მოვიცილოთ კანის კიბოს საშიშროება და დავიტოვოთ შოკოლადისფერი კანი

17 ნოე

 ელენე გვასალია

ყველას მოსწონს და უხდება შოკოლადისფერი კანი, ძირითადად არავინ იზოგავს თავს და სილამაზის გულისათვის ხან

ნუ მოიკლებ იმას, რაც შენ დიდ სიამოვნებას განიჭებს 😉

საათობით მზეს ეფიცხება ხანაც სოლარიუმში დადის. ერთს კი არავინ ითვალისწინებს, რომ მომავალში სასიამოვნო ფერი შესაძლოა კანის კიბოში გადაიზარდოს.

მედიცინა გარუჯვას არ კრძალავს, თუმცა არც ზედმეტ ულტრაიისფერ სხივებს გვირჩევს. თურმე მზე დილის და საღამოს საათებში სასარგებლოცაა ადამიანებისთვის, რათა მათ ვიტამინი D მიიღონ. მზეს განსაკუთრებულად დიაბეტიანი და ზედმეტად ხალიანი ადამიანები უნდა ერიდონ.

როდესაც ჩვენ მზის ცხელი აბაზანებისაგან დიდ სიამოვნებას ვიღებთ, ამ დროს კანი წუხდება. ის ჯერ ოფლს გამოყობს, შემდეგ წითლდება ან პირდაპირ ყავისფრდება(ინდივიდუალურია), მოკლედ ის ცდილობს ჩვენი ორგანიზმი გადახურებისაგან დაიცვას. ამ დროს ხალხი, ძირითადად კი მანდილოსნები თავიანთი ფერითა და სიმალაზით ტკბებიან. იმ მომენტში მომავალი ძალიან ცოტას თუ ადარდებს. არადა ზედმეტი რუჯი არა მხოლოდ კანის კიბოს აჩენს, არამედ მის ნაადრევ დაბარებასაც იწვევს.

იმისთვის, რომ კარგადაც გამოვიყურებოდეთ და ჯანმრთელებიც დავრჩეთ აუცილებელია, მედიცინის რამდენიმე რჩევის გათვალისწინება. სასურველია, პირველი გარუჯვის ხანგრძლივობა 15 წუთი გაგრძელდეს და შემდეგ კი დრო ეტაპობრივად გავზარდოთ. მზეზე წოლამ 2 საათს არ უნდა გადააჭარბოს. მზე განსაკუთრებულად საზიანო 12 საათიდან 16 საათამდეა.

  ხელოვნურ მზეს, იგივე სოლარიუმს დერმატოლოგები კვირაში ერთხელ და 8 წუთი გვირჩევენ.

 როგორც ხედავთ კარგი რუჯი და ჯანმრთელობა ერთდროულად წარმოუდგენელი არ ყოფილა. ზაფხულის ცხელ და ნანატრ მზეზე მიიღეთ სასიამოვნო შოკოლადის ფერი და თანაც დიდხანს იცოცხლეთ. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს და არა მისი გულისთვის თქვენი სიცოცხლის დათმობას.

6 Responses to “მოვიცილოთ კანის კიბოს საშიშროება და დავიტოვოთ შოკოლადისფერი კანი”

  1. lovefoolllll ნოემბერი 17, 2010 at 10:08 AM #

    chemiiii zagris didi moyvaruliiiiiiiiiiiiii :*:*:*

    • eellene ნოემბერი 17, 2010 at 10:11 AM #

      🙂 ხოო 🙂 ისე ვიზე რას ამბობ 🙂 🙂 🙂 :*

  2. salomegoginashvili ნოემბერი 17, 2010 at 10:16 AM #

    shokoladis perii kaniii :X magram elene kvela ver itvaliswinebs shens rchevas da zustad 12 dan 16 saatamde wveba mzeze. :))

    • eellene ნოემბერი 17, 2010 at 10:49 AM #

      ეს იმიტომ, რომ ბევრმა არ იცის თუ რა შედეგი მოყვება მას… ამის წაკითხვის შემდეგ ცოტა შეშინდებით, იმედია 🙂

  3. nucushka ნოემბერი 17, 2010 at 10:16 AM #

    ვაიმე ელენეეეე!!!! ძაან არ მომეცონა შენი ბლოგი!!!!! გული გამისკდა! ვგიჯდები ზაგარზე, სუ სოლარიუმში ვგდივარ და თან ძალიან ბევრი ხალებიც მაქ 🙂

    • eellene ნოემბერი 17, 2010 at 10:48 AM #

      მე თქვენ რჩევა მოგეცით…. გაითვალისწინებთ თუ არა ეს თქვენი საქმეა ქალბატონო ნუცა :p :p :p

Leave a reply to eellene კომენტარის გაუქმება