მონატრება

17 ნოე

ხათუნა გვეტაძე

მონატრება

მონატრება, ეს ის გრძნობაა, რომელიც ყველაზე ხშირად მაწუხებს. ხან რა და ხან ვინ მენატრება. ხშირად მონატრება შეიძლება ღრმა ნოსტალგიაშიც გადამეზარდოს.
ერთი შეხედვით, საკმაოდ უდარდელი ადამიანი ვარ, და ზოგჯერ, მგონია კიდევაც, რომ მონატრება და მსგავსი სენტიმენტალური გრძნობები საერთოდ უცხოა ჩემთვის. ვერიდები მარტოობას, რომ მსგავსი გრძნობების მოჭარბებამ ხასიათი არ წამიხადოს, მაგრამ ხდება ისე, რომ ვრჩები საკუთარ თავთან მარტოდ მარტო, და მაშინ აღმოვაჩენ ხოლმე, რომ შეიძლება ისეთი რამ მომენატროს, რომელიც არ მომწონდა, არ მიყვარდა ან არ მსიამოვნებდა.
ამ პოსტის წერისას აღმოვაჩინე, რომ დედა მომნატრებია. ეს გრძნობა იმდენად ღრმა და “რაღაცნაირი” აღმოჩნდა, რომ  მონატრების გასაქარვებლად გადავწყვიტე დამეწერა, რომ ცოტა მაინც მომშვებოდა გულზე. სულ ახლახან კი ჩემი ძმის მიმართ განვიცადე იგივე გრძნობა. ძმის მიმართ, რომელსაც სულ ვეჩხუბები და რომლის მონატრების უფლებას არ ვაძლევ თავს, ვცდილობ საკუთარი თავი დავარწმუნო იმაში, რომ ძმა სულ მეჩხუბება და ამიტომ მის გარეშე ან მისგან მოშორებით უფრო კარგია და სასიამოვნო. მაგრამ გუშინ საკუთარ თავს ვეღარ მოვერიე და ძმის მიმართ მონატრების შესახებ მინდოდა ყველას სცოდნოდა. Facebook-ზე სტატუსიც კი დავწერე.
არ ვიცი ეს მონატრებაა იმდენად ძლიერი გრძნობა, რომ თითქოს და უდარდელ ადამიანებსაც კი ერევა, არ ვიცი მე გავხდი იმდენად სენტიმენტალური, რომ სულ უფრო ხშირად და ხშირად განვიცდი ამ გრძნობას. ფაქტი კი ის არის, რომ  გენატრება, ესეიგი გიყვარს!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: