ქართული ფასეულობები

16 ნოე

love fool

იცით მართლაც ბევრი ვიფიქრე რაზე დამეწერა. არადა ვითომ თემის არჩევას რაღა უნდა, თან მითუმეტეს თუ სრულ თავისუფლებას გაძლევენო, გაიფიქრებთ ალბათ. ხოდა მეც ვიფიქრე, არ ვიცი რამდენად “ფამილიარულად” გამომდის წერა, თუმცა ეს ჩემი აზრით მოსახერხებელია.

ხოდა ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე ამჯერად დისკუსიის საგანი გამხდარიყო თემა “ფასეულობები”. ეს თემა იქიდან ამოტივტივდა, რომ დავალებად გვქონდა ერთ-ერთ საგანში დაგვეწერა ჩვენი შეხედულება “დასავლურ ღირებულებებზე”. მეც დავიწყე დავალების წერა და მერე მივხვდი, რომ რეალურად ვიცი კი რას ნიშნავს “დასავლური ღირებულებები”?

თავად ტერმინის განმარტების “ჩემისეული” ვერსია გამაჩნია. ისიც საერთო აღიარებული განმარტებიდან გამომდინარე. თუმცა მაშუნაც გავიფიქრე, კი მაგრამ, რაღა დასავლურ ღირებულებებს მივადექით, ვიცით კი ქართულითქო?

და მაინც რა არის ქართული ღირებულებები, ვინ დაწერა, მიიღო, ჩამოაყალიბა ისინი. რატომ ვისწრაფით შევინარჩუნოთ “ჩვენი” ის ღირებულებები, რომელთა შესახებ რეალურად არაფერი ვიცით?

დარწმუნებული ვარ ქუჩაში, რომ გავიარო და გამოვკითხო ხალხი, თუ რა აზრის არიან ისინი “ქართული ღირებულებების” შესახებ, ყველა ერთხმად დაგვეთანხმება. რომ ისინი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და რომ ეს მნიშვნელოვანია, თუმცა როგორც კი გაისმება კითხვა როგორიცა: თქვენი აზრით რა არის ქართული ღირებულებები? პასუხები და ომახიანი ხმის ტემბრი წამებში გაქრება და მის მაგივრად მივიღებთ – დუმილს, ან პასუხს ვისთვის როგორ.

მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, იმით იმის თქმა მინდა, რომ საინტერესო იქნებოდა დავფიქრებულიყავით საერთოდ რა არის ჩვენი ღირებულებები, ან რომელი ღირებულებებია საყოველთაოდ აღიარებული და რატომ ითვლებიან ისინი ჭეშმარიტად, ვინ და როგორ გახადა ისინი საყოველთაო აღიარების საგნად და ბოლოს ისევ იგივე კითხვა მაწუხებს რა არის საერთოდ ქართული ღირებულებები?!

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: