ჩიკო, თქვი ამინ!

8 Dec

ნინო იმნაიშვილი, ნანუკა ქაჯაია

თუთიყუშის ლაპარაკი თითქოს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა მაინც ვერასდროს ვმალავთ მის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვისგან გამოწვეულ აღფრთოვანებას. თუთიყუში თუ ლოცულობს? ეს ის შემთხვევაა, როცა ვერ დაიჯერებ, სანამ შენი თვალით არ ნახავ.

ლოცვის მოსმენა ყველაზე მეტად უყვარს

დილა ლოცვით იწყება. მამაო ჩვენო, მიწყალე და სხვა მრავალი ლოცვა ზეპირად იცის. არავის უსწავლებია, მოსმენით დაიმახსოვრა და ახლა ლოცვის დროის მოსვლას სხვებსაც ახსენებს. უყვარს, როდესაც მამა აკაკი ხელზე დაისვამს და ლოცვას იწყებს. ყურადღებით უსმენს… ცოტა ხანში ჩიკო იმავე ლოცვას ამბობს, იმავე ინტონაციით.

ჩიკო – აუდიო

ჩვეულებრივი, მაგრამ განსაკუთრებული

ჩიკო მამა აკაკის თუთიყუშია. ოჯახმა იგი 5 წლის წინ, ბავშვების თხოვნით შეიძინა, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდათ მისი ნიჭის შესახებ. ჩიკო ჩვეულებრივი ტალღისებური თუთიყუშია, რომელიც მელიქიძეებმა მხოლოდ 8 ლარად იყიდეს.

„რომ ვყიდულობდით, გვერდით მოლაპარაკე თუთიყუში ეჯდა, ის 100 ლარი ღირდა.“ – ამბობს მამა აკაკის ქალიშვილი ნინო.

8 ლარად შეძენილმა ჩიკომ კი არა მხოლოდ ლაპარაკი, არამედ ლოცვებიც ისწავლა.

თავიდან ჩიკო მხოლოდ თავის სახელს ამბობდა, შემდეგ რამდენიმე სიტყვა გაიმეორა, ერთ მშვენიერ დღეს კი ლოცვა დაიწყო. მამა აკაკის თავიდან ეჭვი ეპარებოდა თუთიყუშის შესაძლებლობებში, მაგრამ ახლა მას ცოცხალ სასწაულად მიიჩნევს.

ვეტერინარი თემურ გიორგაძე აღნიშნავს, რომ ჩიკო არეული ერის ფრინველებს მიეკუთვნება, მათ კი ლაპარაკის მეტი შანსი აქვთ. თუმცა მის პრაქტიკაში ჩიკო პირველია, ვინც ლაპარაკის გარდა ლოცულობს კიდეც.

თუთიყუში კი არა, ჩიკო

მამა აკაკის ჩიკო

ჩიკო ქალაქში ყველაზე ცნობილი თუთიყუშია, რასაც მელიქიძეების მოყოლილი ერთ-ერთი ისტორიაც მოწმობს.

ერთხელ ერთ-ერთმა მოქალაქემ თავის სახლში პატარა თუთიყუში აღმოაჩინა, ჩათვალა, რომ პატრონს ვერ მიაგნებდა და მისი დატოვება გადაწყვიტა. ორი დღე თუთიყუში ჩვეულებრივი ჩიტივით იქცეოდა. რამდენიმე დღეში კი, როდესაც ახალ პატრონს გაუშინაურდა, მოულოდნელად ლოცვა დაიწყო. პატრონი მალევე მიხვდა, რომ სახლში ჩვეულებრივი თუთიყუში კი არა, ჩიკო ჰყავდა. მაშინვე მეტეხის ეკლესიაში მიიყვანა, სადაც მამა აკაკი მსახურობს. აღმოჩნდა, რომ ჩიკო ღია ფანჯრიდან გაფრენილა და დაკარგულა. ოჯახისთვის, რომელსაც მისი პოვნის ყველანაირი იმედი ჰქონდა დაკარგული, ყველაზე დიდ ბედნიერება ჩიკოს დანახვა იყო, ის ხომ მათი ოჯახის წევრია.

აი, ასეთი პოპულარულია ჩიკო, მას ფეისბუქზე თავისი გვერდიც კი აქვს – მამა აკაკის თუთიყუში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: