ურთიერთობის გაუფერულება

16 ნოე

ნანუკა ქაჯაია

http://www.divshare.com/download/13381444-e93
From where the sun now stands, I will fight no more forever

From where the sun now stands, I will fight no more forever

იცნობენ..მეგობრობენ..უყვარდებათ..იღებენ…ეჩვევიან..ბეზრდებათ…მიდიან და ბრუნდებიან….

თითოეული ჩვენგანის ცხოვრება სავსეა ადამიანებით..მათ ჩვენ ხშირად მეგობრებს…ზოგჯერ კი უახლოეს მეგობრებს ვუწოდებთ…ვეცნობით..საერთო ინტერესებს აღმოვაჩენთ..ვიხიბლებით…ჩვენს ცხოვრებში ვუშვებთ.. უფლებას ვაძლევთ ”აფათურონ ხელები” სულში…ვუჩვენებთ ჩვენებურ სამყაროს… კარგად, საფუძვლიანად გაცნობის საშუალებას ვაძლევთ.. შედეგად კი ”უახლოესი” მეგობრები იწყებენ ჩვენს შეცვლას… პიროვნების შეცვლას… ანუ რაც უფრო კარგად იცნობენ ადამიანები ერთმანეთს მით მეტია მათ შორის გაუგებრობა… გაუცხოება…

თვითონ გქმნიდი და თითონ განსხვავებდი.. მე დაგგკარგავ და მე აღმოგაჩენ.. ფერს გიცვლი და სახეცვლილს  შემოგიშვებ ჩემში.. როცა კვლავ გახუნდები ისევ გაგიშვებ გასაფერადებლად.. გასაახლებლად გაგიშვებ რომ ისევ მოხვიდე.. ცხოვრებაში ხანგძლივი ურთიერთობა ამ ყველაფრის გარეშე შეუძლებელია..  ადამინი უნდა გაფერადდე რომ არ ამოიწურო და ერთფერი აღარ გახდე.. რომ არ გახუნდე და დასავიწყებლად ადვილი აღარ გახდე..  ეს ყველაფერი უნდა შეძლო.. უნდა გააკეთო თუ ის გიღირს..

გაუცხოება მეტ-ნაკლებად ყველას ეხება..ჯერ ორ ადამიანს შორის..შემდეგ ოჯახებში, ამის შემდეგ კი უფრო ფართო მასშტაბებით ქვეყანას მოედება..რაც საბედისწერო იქნება ერისათვის.საჭიროა ვისწავლოთ თანადოგმა, ერთმანეთის გაფრთხილება და დაცვა..მივიღოთ ადამიანები ისეთები , როგორიც არიან .არ ვცადოთ და არ აღვზარდოთ თავიდან..დავეხმაროთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში…ერთმანეთის გაგება უნდა შეგვეძლოს, საჭიროა უკუვაგდოთ ეგოიზმი.ნებისმიერ აზრს..რომელიც ჩნდება აქვს საფუძველი  და უფლება არსებობისა.მთავარია თანადგომა..როგორც ცალკეული პიროვნებისთვის, ასევე მთელი ერის კეთილდღეობისთვის.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: