წიგნი VS კომპიუტერი

17 ნოე

ელენე გვასაილა

მას შემდეგ რაც ცეცხლი გამოიგონეს, ალბათ ყველაზე დიდი მოფიქრება სწორედ კომპიუტერია. ის თითოეული

არჩევანი თავად გააკეთეთ 🙂 🙂

ჩვენგანის განუყოფელი ნაწილი გახდა. დღეს ეს აშკარაა, რომ იგი უკვე წიგნების ნაცვლადაც გამოიყენება.

დღეს ბავშვები და თინეიჯერები კომპიუტერებს ყველაზე აქტიურად გამოიყენებენ, ისინი დავალებას მისი საშუალებით აკეთებენ და ხშირად დიდ ნაწარმოებებსაც კი იქიდან კითხულობენ. შეიძლება ერთ-ერთი კონფლიქტის მიზეზი მშობელს და შვილს შორის სწორედ წიგნი და კომპიუტერია, მაგრამ მოდით სიმართლეს თვალები გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ახალგაზრდები ბევრად მეტ ინფორმაციას იღებენ კომპიუტერისგან ვიდრე ეს წიგნიდან იქნებოდა შესაძლებელი. 

ალბათ მშობლებისგან ხშირად გაგიგიათ, რომ მალე სათვალე დაგჭირდებათ იმიტომ, რომ კომპიუტერს დიდ ხანს უსხედხართ. თუმცა ვფიქრობ წიგნის შემთხვევაშიც იგივე იქნება და აი რატომ: როდესაც რაიმე ინფორმაციის მოძიება გინდათ, თქვენ რომ მისი წიგნებში ძიება დაიწყოთ, ალბათ ნახევარი დღე უნდა მოანდომოთ, რომ მას მიაგნოთ. კომპიუტერში ეს ხომ წამებში ხდება. მე არ მივესალმები ნაწარმოების ელექტრონული ვერსიის წაკითხვას, მაგრამ მივესალმები იმ ადამიანის მონდომებას, რომელსაც ის წიგნი სახლში არ აქვს და დიდი ინტერესის გამო მას საკუთარი თვალები მსხვერპლად გააქვს.

საბოლოოდ მივიღე დასკვა, რომ უფროს თაობას კომპიუტერის საერთოდ არ ესმის და შესაბამისად მის დადებით მხარეებზე წარმოდგენა მით უმეტეს არ აქვს. იცოდეთ, რომ თაობებს შორის საბრძოლველად ახალი თემა ყოველთვის მოიძებნება. უბრალოდ ეცადეთ, თქვენ თვითონ გაიგოთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ კომპიუტერი ისე, რომ ის თქვენთვის სასარგებლო ნივთად იქცეს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: