თამთა გაზაშვილი

16 ნოე

თამთა გაზაშვილი

თამთა გაზაშვილი დაიბადა 1991 წლის 8 ივნისს. 6 წლის თამთა მაკა მახარაძის საბალეტო სკოლაში მიიყვანეს და ამის შემდეგ ბალეტი მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. იგი სწავლას ძალიან ცოტა დროს უთმობდა და 13 წლამდე, დილის 7 საათიდან საღამომდე  ვარჯიშობდა. ის დარწმუნებული იყო ,რომ ბალეტი მის პროფესიად იქცეოდა ,რადგან ამისათვის ძალიან ბევრს შრომობდა და შედეგიც ნამდვილად ჩანდა. თუმცა რაღაც გაურკვევლობის გამო მას ბალეტის მიტოვება მოუხდა. ჩაბარების დროც მალე მოვიდა. მისთვის პროფესიებს შორის არჩევანის გაკეთება განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. ბევრი იფიქრა და ბოლოს  ჟურნალისტიკა აირჩია. პირველ კურსზე მან ოჯახის შექმნაც გადაწყვიტა. ახლა ის მეუღლესთან და პატარა გოგონასთან ერთად მარტო ცხოვრობს. ნაადრევი ოჯახი კი, მისი თქმით, მიზნების მიღწევაში ხელს საერთოდ არ უშლის. უნივერსიტეტშიც თავისუფლად დადის და 11 თვის ტასოსაც დედისგან ყურადღება არ აკლია. იმას თუ არ ჩავთვლით, რომ დღის რაღაც ნაწილში ბებიასთან უწევს დარჩენა

თამთას ოცნებაა  გახდეს წარმატებული ქალი, მაგრამ ის თავის თავს ჟურნალისტიკაში ვერ ხედავს. მან კავკასიის მედია სკოლაში ბევრი ჟურნალისტური თვისება გამოავლინა, მაგრამ  თვლის, რომ ეს პროფესია ძალიან დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს, მას კი ისეთი სამსახური უნდა რომ კარიერა და ოჯახი ერთმანეთს შეუთავსოს. ის ბაკალავრიატის დამთავრების შემდგომ პიარის კუთხით წასვლას და თავისი ოცნების ამ სფეროში ახდენას აპირებს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: