მეორადი ტანსაცმელი

8 Dec

ლევან ჟორჟოლიანი, ანა ვაწაძე

მეორადი ტანსაცმელი თბილისში პოპულარობით სარგებლობს. მიზეზი საქონლის დაბალი ფასი და მაღალი ხარისხია. ჩვენი ექსპერიმენტი_ რისი შეძენაა შესაძლებელი 100 ლარად მეორადი ტანსაცმლის მაღაზიასა და ძვირადღირებულ ბუტიკებში?

მეორადი ტანსაცმლის მაღაზია წერეთელზე

second-hand ან used good  არის საქონელი, რომელიც ერთი მომხმარებლის მიერ გამოყენების შემდეგ ხვდება მეორე მომხმარებლის ხელში.ასეთი შეიძლება იყოს მანქანა, საყოფაცხოვრებო ნივთი, ტექნიკა,სათამაშო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ნებისმიერი სახის აქსესუარი და ა.შ.

გამოყენებული საქონლის ხელმეორედ გამოყენება მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა, რომელმაც საქართველოშიც  მოიკიდა ფეხი და მომგებიან ბიზნესად იქცა, განსაკუთრებით  ეს ეხება მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებს.

მამაკაცის სვიტერი. ფასი 25 ლარი (MADE IN ITALY)

თავდაპირველად ხალხი მათ ეჭვის თვალით უყურებდა. უმეტესობა თავს იკავებდა მეორადებში შესვლისაგან, ზოგი უსიამოვნო სუნის გამო, ზოგიც  იმ მიზეზით, რომ ვერაფრით შეძლებდა ”სხვისი გამოცვლილი” ტანსაცლის ჩაცმას.

დღითიდღე ასეთი ადამინების რაოდენობა მცირდებოდა და იზრდებოდა მათი რიცხვი, ვინც აცხადებდა რომ ”ძველმანებში” ფასები დაბალია, არჩევანი დიდი და ხარისხი მაღალი, განსხვავებით ბაზრობებისაგან.

ამიტომ გონივრულია second-hand შოპინგი. საბოლოოდ  უკმაყოფილოთა რიცხვი კმაყოფილთა რაოდენობამ გადასწონა და დღეს უკვე მოთხოვნა დიდია.

მოთხოვნის გაზრდასთან ერთად ფასიც გაიზარდა და ხშირ შემთხვევებში ახალი ტანსაცმლის ღირებულებას უტოლდება.

კესო აბრამიშვილი: გამყიდველი

http://www.divshare.com/download/13440196-2b8

პროდუქცია ამერიკიდან, ინგლისიდან და იტალიიდან შემოდის

19 წლის ლუკა გიორგობიანი ძირითადად მეორადი ტანსაცმლით იმოსება. ლუკას თქმით, მის არჩევანს პირველ რიგში დაბალი ფასი განაპირობებს.ის ხარისხითაც კმაყოფილია.

ახალი და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებს შორის ფასის შესადარებლად, მცირე ექსპერიმენტი ჩავატარეთ. შევეცადეთ გაგვეგო, რისი ყიდვაა შესაძლებელი 100 ლარად.

წერეთელზე მდებარე, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში ამ ფასად ჯინსი, პულოვერი და საზამთრო ქურთუკის შეძენაა შესაძლებელი.

პეკინზე მდებარე მაღაზია “CELIO” -ში კი ამ ფასად მხოლოდ კაშნეს თუ შეიძენ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: