ბოლო მარტის ბოლო ყვავილები

30 ნოე

ნანუკა ქაჯაია

 

და გაზაფხულის ეპილოგ თვეში, შენი ხელივით გათოშილი ჰაერით ვსუნთქავ

14 წელია ერთი და იგივე მეორდება…მხოლოდ ამ დღეს ვიღვიძებ ჩემი   სურვილით ადრე, ვიცვამ და სწრაფად ვიხურავ კარს. კარს, რომლის მიღმაც ყოველთვის ვ ი ღ ა ც  მელოდება… მზრუნველი, თბილი სურნელით…

მივდივარ დახლთან და ორ თაიგულს  ვყიდულობ..ერთი დედასთვის, მეორე მისთვის. 18 წელია მას დედის დღეს შვილისგან  საჩუქარი არ მიუღია, იღებს შვილის – შვილისგან…  შინ დაბრუნებულს შორიდან ვგრძნობ  მის მზერას. ის თავის საყვარელ ადგილას დგას და გველის. ხარ მე, ხან უფროსს,ხან უმცროსს… ან სულაც ელის… დროს. დროს, როცა შეხვდება მას…

სევდიანი, არეული მზერა… სწრაფად მივდივარ, თითქმის ავრბივარ კიბეზე, რომ შევხვდე მათ  ლურჯ და მწვანე თვალებს… ლურჯი  დედის, მწვანე მისი… ლურჯ თვალებს უხარია: ეს შეიძლება მისთვის უკანასკნელი ყვავილები იყოს.  მას… მას კი გაეღიმა ”მსუბუქი ღიმილით… მარტოოდენ თვალებით” ყვავილები სახეზე მიიფარა  და  წლების ნაოჭები გადაიფანტა.

რამდენიმე დღის შემდეგ , დატვირთული დღის გამო არც კი გამხსენებია, რომ ჩვენი დღე იყო.  დღეს იგივე არ მომხდარა რაც ყოველ 8 მარტს ხდება. მე არ მიყიდია მათთვის საჩუქრები, არც კი მიმილოცავს… ტრანსპორტიდან ჩამოსულს ზამთრის სუსხი მომხვდა სახეში, უამრავი ადამიანი ირეოდა ქუჩაში, მხოლოდ ერთი მოხუცი კაცი იდგა, ნარცისებით ხელში… ეტყობოდა წასვლას არსად აპირებდა , სანამ ყველას არ გაყიდდა. მე ვიყიდე  და გავუყევი გზას შინისკენ, იმ იმედით რომ გავაკვირვებდი დედას… დაგვიანებული საჩუქრით.დედისთვის ნაყიდი საჩუქარი მას მივართვი…

...

მაგრამ ვეღარ ვიგრძენი სითბო..სიხარული… ის სდუმდა… თითქოს აღარც მელოდა… სახე გაცისკროვნებოდა და მზერა მაღლა, ზეცისკენ ჰქონდა მიპყრობილი… იმ დღის მერე არაფერი უთქვამს… სამუდამოდ  გაჩუმდა… იყურებოდა მხოლოდ ერთ წერტილში… და მოთმინებით ელოდა …ოღონდ ჩვენ აღარ…ვიღაც სხვას, ცივსა და საშიშს…

15 მარტს კი სამუდამოდ დამტოვა… სამუდამოდ წავიდა ჩემი ცხოვრებიდან… ამ დღის მერე სიტყვა  ”ბებო” გამიცივდა…მეუცხოვა… თითქოს არასდროს მყოლია… ბოლო მარტის ბოლო ყვავილები იყო მისთვის…

ვერ ავიტანე შენი სიცივე…ამიტომ მიჭირს დღეს შენთან ”სტუმრობა”… მიჭირს…მეშინია შენი სიცივის. ცივი, თავხედი,ცვალებადი მარტი… მეზიზღება…. მან წამართვა საყვარელი ადამიანი…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: