რას ვიცვამთ ახალ წელს ?

8 Dec

ელენე გვასალია & თეა ინაშვილი

მოდით ვაღიაროთ სიმართლე. აშკარაა, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს გასართობი თემები ყველაფერს ურჩევნიათ. რას იტყვით, როცა ეს თემა ჩასაცმელს  ეხება? ეს უდავოდ საინტერესოა. ჩვენ ამჟამად ყველაზე აქტუალურ თემაზე, საახალწლო ჩასაცმელზე ვისაუბრებთ.

შეარჩიეთ ტანსაცმლის სწორი ფერი

თურმე თქვენი სამოსის ფერს თქვენი აღნაგობის ნაკლის შეცვლა და ასევე კარგი განწყობის შექმნა შეუძლია.სანამ გადაწყვეტთ იმას, თუ რა ჩაიცვათ ახალ წელს, სასურველია თქვენი გარეგნობისათვის სწორი ფერი შეარჩიოთ. თბილი ფერები, როგორიც არის წითელი, ყვითელი და სტაფილოსფერი ქალბატონებს უფრო მიმზიდველს ხდის, თუმცა ის მათ ასუქებს.

ცივი ფერები-მწვანე, ლურიჯი და იისფერი ამშვიდებს და თანაც ახდუნებს. თუ თქვენ ვერტიკალურად ზოლიანი ტანსაცმელი გაცვიათ- თქვენ საქმიანი ადამიანის იმიჯი გექმნებად, თანაც უფრო გამხდარი გამოჩნდებით. ჰორიზონტალური ზოლები-ყოველდღიურობასა და სითამამეს აღნიშნავს თანაც ძალიან ასუქებს.

როდესაც თქვენს სამოსში თავს კარგად გრძნობთ, თქვენ ბევრად უფრო თავდაჯერებული ხდებით და საზოგადოების ყურადღების ქვეშ ექცევით. თქვენი ჩაცმულობა თქვენსავე შინაგან განწყობაზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. თუ თქვენით ვერ წყვეტთ თუ რა ჩაიცვათ, სახლიდან გაუსვლელად ეს საკითხი ინტერნეტის  საშუალებით მოაგვაროთ.

ახალი წლის ბედნიერი კაბა

იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყურებით და რა განწყობა გაქვთ ახალი წლის ღამეს, თქვენი მთელი წელი ისეთივე იქნება. თქვენს ლამაზ კაბას კი მთელი 365 დღის განმავლობაში ბედნიერების მოტანა შეუძლია. ალბათ გაგიჭირდებათ დაჯერება ან უბრალოდ ჩათვლით , რომ ეს  ცრურწმენაა.  ჩვენ ამის მაგალითის მოყვანა შეგვიძლია.გინდ დაიჯეროთ, გინდ– არა.

beko 2010 წლის დეკემბრის ბოლო დღეს, ძალიან ცუდსა და დეპრესიულ განწობაზე იყო. მეგობრებმა მას ძალა დაატანეს და იძულებით ბათუმში წაიყვანეს. ის ძალიან ლამაზ კაბაში გამოეწყო, ხასიათი ძალდატანებით შეიცვალა და დაუვიწყარი დრო ატარა. „მთელი  წელი ჩემთვის ისეთივე იყო, როგორიც ახალი წლის ღამე.“  საკუთარმა თავდაჯერებულობამ  და მიმზიდველობამ მას კიდევ ბევრი საჩუქარი გაუკეთა.
http://www.divshare.com/download/13516409-65d

საახალწლო მზადება

ახალ წლამდე 1 თვეზე ნაკლები რჩება. ეს ქალაქში ძალიან იგძნობა. დიზაინერებთან გაიზარდა შეკვეთები. ავთანდილ ცქვიტინიძესთანაც დიდი მოთხოვნაა ახალ სამოსზე. მეგობრებში მთავარი თემა ახალი წლის ღამეა, ახალგაზრდების საფიქრალი დღეს 31 დეკემბრერს კარგი ჩაცმულობაა.  თითქმის როგორც ყოველთვის, დიზაინერები საახალწლოდ რაიმე სიახლესს გვირჩევენ. მნიშვნელობა არ აქვს ეს აქსესუარი, ფეხსაცმელი, სამოსი თუ ვარცხნილობა იქნება. მთავარია, მან ჩვენს განწყობაზე დადებითად უდნა იმოქმედოს. 2011 წელს მოდაში, ამბობენ, ლურჯი და თეთრი ფერები იქნებაო.

არ დაიზოგოთ თავი იმაზე ფიქრით, თუ რა გეცმევათ ახალ წელს. ეს მართლაც ძალიან  მნიშვნელოვანია და თუ ბედნიერებას არ მოგიტანთ, მთელი ცხოვრების მანძილზე მაინც დაგამახსოვრდებათ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: