ტურიზმი და ამერიკანიზაცია

17 ნოე

სალომე კვირიკაშვილი

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ამერიკანიზაციისკენ. განაცხადა, რომ ის ვინც ინგლისურს ისწავლის ხელფასი გაეზრდება და რომ ვერავინ დაამთავრებს უნივერსიტეტს ინგლისურის ჩაბარების გარეშე. ეს გადაწყვეტილება კი, იმით გაამართლა, რომ ტურიზმის განვითარება სურს.

 სხვა გზა არ არსებობს ამის გასაკეთებლად? კი ბრწყინვალე გადაწყვეტილებაა ტურიზმის განვითარება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ხალხის დაჩაგვრის ხარჯზე.  ხელფასის გაზრდა ძალიან კარგი მოტივაციის შემქმნელია, მაგრამ რა ქნას 40 წლის ადამიანმა, რომელსაც უნდა ხეელფასის გაზრდა ,მაგრამ ვეღარ სწავლობს ინგლისურს ასე მარტივად. ჩვენს ქვეყანაში ხომ შუახნის ადამიანებისათვის ისედაც ძნელია სამსახურის შოვნა. ეჭვი არ მეპარება, რომ სამსახურში მიღებისას უკვე პრივილეგია მიენიჭება მას ვინც ინგლისური იცის და  ყველა იძულებული გახდება, რომ ისწავლოს ინგლისური. ჩემთვის ასეთი პრივილეგია მისაღებია მხოლოდ იმ სამსახურზე, სადაც შეხება უნდა გქონდეს ტურისტებთან. ჩვენს პრეზიდენტს მხოლოდ შედეგი აინტერესებს_ სწრაფად უნდა, რომ მთელმა საქართველომ აითვისოს ინგლისური, მაგარამ სწავლის პროცესით დაინტერესებული საერთოდ არაა. როგორ უნდა მოთხოვო სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, ჩააბაროს ინგლისური, მაშინ როდესაც ინგლისურის ლექცია ოთხ წელიწადში  სულ 10 ჯერ ჩაუტარდა. მან ამის გაკეთება შეიძლება მოსთხოვოს იმ ბავშვებს, ვინც ახლა შევიდნენ სკოლაში და იწყებენ გაძლიერებული ინგლისურის სწავლას, ამერიკიდან ჩამოყვანილი მასწავლებლების დახმარებით.

ამ მდგომარეობას ვფიქრობ, ახლოს მივყავართ საბჭოთა პერიოდთან, როდესაც რუსული იმ დონეზე აიყვანეს, რომ საზოგადოებას ახალი ამბებიც კი ორ ენაზე უნდა ესმინა. “ამერიკანიზაცია” ეს ტერმინი უფრო და უფრო აქტუალური ხდება დღევანდელ დღეს. ძალადობა არ შეიძლება სწავლაში მაინც. ან რა აუცილებელია სტუდენტმა მაინცდამაინც ინგლისური აირჩიოს მეორე ენად? იქნება მას გერმანულის ან სხვა ენის სწავლა უნდა და იძულებულია ინგლისური შეისწავლოს.  ახლა თავს გვახვევენ ამერიკული ფილმების ორგინალში მოსმენას. ისევდაისევ შუახნის ადამიანს, რომელმაც არ იცის ინგლისური და წესიერად ვერც ხედავს სწრაფად ცვალებად სუბტიტრებს, საშუალება არ ეძლევა ფილმის ღირებულებების შეფასებისა. ჩემი აზრით, ყველაფერი კარგი პატარ-პატარა დოზით უნდა ავითვისოთ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: