თაობათა შორის განსხვავება

17 ნოე

ასაკისგან დადარდიანებული...

ძალიან მძიმეა”, “უიი რა თავისებურია”, “ყოჩაღ თქვენ”..

ასეთი ეპითეტებით ამკობენ ადამიანს, რომლის მეორე სახელი არისბებია.

ცისფერთვალება, 87 წლის ასაკშიც კი შემორჩენილი ნაზი და თვალისმომჭრელი გარეგნობა. მოხუცი მაგრამ სულიერად უბერებელი.

თუმცა.. ეს სიტყვა არსდროს გვაძლევს უფლებას დავივიწყოთ მისი არსებობა.

მართლაც ძალიან მძიმეა მასთან ურთიერთობა. მართალია იგი მოხუცებულია, ბევრი პრობლემა აქვს, ბევრი ტკივილი და .. თუმცა ჩვენც ვაწყდებით ოჯახში პრობლემას, რომელსაც თაობათა შორი განსხვავება ჰქვია. მას მოწონს კაბები, ბაფთები, “ბარხატი”, საქსოვი და საკერავი მანქანა.

მე მიყვარს მისთვის გაუგება რი მუსიკა, კლუბი, ინტერნეტი, ჯინსები და სიგარეტი, რომელიც ბებოს პირველი მტერია

თამბაქოზე არსდროს გვისაუბრია ღიად. მე მხოლოდ მის კრიტიკულ სიტყვებს ვისმენ იმგაფუჭებულ ბავშვებზე”, რომლებიც სიგარეტს ეწევიან. მაშინ როცა ბებომ არ იცის, რომ სახლში თვითონ ყავსИспорченный ребенок”. ვერ ვემთხვევით ვერც მუსიკალურ გემოვნებაში, მასბახი, მოცარტი, ბეთხოვენი და ჯაზი უყვარს, მემისთვის სრულებით უცხოKillers”, “Lady Gaga”, “Coldplayდა ..

მე მირჩევნია საათობითარაფერივაკეთო ფეისბუქზე, როცა მას გული წყდება და თვალზე ცრემლით იხსენებს, როგორ ლამაზ კაბებს მიკერავდა, მაშინ როცა მას შეეძლო საკერავ მანქანას მიჯდომოდა.

მას არ ესმის ჩემი გართობის სტილი, მე მისი,,, იგი სულ მსაყვედურობს, რომ ჩვენმა თაობამ არ იცის გართობა, რომ ჩვენ არ ვაწყობთ პიკნიკებს, არ დავდივართ ქალაქგარეთ ბუნების წიაგში და სულ გულისტკივილით იხსენებს დროს, როცა მას ამ ყველაფრის კეთება შეეძლო. ბებოს დღეს არაფერი შეუძლია, იგი მოხუცია და ამას ისიც ემატება, რომ მას შაქრიანი დიაბეტი აქვს და სხეული ხშირად არ ემორჩილება.

ხშირად მოგვდის კონფლიქტი რომელიც ძირითადად ყველა მოხუცის ჩვეული ფრაზით სრულდება, “არაუშავს, შენც დაბერდები”, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ის ყველაზე საყვარელი არსებაა დედამიწაზე, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ყველა მოხუცებული.

Advertisements

3 Responses to “თაობათა შორის განსხვავება”

  1. tekoinashvili November 17, 2010 at 10:10 am #

    მარიამ :((( რა მაგარია 🙂 თუმცა ყველაფრის მიუხედავად ის ყველაზე საყვარელი არსებაა დედამიწაზე. . .

  2. eellene November 17, 2010 at 10:15 am #

    ბებიაშენიი რა საყვარელიაააა :))) და რა სასაცილო 🙂 🙂

    • ninoimnaishvili November 17, 2010 at 11:03 am #

      მომეწონა, თბილია 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: