ტკბილ ტყუილს, მწარე სიმართლე სჯობს

17 ნოე

სალომე გოგინაშვილი

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ტყუილი ცუდია. რატომ და რისთვის ეს არ აგვიხსნეს, უბრალოდ ბავშვობაში გვითხრეს რომ არასდროს უნდა მოვიტყუოთ და რომ “ ტკბილ ტყუილს, მწარე სიმართლე სჯობს.” ეს ყველაფერი ძალიან ბანალურად ჩანს და თითქოს უმრავლესობა ამ აზრს ეთანხმება.

გააჩერეთ ქუჩაში ჩვეულებრივი რიგითი გამვლელი და კითხეთ “რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს?”  წინასწარ გეუბნებით რომ ორი მოწინავე პასუხი იქნება “ტყუილს” და “ღალატს”. სინამდვილეში ძალინ ცოტა ადამიანია ვინც ყოველთვის სიმართლეს ამბობს. მაგალითად ჩემს ირგვლივ ასეთი ადამინი ერთი ან ორი თუ იქნება. ადამინი რომელიც ყველა სიტუაციაში სიმართლეს გეტყვის. მაგალითად წარმოვიდგინოთ სიტუაცია როდესაც მიდიხარ ძალიან მაგარ “ფართიზე”, რომლისთვისაც ტანსაცმელს მთელი თვე არჩევდი და როგორც იქნა იყიდე.  რა თქმა უნდა გინდა ის შენს უახლოეს მეგობრებს აჩვენო და მათგან საქებარ სიტყვებს ელოდები:) და უცბათ მათ გაახსსენდებათ მშობლების დარიგება რომ “ ტკბილ ტყუილს, მწარე სიმართლე სჯობს.” რა ხდება ამ შემთხვევაში? ყველაზე კარგ სიტუაციას თუ წარმოვიდგენთ ის გოგო უბრალოდ სხვა ძველი ტანსაცმლით წავა და მეგობრები მშვიდად დაშორდებიან ერთმანეთს, უარესი კი ჯობია არ წარმოვიდგინოთ… 🙂

ტყუილი ხანდახან ადამიანს ეხმარება უფრო იოლად აღიქვას  მოვლენები. არ ვიცი ეს რამდენად გამართლებულია, თუმცა პირადად ჩემთვის ძალინ ბევრჯერ უტკენია გული სიმართლეს და ბევრჯერ გამხსენებია ცნობილი ფრაზა”სიმართლე ყოველთვის მწარეაო.”

არ გავკიცხვა ადამიანს, რომელიც იმიტომ მომატყუებს რომ ასე იყო საჭირო, არ ვუსაყვედურებ მხოლოდ იმიტომ, რომ  მან სიმართლე ისევ და ისევ ჩემს გამო დამიმალა, რადგან გავაცნობიერებ, რომ მიუხედავად იმისა რომ სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედო, მირჩევნია მას თავი ავარიდო.

იქნებ ჩვენი ცხოვრებაც ერთი დიდი ტყუილია, სიმართლე კი სადღაც შორს იმალება, თუმცა ფაქტი ერთია, რომ სიმართლეს ვერსად გაექცევი და ადრე თუ გვიან მოგიწევს მის ამოუცნობ თვალებში ჩახედვა…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: