უნივერსიტეტების რეორგანიზაცია-სასურველი პროცესი თუ საფრთხე?!

12 Dec

სალომე მოდებაძე, გვანცა პაპავაძე

უნივერსიტეტების რეორგანიზაციის პროცესის განხორციელება  საქართველოს განათლების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2006 დაიწყო, როცა ფიზ-კულტურის აკადემია ილიას უნივერსიტეტს შეუერთა. 2010 წელს ამ პროგრამაში განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა უნივერსიტეტიც მოხვდა. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ოპტიმიზაციის პროცესს და რა პრობლემების წინაშე დგებიან უნივერისტეტები, ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.ფიზკულტურის აკადემია-

რეორგანიზაციის პირველი  ”მსხვერპლი”

გიორგი ხომასურიძე იმ სტუდენტთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ფიზ-კულტურის აკადემიაში ჩააბარა: ”სპორტი ბავშვობიდანვე მიყვარდა, განსაკუთრებით ფეხბურთით ვიყავი გატაცებული.” 2006 წელს მისთვის ცნობილი გახდა რეორგანიზაციის შესახებ, კერძოდ ფიზ-კულტურის აკადემიის, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეერთების შესახებ.

”ეს ამბავი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენთვის, სტუდენტებისთვის, რომ გვეგონა ცხოვრება გვენგრეოდა თავზე და დიპლომის გარეშე ვრჩებოდით, თუმცა საბედნიეროდ შევძელით იმ დიპლომის აღება, რა სპეციალობებიც დავამთავრეთ.”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2006 წელს, როდესაც ოფიციალურად ცნობილი გახადა, ამ ორი უნივერსიტეტის შეერთების შესახებ, ილიას უნივერსიტეტს სურდა ფიზ-კულტურის აკადემიიდან ამოეღო სპეციალობების გარკვეული ნაწილი და მათთვის ყველაზე მისაღები დაეტოვებინა, რასაც სასამართლო პროცესები მოჰყვა. ”ჩვენმა მაშინდელმა დეკანმა სცადა მოეხდინა კათედრების გენერალიზაცია, თუმცა ამის გამო აკადემიის წარმოამდგენლებმა გვიჩივლეს და სასამართლო პროცესი მოიგეს კიდეც”-აცხადებს ილიას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან უერთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი  ლანა ღვინჯილია. ფიზკულტურის აკადემიის სტუნდეტებს დიპლომში ის სპეციალობები ჩაეწერათ, რაც მათ დაამთავრეს, თუმცა დროთა განმავლობაში, ადმინისტრაციამ სხვადასხვა კათედრები გააუქმა და დღეს ილიას უნივერსიტეტში, მხოლოდ რამდენიმე სპორტული სპეციალობაღა დარჩა.

ილიას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებით, რეორგანიზაციის პროცესში პროფესორ-მასწავლებლების უფლებები არ დარღვეულა:

”ყველა პროფესორს 4 წლიანი ხელშეკრულება დავუდეთ, ორმაგი ხელფასი შევთავაზეთ და შემდეგ  ვაკანსიაზე კონკურსი გამოვაცხადეთ”

-აცხადებს ლანა ღვინჯილია. მისივე თქმით განთავისუფლებული ბევრი არ ყოფილა , თუმცა მათ არსებობასაც არ გამორიცხავს.

ჩვენი ერის ”გენოფონდი”

გია იაშვილი, ასოცირებული პროფესორი სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის განხრით, რეორგანიზაციის პროცესში უმუშევართა კატეგორიაში არ მოხვედრილა, თუმცა ამ პრობლემის წინაშე  4 წლიანი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მისი ბევრი მეგობარი აღმოჩნდა. ის დღეს გულდაწყვეტით იხსენებს იმ გარემოს, რაც ფიზკულტურის აკადემიაში სუფევდა :

”ჩვენი ინსტიტუტი იყო ჩვენი ერის გენოფონდი. ნებისმიერ უნივერსიტეტში შედით, რაც პირველი თვალში მოგხვდებათ არის წარწერა :”მოწევა აკრძალულია”. ჩვენთან ასეთი აბრა არ ყოფილა, არავინ ეწეოდა. რთულია გაირბინო 1 კმ და ამასთან ერთად ეწეოდე. გახსენება იმის რომ მოწევა აკრძალულია ჩვენს სტუდენტებს არ სჭირდებოდათ. ნარკოტიკებზე საუბარი ხომ  ზედმეტია.”

