როცა ყველა მართალია

16 Nov

ნინო იმნაიშვილი

სიმართლე, ეს არის – გულწრფელობა, ის, რასაც ყველა ვეძებთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ, ის, რასაც ნამდვილად ფიქრობ, სმართლე არის, როცა შენს თავს არ ატყუებ, სიმართლე არ არსებობს, – ასე ფიქრობენ ადამიანები მთელი მსოფლიოს გარშემო. მე არასდროს მიფიქრია ამაზე, სანამ ქუჩაში ერთმა უცხოელმა არ გამაჩერა და მკითხა, ვლაპარაკობდი თუ არა ინგლისურად. ვიფიქრე ტურისტია, გზა აებნა ან რამე ჭირდება-მეთქი და მისი დახმარება გადავწყვიტე. მან კი თავისი კამერა მოიმარჯვა და საგონებელში ჩამაგდო. 6 წელია მსოფლიოს გარშემო დავდივარ და ადამიანებს ერთსა და იმავე კითხვას ვუსვამ, თუ შეიძლება თქვენც შეგეკითხებითო. რა უნდა მკითხოს ისეთი, რაზეც პასუხს ვერ გავცემ-მეთქი, ვიფიქრე და ამიტომ უარი არ მითქვამს.

–         რა არის სიმართლე?

–         იქნებ ჯერ მომეფიქრებინა და  მერე გეკითხათ?

–         რა არის აბსოლუტური სიმართლე?

–         . . .

ალბათ დღე არ გადის ამ სიტყვის გარეშე, მაგრამ ერთხელაც არ დავფიქრებულვარ, რას ნიშნავს სიმართლე. მას შემდეგ ამის გარკვევას ვცდილობ და ნელ-ნელა ჩემეულ სიმართლესთან მივედი. სიმართლე ალბათ ის არის, როცა რაღაცას ამბობ და გრძნობ, რომ გული თავისუფლად და მშვიდად გიცემს, შინაგანად მსუბუქი ხარ და სადღაც შორიდან შენი სუპერ-ეგო არ გსაყვედურობს იმისთვის, რომ მოიტყუე.

ამქვეყნად ალბათ ყველა ადამიანს თავისი სიმართლე აქვს, მაგრამ აბსოლუტური სიმართლე მხოლოდ ერთია და ის არის, რასაც ყველა ვეძებთ, მაგრამ ჯერ არ გვიპოვია. სიმართლე თითქოს ყველაზე მშვიდობიანი ცნება უნდა იყოს, მაგრამ ეს ის არის, რისთვისაც ადამიანები გამუდმებით დავობენ.

თუმცა არის რაღაც, რაც ყოველთვის გულიდან მოდის, რაც გულწრფელია, რაზეც, მიუხედავად  მათი განსხვავებული სიმართლისა, ყველა თანხმდება და რასაც სიმართლის ჩვენეული ყველა განმარტება ემთხვევა – ეს ყველას სიმართლეა, ჩვენთვის – უბრალოდ სიყვარული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: