თანამედროვე აბო თბილელი

8 დეკ

გორგი ნიათი

რამდენიმე წლის წინ საქართველოს შესახებ არაფერი იცოდა, დღეს კი ქართულად ლოცულობს. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ირანელი ნიათი დააპატიმრეს და მისი ქრისტიანული ცხოვრება ციხიდან დაიწყო.

”ერთ კაცს შევხვდი, მგონი სომეხი იყო. ვთხოვე – ეკლესიაში მინდა შესვლა-მეთქი. შენ ხომ არ გაგიჟდიო – მითხრა, მაგრამ წამიყვანა. ტაძარში შესულს კი საერთოდ სხვა გრძნობა დამეუფლა..” – ამბობს ამჟამად უკვე გიორგიდ მონათლული ნიათი.

როგორც მისი მონაყოლიდან ჩანს, იგი სწორედ ამ მომენტიდან დაინტერესდა ქრისტიანული რელიგიით და მონათვლა გადაწყვიტა. მისი ნათლია, მამა ზურაბი მიიჩნევს, რომ ქრისტიანობა ერთადერთი რელიგიაა, რომელიც სრულად სცემს პასუხს ნებისმიერ შეკითხვაზე. სხვა სარწმუნოების მიმდევარნი კი მუდმივი უკმარისობის შეგრძნების გამო, ჭეშმარიტებას სხვადასხვა რელიგიაში ეძებენ, რის შემდეგაც ისინი საბოლოოდ ქრისტიანობამდე მოდიან.”როდესაც ადამიანი ქრისტიანული რელიგიით ინტერესდება და შემოდის ამ სარწმუნოებაში, იგი აუცილებლად ძალიან დიდ ნაბიჯს დგამს შემდგომში, რაც, აბო თბილელს თუ გავიხსენებთ, საფუძველს უმაგრებს ჩვენს რელიგიას.”

აბო თბილელთან პარალელის გავლება შემთხვევითი არ არის. ამას გიორგის მონაყოლიდანაც ვგებულობთ. მუსლიმებმა მას გაქრისტიანება არ აპატიეს და ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. მისი თქმით, ყოველ დღე მანქანით ან მოტოციკლით ოთხი-ხუთი კაცი მიდიოდა მასთან და ყოოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ურტყამდა სახესა თუ მუცელში. დღეს იგი საქართველოს აფარებს თავს, სადაც საფრთხე ნაკლებად ემუქრება.

მიუხედავად ამისა, მასსა და არაბ მოწამეს შორის ერთი დიდი განსხვავებაა, გიორგი კამერის წინ სახეს მალავს და საინფორმაციო სიუჟეტებში გამოსვლასაც ერიდება. ამის მიზეზად იგი თავისი ოჯახის უსაფრთხოებას ასახელებს და არც იმას მალავეს, რომ მისი საქციელის გამო, ყოფილი თავისი რელიგიური კანონის მიხედვით ჩამოხრჩობა ემუქრება.

”მე ჩემს ოჯახს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებ, რაც არ უნდა მომკვეთონ, ისინი მაინც ჩემი ოჯახის წევრებად დარჩებიან და თითოეული მათგანის სიცოცხლე ჩემთვის ძვირფასია. მე რაც გავაკეთე, ამის გამო ოჯახის დაკარგვა და ჩამოხრჩობა მეკუთვნის, მე კი არც ერთისთვის მზად არ ვარ.”

მაჰმადიანებთან ამ თემაზე საუბრის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ისინი თავს არიდებდნენ ყოველგვარ შეკითხვას და აგრესიული ტონით მოითხოვდნენ მათთვის თავის დანებებას. ”მოღალატეს სიკვდილი ეკუთვნის” – ეს ერთადერთი კომენტარია რომელიც მათ გაიმეტეს.

გიორგი ნიათის მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე გადმოსვლამ მუსლიმები გააბრაზა, ქრისტიანები გაახარა, თვითონ კი, მიუხედავად შექმნილი საშიშროებისა, არ ნანობს და არც არასდროს ინანებს თავის გადაწყვეტილებას.

”მე ბედნიერი ვარ რომ ფეხი დავადგი ამ რელიგიას, შემიძლია ეკლიესიაში შევიდე, სანთელი ავანთო და ღმერთი ვადიდო. დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება და ვიმედოვნებ, რომ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს გადავცემ ჩემს სარწმუნოებას და მოვაქცევ ჭეშმარიტების გზაზე.” – ამბობს 21-ე საუკუნის აბო თბილელი და ფურცელზე არათანაბარი ასოებით გამოჰყავს წარწერა: ”უფალო შეგვიწყალენ.”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: