ქალაქს არ აბინძურებენ წიგნები

17 ნოე

ქალაქს არ აბინძურებენ წიგნები

სალომე მოდებაძე

რამდენი უძვირფასესი წიგნი მიყიდია ბუკინისტებთან ერთ და ორ ლარად და რამდენი საინტერესო რამ წამიკითავს ძველ, დაფლეთილ წიგნებში. არერთხელ გამივლია რუსთაველზე და ბუკინისტების წიგნებთან რომ ჩამივლია, სახლში გამიყოლებია უცხოური ან ქართული ლიტერატურა, რომლის ყიდვას ალბათ იმ მომენტისთვის საერთოდაც არ ვაპირები.

მეორე კურსზე, მსოფლიო ლიტერატურას რომ ვსწავლობდი ბუკინისტებთან 2 ლარად შევიძინე ფოლკნერის ”ხმაური და მძვინვარება” დაახლოებით ამ ფასში ან ცოტა უფრო ნაკლებში ვიყიდე კამიუს “შავი ჭირი” და მრავალი სხვა, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. ამ წიგნებს, სანთლითაც რომ მეძებნა, სხვა ადგილას ალბათ ვერაფრით ვიყიდდი. სწორედAამიტომაც იყო, წიგნებით ვაჭრობის აკრძალვამ ასე რომ იმოქმედა ჩემზე.

აი, რატომ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდამხოლოდ არასწორად გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ხელისფლების მხრიდან:

1.როცა ქუჩაში მიდიხარ და ძველ წიგნებს აწყდები, ეს ძველი ქალაქის შეგრძნებას გმატებს. შეიძლება შემთხვევით გაიარო რომელიმე ცენტრალურ ქუჩაზე და თვალი მოკრა იმ წიგნის სათაურს, რომელსაც წლების განმავლობაში ეძებდი. ძველი წიგნები თავისებურ ხიბლს მატებს თბილისს და თითქოს მის სიძველეს კიდევ ერთეხლ უსვამს ხაზს.

2. დედაენის ძეგლთან წიგნებით ვაჭრობის ბაზრობა შაბათ-კვირას გაიმართება. დასვენების დღეებში შესაძლოა დედაენის ძეგლთან მოხვედრა ვერ მოახერხო და ამის გამო წიგნის ყიდვა საერთოდ გადაიფიქრო.

3. მრავალი ოჯახი, რომელსაც ერთ დროს მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა, იძულებული გახდა საკუთარი “საგანძური” გასაყიდად გამოეტანა, რათა ლუკმა პური ეშოვნა. ნუთუ ამ ადამიანებს მცირეოდენი თანხის შოვნაც უნდა გაიუჭირდეთ,თუ კი წიგნებით ვაჭრობა მიუწვდომელ ადგილას იქნება?!

4.რატომ უნდა წავიდეს სტუდენტი ან სხვა ნებისიერი ადამიანი დედაენის ძეგლთან, როცა მას ძველი წიგნის ყიდვა უნივერსიტეტთან, მიწისქვეშა გადასავლელთან შეეძლო, თანაც ისე, რომ ეს არავის უქმნიდა პრობლემას.

ჩემი პირადი აზრია, რომ ბუკინისტები უნდა დააბრუნონ თავიანთ ადგილს, ეს მხოლოდ ერის განათლებას შეუწყობს ხელს. რა ჯობია იმას, თუ კი ადამიანი, მით უმეტეს სტუდენტი სახლში წაიღებს და წაიკითხავს ძველ ლიტერატურას და გაეცნობა ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც მსოფლიო შედევრებადაა აღიარებული. თუ კი ეს წიგნები საზოგადოებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას იქნება, ეს მათ გაყიდვების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.

რამდენიმე დღის წინ სტიდენტებმა ამ საკითხთან დაკავშირებით აქციაც გამართეს, იმედია მათი მცდელობა, დაუბრუნონ ბუკინისტები თავიანთ ადგილებს შედეგს გამოიღებს. მეც სულმოუთმენლად ველი კვლავ იმ დროის დაბრუნებას, როცა  ქალაქის ქუჩებში გავლისას კვლავ მეცემა ძველი წიგნის სუნი, რომელიც კითხვის სურვილს თითქოსდა ერთი –ორად გიმძაფრებს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: