სწავლა თუ მუშაობა…

8 Dec

თამთა გაზაშვილი, ხათუნა გვეტაძე

,,ჩვენთვის დიდი ფუფუნება"

საქართველოში სტუდენტი ხშირად დგება რთული დილემის წინაშე–იმუშაოს თუ ისწავლოს?! ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში ძალიან ცოტა კომპანია გვთავაზობს ვაკანსიებს ნახევარ განაკვეთზე. მეორე პრობლემა ანაზღაურებაა.

დიდი კომპანიები, მაღალი ანაზღაურებით, არ იღებენ ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პერსონალს. ის ერთეული კომპანიები კი, რომლებიც თანხმდებიან ამგვარ ხელშეკრულებას, მაღალი ხელფასებით არ გამოირჩევიან. სტუდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია იმუშაოს, თუკი სამუშაო საათების შემდეგ ექნება ლექციები. ეს კი უნივერსიტეტის გადასაწყვეტია,თუ რამდენად შეუწყობს ხელს მათ მუშაობაში. იმისათვის, რომ სტუდენტმა ჯიბის ფული მაინც გამოიმუშავოს საჭიროა, ყოველდღიურად სულ ცოტა 8 საათი იმუშავოს და შემდეგ ერთ ან რამდენიმე ლექციას დაესწროს.

Oto Baramia

ოთო ბარამია ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის მოსწავლეა. ოთო სწავლის გადასახადს ბანკის დახმარებით იხდის. მის ოჯახს განსაკუთრებით მაშინ გაუჭირდა, როდესაც მამამ სამსახური დაკარგა. ოთოს თქმით, სწავლის გადასახადთან ერთად უამრავი ხარჯია, რაც ოჯახს დიდ ტვირთად აწევს, ამიტომ მუშაობის დაწყება გადაწყვიტა.
,,ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანია ელემენტარული ანაზღაურება მაინც მქონდეს, მნიშვნელობა არ აქვს ჩემი პროფესიით მომიწევს მუშაობა თუ არა.”

TBC

პირველ რიგში, ბანკში მივედი, რადგან ოთოს პროფესია სწორედ ბანკის მართვაა. საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად  TBC-ის კადრების განყოფილების თანამშრომელს, თეკლა კოსტავას გავესაუბრე. აღმოჩნდა,რომ ჯერ-ჯერობით ვაკანსიები საერთოდ არ აქვთ, თუმცა მათ კომპანიაში ნახევარ განაკვეთზე არავინ მუშაობს. ბანკში არიან სტაჟიორები, მათ კი, რასაკვირველია, ხელფასი არ აქვთ. რაც შეეხება ანაზღაურებად პერსონალს, ისინი დაწესებულ სამუშაო საათებში მთლიანად დაკავებულები არინ. ქალბატონი თეკლა განმარტავს, რომ ჩვეულებრივ ვაკასიებზეც იმხელა კონკურენციაა, რომ ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პერსონალის საჭიროება აღარ არსებობს.

,,Moby-pay”

ბანკის შემდეგ გადავწყვიტე შედარებით მცირე დაწესებულებისთვის მიმემართა. სულ ახლახანს გაიხსნა კომპანია Moby-pay. ეს კერძო კომპანიაა, რომლის პერსონალი სულ 25 ადამიანისაგან შედგება. ამ შემთხევაში გაყიდვების მენეჯერს, თამარ გაზაშვილს მივმართე. სამწუხაროდ, ამ კომპანიშიც არ არსებობს ვაკანსია ნახევარ განაკვეთზე. ,,ჩვენთან გაყიდვების აგენტებსაც კი 1500 ლარი აქვთ ხელფასი. პერსონალი დაკომპლექტებულია გამოცდილი ადამიანებით. დიდი სიამოვნებით დავასაქმებდით ნახევარ განაკვეთზე მომუშავე, მონდომებულ სტუდენტს, თუმცა ამის საჭიროება არ გვაქვს. უმჯობესია ერთმა შეასრულოს დავალება, ვიდრე რამდენიმემ… ხარჯიც ნაკლები იქნება.”

,,ნიკორა” და ,,სარაჯიშვილი”

ორი კომპანიისგან უარის მიღების შემდეგ გადავწყვიტე ,,სარაჯიშვილისა“ და ,,ნიკორას“ დისტრიბუციისთვის მიმემართა. დისტრიბუცია საქართველოში ყველაზე დენადი მაგრამ მოთხოვნადი სამსახურია. დიდ კომპანიებს ყოველთვის სჭირდებათ ახალი დისტრიბუტორები, რადგან ,როგორც წესი დაბალი ხელფასების გამო, ეს მოკლევადიანი სამსახურია და პერსონალი გამუდმებით იცვლება. ვაკანსიები ორივე კომპანიაში იყო, თუმცა არა ნახევარ განაკვეთზე. ,,სარაჯიშვილის” კადრების განყოფილების მენეჯერმა ვერც კი გაიხსენა შემთხევა, რომ მისთვის ნახევარ განაკვეთზე მუშაობის თხოვნით მიემართათ. ,,ჩვენთან ბევრი სტუდენტი მუშაობს დისტრიბუტორად, თუმცა ყველა მათგანი მთლიან სამუშაო საათებს სამსახურში ატარებენ. ჩემთვის უცნობია სწავლას როგორ ახერხებენ ასეთი მძიმე სამუშაოს შემდეგ”-აცხადებს ის.

,,Macdonalds”


,,გამოკითხულიკომპანიებისგან მხოლოდ მაკდონალდში შეიძლება ნახევარგანაკვეთზე მუშაობა"

ყველაზე ბოლოსთვის საკვები ობიექტი შემოვინახე, სადაც სტუდენტს ბარმენად, მიმტანად ან სხვა ამგვარ პოზიციაზე შეუძლია მუშაობა. რესტორნებიდან ,,Macdonalds” ამოვირჩიე, იმ იმედით, რომ აქ მაინც იქნება ჩვენთვის სასურველი ვაკანსია. ვინაიდან, ეს ამერიკული კომპანიაა და შესაბამისად, მენეჯმენტიც სათაო ფილიალის ანალოგია. ამერიკაში კი ნახევარ განაკვეთზე დატვირთვა თითქმის ყველა კომპანიაში არსებობს. მაკდონადსი ერთადერთი კომპანია აღმოჩნდა გამოკითხულ ხუთს შორის, სადაც ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ. ,,რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლების დიდი ნაწილი სტუდენტებით არის დაკომპლექტებული, რომლებსაც ჩვენგან მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ, განათლების მიღების პარალელურად მიიღონ სამუშაო გამოცდილება.”-აცხადებს მაკდონალდსის კადრების განყოფილების მენეჯერი ნატო ჯავახიშვილი. ძირითადად აქ ხელშეკრულება სამთვეს გრძელდება,თუმცა ვადების გაგრძელება შესაძლებელია,თუკი დაქირავებული გამოავლენს საჭიროუნარ–ჩვევებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: