თბილისური მოდა

16 ნოე

ნუცა აბაშიძე

ახალგაზრდებითინეიჯერების ჩაცმის სტილზე სიუჟეტს ვაკეთებ რადიოსთვის და ამიტომ ბევრ კომპეტენტურ ადამიანს გავესაუბრე. ქართველი ახალგაზრდების ჩაცმულობაში შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა: მუქი ფერები, ასაკთან შეუსაბამო ჩაცმულობა და სიტუაციასთან შეუსაბამო ჩაცმულობა. რა თქმა უნდა, სიუჟეტში შენი აზრის გამოთქმა არ არის სასურველი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ბლოგის დაწერა. მოდით დავიწყოთ მუქი ფერებით. სიმართლე, რომ გითხრათ საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ არის ცუდი მუქი ფერის ჩაცმა. აბა რა ჯობია, თუთიყუშებივით რომ დადიან??? ნუ რა თქმა უნდა სულ ჩაშავებული არ უნდა დადიოდე, მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ შავი ფერი ყველას და ყველაფერს უხდება.
რაც შეეხება ასაკთან შეუსაბამო ჩაცმულობას. დიზაინერების თქმით ძალიან ბევრი კლიენტი ყავთ, რომელიც ასაკთან შეუსაბამო სამოსს იკერავენ. მაგალითად 13 წლის გოგოები, რომლებიც მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებსა და გრძელ ხავერდის კაბებს იკერავენ. ამას ფსიქოლოგები იმით ამართლებენ, რომ პატარას ყოველთვის დიდობა უნდა და ცდილობს დიდი ქალივით გამოიყურებოდეს.

მე ამას არ ვეთანხმები, ჩემი აზრით, ასე ჩაცმა მშობელმა თავის შვილს უნდა აუკრძალოს. რავი მე ავუკრძალავდი. უფრო სწორად, კი არ ავუკრძალავდი, ისე გავზრდიდი, რომ 13 წლის ასაკში 35 წლის ქალივით ჩაცმა არ მოუნდებოდა. 13 წლის რომ ვიყავი, სკოლაში წრეში ბურთს და მსგავს იდიოტურ თამაშებს ვთამაშობდი. იმიტომ არა, რომ დებილი ვიყავი ან გონებრივად ჩამორჩენილი, უბრალოდ მე და ჩემ მეგობრებს გვიხაროდა რომ ბავშვები ვიყავით და ვერთობოდით. ვერავინ დამაჯერებს, რომ მაღალ ქუსლზე ამხტარი ბიჭების შებმა უფრო გასართობია ვიდრე წრეში ბურთის თამაში ან წუწაობა, მითუმეტეს 13 წლის ასაკში.
სიტუაციასთან შეუსაბამოდ ჩაცმაც ძალიან სერიოზული პრობლემაა, ჩემი აზრით. უნივერსტეტში ძალიან ბევრ გოგოს ნახავთ მაღალ ქუსლზე მოტკეცილი შარვლით და საქორწილო მაკიაჟით. მსგავს გოგოებს დისკოტეკაზეც მრავლად ნახავთ. რავი, ჩემი აზრით, ძალიან ძნელია 15 სანტიმეტრიანი ქუსლებით იცეკვო ან ლექციიდან ლექციაზე ირბინო გიჟივით. ნეტა რისი ბრალია ეს??? ალბათ უგემოვნობის. რავი მე ესე ვფიქრობ.
მოკლედ ასეთი ამბები. ესეთი ცუდი ვითარებაა დღევანდელ ახალგაზრდებში…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: