ისწავლე ბანკის დახმარებით

3 Dec

სალომე კვირიკაშვილი, ნუცა აბაშიძე

ისწავლე ბანკის დახმარებით

სტუდენტური სესხი– კმაყოფილები და უკმაყობილოებიც, პროცენტი ყველგან განსხვავებული, ზოგისთვის მოსახერეხებელი და ზოგისთვის – სრულიად უსარგებლო. სწავლობენ  თუ არა ახალგაზრდები  სტუდენტური სესხის  დახმარებით და რა მომსახურებას სთავაზობენ მათ წამყვანი ბანკები?

21 წლის დოდონა ხარშილაძემ წარმატებით დაამთავრა  ქართულ-ამერიკული უნივერსტეტი, სადაც სწავლის გადასახადი საკმაოდ მაღალი, წელიწადში  4000 ლარი იყო. იმ მომენტში კი როდესაც მან ჩააბარა, მის მშობლებს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. „გამოსავალი მარტივია, მიდიხარ ბანკში და ძალიან მშვიდად იღებ სტუდენტურ სესხს“- თქვა დოდონამ.

მიუხედავად იმისა, რომ სესხის აღება არ გასჭირვებია, თვლის, რომ ყველაფერი ისე მარტივადაც არ არის, როგორც ბანკები  აცხადებენ:

„რეკლამაში ბანკები ამბობენ, მოდი და 5 წუთში შენით აიღე სესხიო. სინამდვილეში კი ეს ზოგ ბანკში უფრო რთულადაა – აუცილებელია გქონდეს მაღალი ხელფასი, გყავდეს გადამხდელუნარიანი  თავდები და ა.შ“

სარგებლობენ თუ არა „კავკასიის უნივერსტეტის“ სტუდენტები სტუდენტური სესხით? მათი უნივერსტეტის გადასახადი ხომ საკმაოდ მაღალია.

სესხის ასაღებად სტუდენტმა ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა და სტუდენტის ცნობა. თუ სტუდენტს არ აქვს საკუთარი შემოსავალი, მის მაგივრად სესხის აღება ახლობლებსაც შეუძლიათ.  მინიმალური შემოსავალი, რაც საჭიროა სესხის ასაღებად, დამოკიდებულია იმაზე, თუ სად აპირებს სტუდენტი სწავლას, რა ღირს მისი სასწავლებელი. ძირითადად კი ეს თანხა 150-დან 400 ლარამდე მერყეობს.

„რა თქმა უნდა შემოსავლის მიხედვით დგინდება, რა თანხას მისცემენ შემდგომში სტუდენტს სესხად. ვთქვათ, 150- ლარიან ხელფასზე, ბანკი დიდ თანხას არ გასცემს,  აქ უფრო დაბალ თანხაზე იქნება საუბარი“- განაცხადა საქართველოს ბანკის თანამშრომელმა თამთა ჭოჭუამ.

ბანკში მისული სტუდენტი კი  ირჩევს მისთვის სასურველ პაკეტს. თუმცა მანამდე ჯერ თავად ბანკი უნდა აირჩიოს.  მაგალითად, TBC ბანკი და საქართველოს ბანკი მომხმარებლებს განსხვავებულ პირობებს სთავაზობენ.

თიბისი ბანკი

ფოტო აღებულია თიბისი ბანკის ვებგვერდიდან

თიბისი ბანკი პარტნიორ უნივერსიტეტებს დაბალ პროცენტს სთავაზობს

TBC ბანკი CSB-ის,  GAU-სა და ESM ის სტუდენტებს სესხს შეღავათით, 18 პროცენტში სთავაზობს,  რადგან ამ უნივერიტეტებში სწავლა შედარებით ძვირი, საშუალოდ 7000 ლარი ჯდება.  გამოდის, რომ სტუდენტს  წლიურად 1260  ლარით მეტის გადახდა უწევს.

სხვა უნივერსიტეტებს, რომელთა გადასახადი შედარებით დაბალია, ბანკი სესხს 21-პროცენტად სთავაზობს. თუ  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ისარგებლებს თიბისი ბანკის მომსახურებით, მას წელიწადში 525 ლარით მეტის გადახდა მოუწევს.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკში 3 ტიპის სესხი არსებობს: მომენტალური, საცხოვრებელი და სტანდარტული.

მომენტალური სესხი სტუდენტს მაგისტრატურის ჩათვლით აფინანსებს და პროცენტიც უფრო მაღალი- 28 აქვს.

საქართველოს ბანკი სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობას აძლევს

სტუდენტური სესხი მხოლოდ 1- წლიან დაფინანსებას გულისხმობს. ძირითადად სტუდენტები ამ სესხს იმ შემთხვევაში იღებენ, თუ სწავლის გადასახადი ძალიან მაღალია.  ასეთ შემთხვევაში  წლიური საპროცენტო განაკვეთი  18%-ია.

საცხოვრებელი სტუდენტური სესხი მხოლოდ იმ სტუდენტებს ეხებათ, რომლებიც მაგისტრატურაზე, „Financial Times“-ის მიერ აღიარებული 20 საუკეთესო ბიზნეს უნივერსტეტიდან ერთ-ერთში მიდიან. ეს ოცეული კი ყოველწლიურად იცვლება. ამ სესხის დროს მომხმარებელი  წლიურად 18 პროცენტს იხდის.

„თუ ასეთი პრესტიჟის მქონე უნივერსტეტში მიდის სტუდენტი, ის აუცილებლად კარგი კადრი იქნება მომავალში და ბანკი მას აღარ სთხოვს უძრავი ქონების ჩადებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სესხი გაიცემა მხოლოდ იმ სტუდენტებზე, რომლებიც ეკონომიკურ ფაკულტეტზე მიდიან სასწავლებლად. “ -განაცხადა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა თამთა ჭოჭუამ.

სტუდენტების მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ ბანკები ხშირად აგვიანებენ სესხის გაცემას ან უმიზეზოდ გეუბნებიან უარს მის აღებაზე. ნანუკა ქაჯაია საქართველოს ბანკის სტუდენტური სესხით სარგებლობს: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბანკს საკმაოდ მაღალი პროცენტი აქვს, მე გადავწყვიტე სესხი იქ ამეღო, რადგან სხვა ბანკებში მისი აღება გამჭირდა. ხშირად  სესხები შეჩერებული აქვთ, ძალიან ბევრ საბუთს გთხოვენ და გალოდინებენ სესხის დამტკიცებაზე“.

თავად ბანკები კი ამბობენ, რომ უარის თქმის შემთხვევები არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, თუ მომხმარებელს საკრედიტო ისტორია აქვს გაფუჭებული ან შემოსავალი არადამაკმაყოფილებელია.

აუდიო მასალა, სესხზე უარის თქმის მიზეზები

One Response to “ისწავლე ბანკის დახმარებით”

  1. nucushka December 3, 2010 at 8:44 pm #

    ამ სტატიას ვინმე თუ წაიკითხავთ იცოდეთ რომ ჯერ არ არის დასრულებუილი. ფოტოები ვიდეო და ხმები აკლია:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: