მაია ასათიანის “პროვოკაცია”

17 Nov

მაია ასათიანი

სალომე კვირიკაშვილი

პარასკევს  მანქანაში რადიო ჩავრთე და ისე დაემთხვა, რომ ყველა ტალღაზე ჩემდა გასაკვირად, მთავარი თემა მაია ასათიანის შოუ იყო. ხალხი აღშფოთებული რეკავდა ეთერში და  ყველა “დარდიმანდულ“ პროფილს აკრიტიკებდა.მე ამ გადაცემას ვუყურე, იყო ბევრი რაღაც რაც არ მომეწონა, მაგრამ ამისათვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. მაგრამ მას შემდეგ, რაც  რადიოთი ძალიან ბევრი ადამიანის მოსაზრება მოვისმინე მეც მომინდა საკუთარი აზრის გამოთქმა.

  “არ გეგონოთ, რომ გოიმური სიმღერების რეალიზაციას ვახდენთ. ეს უბრალოდ ხუმრობაა.” ამ წინადადებას მაია ასათიანი ძალიან ხშირად ამბობდა, რადგან არ უნდოდა, რომ მის გადაცემას “გოიმური” დარქმეოდა. “სვეცკი კი გამოვიდა” მაგრამ, მან ის ვერ გათვალა, რომ საზოგადოების ალბათ, 80 პროცენტი ამ სიმღერებს დიდი სიამოვნებით უსმენს და რესტორნებშიც გულიანად ილხენენ მათზე. მე საერთოდ ვერ გავიგე  რისი თქმა უნდოდა მას ამ შოუთი. იხუმრა იმაზე რაც ჩვენი რეალობაა? იქნებ სჯობდა გაეკეთებინა პარალელი დიდი ქართველი კომპოზიტორების სიმღერებსა და ამ “გოიმურ” სიმღერებს შორის და ტაქტიანად მიეთითებინა საზოგადოებისათვის, რომ არჩევანი უკეთესზე გააკეთოს. ძალიან ბევრი ვიხალისე ქართველ მომღერლებზეც. თითქმის ყველა ამ ტიპის სიმღერებს სცენაზეც მღერის და სტუდიაში ყველა “ღადაობდა” იმაზე, რომ გადაცემის თემიდან გამომდინარე ასეთი სიმღერების შესრულება მოუხდათ.

 ამ ყველაფერმა ისე არ გამაღიზიანა, როგორც მაია ასათიანის კითხვამ, რომელიც მან ერთ-ერთი სიმღერის კომპოზიტორს დაუსვა: “ რას ფიქრობთ იმაზე, რომ თქვენ სიმღერას გოიმურს ეძახიან?” ეს უკვე უბრალოდ უტაქტობაა. ან რას მიიწვია ეს კომპოზიტორები სტუდიაში?.

 შეიძლება ქალბატონმა მაიამ ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ საზოგადოებას ჩემს მსგავსად განეხილა, ესაუბრა ან თუნდაც ელანძღა ეს შოუ.  ვფიქრობ, შოუ  მართლაც პროვოკაციული გამოდგა, რადგან ამდენი ხალხი აალაპარაკა.

4 Responses to “მაია ასათიანის “პროვოკაცია””

  1. nucushka November 17, 2010 at 11:01 am #

    მარტალი ხარ ნამდვილად. განსაკუთრებით იმაში ხარ მართალი, რომ ქართველების 80% გიჟდება ამ დარდიმანდულ სიმღერებზე. მაგ პროფილში გასული სიმღერები ძალიან ბევრ რესტორანში ისმის. მაია ასათიანი რას სვეცკობს ვითომ ძაან რო გვესექსუალურება!!!

    • ninoimnaishvili November 17, 2010 at 11:12 am #

      მაია ასათიანი ასეთია და იპოვა თავისი აუდიტორია, რომელიც წარმოადგენს მასას და ძირითადად სერიალების საზოგადოებაა, ჩემი აზრით.

      • salomekvirikashvili November 24, 2010 at 9:07 am #

        სრული უფლება აქვს რაც უნდა ის აკეთოს და თუნდაც ერთი გადაცემა მთლიანად სერიალებს მიუძღვნას, მაგრამ ხალს შეურაწყოფა არ უნდა მიატენოს

  2. დავითი December 14, 2010 at 10:34 am #

    ძვირფასო მაია ადამიანის ენა ამბობს ყოველივეს დადებითსაც და
    უარყოფითსაც მაგრამ შენს საავტორო გადაცემაში სრული უფლება
    გაქვს მოიქცე ისე და გააშუქო ისე ესათუ ის მოვლენა,ამბავი და
    ასე შემდეგ როგორც თვითონვე ჩათვლი საჭიროდ!!!თუ კი არ მოსწონთ გადაცემა ,,პრიფილი” გადართონ სხვა არხზე!!!
    გისურვებ წარმატებებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: