცრემლით და გოდებით ავედრებდა იგი უფალსა და დედა ღმრთისმშობელს საქართველოს. გაბრიელ ბერი არავის განარჩევდა. იგი ყველა მასთან მიმსვლელის მწუხარებით და სიხარულით ცხოვრობდა. მრავალი ადამიანი გადაარჩინა მან სულიერ წყვდიადში დანთქმას და თავისი წინასწარმცნობელობის მადლით ჭეშმარიტ გზაზე დააყენა.

მამა გაბრიელი კელიაში

     ბერი გაბრიელი საბოლოოდ დედათა მონასტერში დაბრუნდა და იქვე აღესრულა. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გაბრიელ ბერს უთქვამს:                                                                                                                                                                                         – მოიწია ჟამი ჩემი ამ სოფლიდან წასვლისა. შემდეგ მარჯვენა ხელით მოეფერა მაცხოვრის ხატს, რომელიც თავთან ეკიდა, ერთხანს ჩუმად იყო და თქვა:                                                                                                                                                           – 12 წლიდან შენ მოგდევ უფალო. მზადა ვარ, წამიყვანე.                                                                                                                                   მთელი ღამე, მეორე დღის 4 საათამდე, უმძიმეს ტკივილებში გაატარა. შემდეგ კი ხმამაღლა და ხანგრძლივად დაიწყო სუნთქვა და დაიძახა:                                                                                                                                                                                                           – დედა… დედა! დაო…დაო!  

1995 წლის 2 ნოემბერს მთელი მონასტერი მოვიდა, ოჯახის წევრები, ახლობლები, ერისკაცნი, ექიმი, მღვდლები. მამა გაბრიელი კი სიყვარულით უმზერდა წმინდა ნიკოლოზის ხატს და თვალს არ აშორებდა. მეუფე დანიელმა სულის გასვლის ლოცვები წაუკითხა. ლოცვის დამთავრებისას მამა გაბრიელმა გაიღიმა და სული განუტევა. იგი მცხეთის დედათა მონასტერში დაკრძალეს.

მამა გაბრიელის საფლავს, მისი სულიერ შვილს, დედა პარასკევა უვლის.

დედა პარასკევა

მამა გაბრიელის საფლავზე დღემდე უამრავი სასწაულებრივი კურნება აღესრულება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ენაზეა გამოცემული წიგნები გაბრიელ ბერის სწავლების, ცხოვრება-მოღვაწეობისა და სასწაულებრივ კურნებათა შესახებ.