ისტორია მეორდება…

4 წლის შემდეგ ზუსტად იმავე პრობლემის წინაშე დადგა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეუსუ),  როცა 2010 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა თეუსუს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეერთების შესახებ.მიზეზი აქაც იგივე-რეორგანიზაცია დასახელდა: ”რეორგანიზაციის შესახებ კონკრეტულ უწყებებს ერთი თვით ადრე მაინც ატყობინებენ ხოლმე , ჩვენს შემთხვევში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კი მოხდა ასეთი რამ: შაბათს ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი, ბ-ნი ავთანდილ ჩუთლაშვილი დაიბარეს განათლების სამინისტროში, ორშაბათს კი ჩვენთვის გახდა ცნობილი, დადგენილების არსებობის შესახებ”-აცხადებს თეუსუს ასოცირებული პროფესორი, ნაზი გვარამია. მისივე თქმით ეს პროცესი  კანონდარღვევებით ხორციელდება, რადგან ”ოქტომბრის თვეში ასეთი ქმედებების განხორციელება  აბსოლუტურად გაუაზრებლად და გაუთვლელად , ყველასათვის მძიმე მომენტია”.

რეორგანიზაცია და მასთან არსებული პრობლემები

უნივერსიტეტში ასევე საუბრობენ  უმუშევრობის საფრთხის შესახებ. ნაზი გვარამიას თქმით, დაუსაქმებელი რჩება არა მხოლოდ დამხმარე პერსონალი, არამედ  მომუშავე პერსონალიც, რადგან უნივერსიტეტს ვერ ეყოლება ორი დეკანი, ორი კანცლერი, ორი რექტორი და ა.შ. ვინაიდან დადგენილების მიხედვით, უფლებამონაცვლე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნვერსიტეტი ხდება, განთავისუფლებაც თეუსუს წარმომადგენლებს ემუქრებათ.

რეორგანიზაციის პროცესი პრობლემების წინაშე აყენებს ეკონომიკურ ურთიერთობათა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც, რომელთაც დამატებითი კრედიტების აღება უწევთ.

”უნივერსიტეტების შეერთება ასე გაუაზრებლად და გაუფრთხილებლად  არ არის გამართლებული”

-აცხადებს თეუსუს სტუდენტი ნინო  ბარამიძე. მისივე თქმით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სტუდენტთა უფლებების დარღვევაა. იქმნება პრობლემები გადასახადებთან დაკავშირებითაც.თეუსუს სტუდენტთა გადასახადი წელიწადში 4 ნაწილად იყოფა, მაშინ , როდესაც თსუ-ში თანხა ორად ნაწილდება
საკუთარი პროტესტის გამოსახატავად სტუდენტებმა უნივერსიტეტის წინ აქციაც გამართეს.

“ჩვენ მოგვიწოდეს, რომ დავშლილიყავით და აღარ გაგვეგრძელებინა მსგავსი  ქმედებები, რათა ეს ჩვენთვითოვნე შეგვიქმნიდა სამომავლოდ პრობლემებს”

– იხსენებს ნინო.

სტდენტ ნინო ბარამიძის კომენტარი წერილის შესახებ, რომელიც სტუდენტებმა სანდრო კვიტაშვილს გაუგზავნეს(audio)

მომავლის პერსპექტივები

განსხვავებული პოზიცია აქვს თეუსუს ხარისხის მართვის წარმომადგენელს ვაჟა ხუჭუას.

”ოპტიმიზაციის პროცესი ჩვენთვის ცნობილი იყო, თუმცა ამას 2012-2013 წლებში ველოდებოდით. ეს მოულოდნელი იყო 2010 წლისათვის, თუმცა ადრე თუ გვიან ყველა პატარა სახელმწიფო უნივერსიტეტს ეს ბედი რომ ელის, ყველასათვის ცნობილიადა ჩვენ ამას დადებითად უნდა მოვეკიდოთ”

თეუსუს ხარისხის მართვის წარმომადგენლის, ვაჟა ხუჭუას კომენტარი ოპტიმიზაციის პროცეისის შესახებ(audio)

ჩვენ ბევრს ვეცადეთ,დავკავშირებოდით განათლების სამინისტროს და ამ საკითხზე მათი კომენტარიც მოგვესმინა, თუმცა ისინი რაიმე სახის განცხადებების გაკეთებისაგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: