Facebook-ი ჰოლივუდშიც დააფასეს

16 ნოე

გვანცა პაპავაძე

„ფბ-ზე დამთაგე“, სწორედ ასე მთავრდება ნებისმიერი მეგორების  შეკრება, სადაც ერთი სურათი მაინც იქნება გადაღებული.ფეისბუქის ტერმინებში ბებიაჩემიც კი უკვე კარგად ერკვევა და ძალიან რომ მოინდომოს ალბათ 1992 წელს გადაღებულ სურათზე , სადაც ჩვენ ერთად ვართ , აუცილებლად „დამთაგავს“.

ეს ჯადოსნური ოთახი 2004 წელს შეიქმნა და ახლა ნებისმიერი ასაკის წარმომადგენლებში ძალიან დიდი პოპულარილობით სარგებლობს. „ფეისბუქომანია“ ყველგანაა, მაგრამ საქართველოში ხომ ყველაფერი დიდი დოზით გვიყვარს და აი აქაც ხშირად ზედმეტი მოგვდის ხოლმე. ღამის 3 საათამდე უაზროდ ვზივართ კომპიუტერთან და დიდი ინტერესით ვაკვირდებით თუ რა კომენტარი გაუკეთა ნინომ, თიკამ, ლევანმა, სანდრომ, მარიამმა და ა.შ ჩემს მიერ „დათაგულ“ გოგოს, რომელიც გეპეის მეექვსე კორპუსის წინ დგას , ვარდისფერ კაბასა და ლურჯ ჩექმებში.

ჩვენი ასეთი თავდადება არ გამორჩენიათ ჰოლივუდელ რეჟისორებს და საკუთარი კეთილდღეობისა და ჩვენი „ პატივისცემის ნიშნად“ ფილმის გადაღება დაიწყეს. ფილმი ახალგაზრდა მილიონერის მარკ ცუკერბერგის სტუდენტობის დროინდელი გენიალური იდეის შესახებაა, რომელმაც არც თუ ისე ადვილი გზა გაიარა იქამდე, სანამ შეძლებდა დამეტკიცებინა თავისი პროექტის წარმატება.

შრომას შედეგი უნდა ამართლებდეს და აი ნათელი მაგალითი ამისა. შრომა ახალგაზრდა სტუდენტებს ნამდვილად დაუფასდათ, დაუფასდათ მილიონებით და მილიარდობით ადამიანის დალოცვით, რომ მათ სტუდენტობის დროინდელი სიყვარულები, ომში დაკარგული მეგობრები , თუ კურორტზე გაცნობილი ადამიანები იპოვეს. აი ასე მეგობრებო, მთავარი გენიალური იდეა ყოფილა და დროა ქართველებმაც გადავდოთ გვერდზე ე.წ „სახის წიგნაკი“ და წინ გენიალური იდეებისაკენ.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: