სადაც შავ-თეთრი ყველა-ფერია

17 Nov

 

ნინო იმნაიშვილი

ვერ მიატოვებ

აქ შენს თავთან მარტო რჩები, თუმცა ის მარტო არასდროს გტოვებს. შენთან არის, მაგრამ მარტოობაში გეხმარება. მარტო ხარ, მაგრამ  გეიმედება. იცი, რომ სულ შენთან იქნება და ნებისმიერ დროს დაგამშვიდებს, შენი ხელის მოძრაობით მოყოლილ ამბავს მოუსმენს და შესაბამისი მელოდიით გიპასუხებს.

როცა ემოციით სავსე ხარ, მნიშვნელობა არ აქვს ცუდით თუ კარგით, როიალს მიუჯდები და ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ზიხარ ამ ვითომ უსულო საგანთან, რომელიც ისეთ მუსიკას ქმნის, ნებისმიერ სულიერს რომ ააღელვებს. ამ მელოდიას ის შენი დახმარებით ქმნის – ბედნიერება სწორედ ესაა.

შავ-თეთრია, მაგრამ ამქვეყნად ყველა ფერს იტევს. მთავარია გიყვარდეს და თუ უკრავ, უკვე გიყვარს… მთელი გულით. მოცარტს ვერ დაუკრავ უსიყვარულოდ. ეს იმხელა ბედნიერებას განიჭებს, რომ შენში მხოლოდ დადებითი ემოცია რჩება, სხვანაირად შენი კლავიში ყველა ფერს არ გამოსცემს.

ფრედერიკ შოპენი – ნოქტიურნი

რას გრძნობს ადამიანი, როდესაც უსმენს შოპენს?  შვებას, სიწყნარეს. უსმენენ, როცა სევდიან განწყობაზე არიან, მაშინაც, როცა კარგზე უნდათ იფიქრონ.

რას გრძნობს ადამიანი, როდესაც უკრავს შოპენს? შინაგან ბედნიერებას… სხვანაირს…  ენით ვერც აღწერ, მხოლოდ მუსიკით შეგიძლია გამოთქვა. კლავიშს ეხები და გრძნობ, რომ მთელი სხეული ჰარმონიაშია, ყველა-ფერი ერთმანეთთან და ერთმანეთისთვის. როცა მთვარის სონატას უსმენ, გრძნობ მუსიკას, როცა უკრავ – გრძნობ მთვარეს. გრძნობ, როგორ ქმნიდა ბეთჰოვენი მელოდიას, რომლის ყველა ნოტი ახლა შენით ჟღერს. გაბედნიერებს იმაზე ფიქრი, რომ უკრავ იმას, რასაც ერთ დროს შოპენი უკრავდა, მხოლოდ თავისთვის, დღეს კი ეს მუსიკა შენით ცოცხლობს.

სინამდვილეში როცა როიალთან ზიხარ, არაფერზე ფიქრობ. უბრალოდ გრძნობ და ამით ბედნიერი ხარ. უკრავ, უკრავ ისე, როგორც იმ წუთას განიცდი, დანარჩენი თავისით ხდება. „განსაკუთრებული არაფერია. ერთადერთი რაც უნდა გააკეთო, საჭირო კლავიშს საჭირო დროს უნდა შეეხო და ინსტრუმენტი თავისით უკრავს“, – იოჰან სებასტიან ბახი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: