ეროვნული გამოცდები- გზა წარმატებისკენ?!

16 ნოე

სალომე მოდებაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

რამდენიმე დღის წინ გაზეთს ვკითხულობდი, სადაც შემთხვევით წავაწყდი წლევანდელი ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ ანალიზს. ძალიან დამაინტერესა და კითხვა დავიწყე, ჯობდა არ წამეკითხა. აღმოჩნდა, რომ წელს საშუალო სკოლის კურსდამთავრებულებმა კატასტროფული შედეგები აჩვენეს ფიზიკას, ქიმიასა და მათემატიკაში, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს საგნები ჩასაბარებლად რეკორდულად მცირე რაოდენობამ აირჩია. ფიზიკაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი  აბიტურიენტთა 58%, ქიმიაში 38%, ხოლო მათემატიკაში 33%-ს ვერ გადაულახავს.

მაშინვე თვალწინ წარმომიდგნენ ჩემი მეგობრები, რომლებიც წელს აბიტურიენტები იყვნენ. ბევრი მათგანი მთელი წლის განმავლობაში ბეჯითად მეცადინეობდა, ბევრი ისეთიც ვიცი ვისაც სწავლა-განათლებით თავი არ მოუკლავს, მაგრამ იმას, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მეგობრები მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავდნენ, არადა წელს ეროვნული გამოცდები ბევრად უფრო გამარტივებული იყო ვიდრე წინა წლებში, თან ქულათა რაოდენობებიც საგრძნობლად იყო დაწეული.

ფაქტია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებულმა რეფორმებმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო საშუალო სკოლები საქართველოში. აშკარა გახდა, რომ სკოლის განათლებით ბავშვები მინიმალური კომპეტენციის ზღვარსაც ვერ ლახავენ, რომ აღარაფერი ვთქვათ კარგ შედეგებზე. მიჩნდება კითხვა, რატომღა დავდივართ სკოლებში, თუ იქ ელემენტარულ განათლებასაც ვერ ვიღებთ? კერძო მასწავლებლებთან მომზადება კი საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც ბევრ ოჯახს არ აქვს.

დიდ პრობლემად რჩება ისიც, რომ კატასტროფულად იზრდება უნივერსიტეტების ღირებულებაც, რასაც იქამდე მივყავართ, რომ პრესტიჟულ სასწავლებლებში აბარებენ არა ისინი, ვისაც ამის გონებრივი შესაძლებლობა აქვს, არამედ ისინი, ვინ მატერიალურად უზრუნველყოფილნი არიან.

ეს პრობლემები დღეს ჩვენს საზოგადოებაში არსებობს და კიდევ ალბათ დიდხანს იარსებებს თუ კი ამ მიმართულებით რეფორმების გატარება არ მოხდება. ფაქტია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცუდ შედეგებამდე მიიყვანს საქართველოს ახალგაზრდობას და განათლების დონეს საქართველოში.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: