ქართველი “ვალენტინი”

15 Dec

მარიამ ოთარაშილი, სალომე გოგინაშვილი

ანასტასიას საფლავს, დღემდე ვაშლებით ამკობენ და შემწეობას თხოვენ.

“ანასტასიას თვალები კაშკაშა სინათლეს ასხივებდა, ღამეულ ცას ანათებდა. მისი გამჭოლი მზერა შიშის მსგავს განცვიფრებას იწვევდა, ადამიანი გრძნობდა, რომ სულში ჩახედეს და მისი ცხოვრება, წარსული თუ მომავალი დაინახეს”.

ასე მოიხსენიებს თავის წიგნში არქიმანდრიტი რაფაელი “მჯდომარე ანსატასიად” წოდებულ ანა საზანოვას.

ცხოვრება

ანასტასია 1886 წელს, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში დაიბადა. ანასტასია ეკლესიურ ცხოვრებას მისდევდა და სახლთან ახლოს, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გალობდა. მას დედა ადრე გარდაეცვალა და დედინაცვალი ზრდიდა, რომელსაც აღიზიანებდა გერის ეკლესიური ცხოვრება და ღვთის მორჩილებაში მყოფ ანასტასიას მტრად მოეკიდა. სლავური გაერგნობის, ლამაზ გოგონას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა მან არჩევანი ღარიბ ოფიცერზე შეაჩერა.

1905 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა, საქმრო ფრონტზე გამოიძახეს. წასვლამდე ოფიცერი ანასტასიასთან მივიდა დასამშვიდობებლად, თუმცა დედინაცვალმა მოატყუა და უთხრა: “ანასტასია გაგიჟდა, გაკოჭეს და საავადმყოფოში წაიყვანესო.” სასოწარკვეთილმა ოფიცერმა რევოლვერი ამოიღო და იქვე თავი მოიკლა. იმ დროს ანასტასია ეკლესიაში იყო და გალობდა. სახლში რომ დაბრუნდა და საქმრო მკვდარი იხილა, მუხლებზე დაეშვა და იმ დღიდან მლოცველად დაეყუდა. აქედან დაიწყო მისი მოწამეობრივი მოღვაწეობა. 65 წელი, ანასტასია მუხლებზე დაჩოქილი განუწყვეტლივ ლოცულობდა და გარდაცვლილი საქმროს სულს, ღმერთს ავედრებდა.

პირველადი წყაროები

“ძალიან კარგად მახსოვს დეიდა, 1940 წლიდან მე ვუვლიდი. არასდროს გამხდარა ავად. წვიმაშიც და თოვლშიც ასე იყო მუხლმოყრილი. ღამის ქოთანი ისეთი დაჟანგებული იყო, ხელი რომ გაგესვა გაგეჭრებოდა., მაგრამ მას ჭრილობა არასდროს დასჩირქებია. ქალები მიდიოდნენ, უცვლიდნენ, მაგრამ ახალზე უარს ამბობდა.”

ანასტასიასთან უამრავი მნახველი დადიოდა. ზოგი მხოლოდ ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ზოგს კი მართლა სჯეროდა მისი სასწაულმოქმედების. არქიმანდრიტი რაფაელი წერდა: “საკუთარი თვალით, რომ არ მენახა და მხოლოდ გამეგონა ანასტასიას შესახებ, ალბათ გულში ეჭვი შემეპარებოდა, ისევე როგორც შესაძლოა ამ სტრიქონების მკითხველს, თუმცა ჯერ კიდევ ცოცხლები არიან მოწმეები, თვითმხილველები, ჩვენს დროში მოვლენილი ამ სასწაულისა.”

სასწაული

ერთ-ერთი სასწაული ანასტასიას დისშვილს თავად გადახდა: “ჩემმა მეგობარმა “პობედა” იყიდა. ქალაქგარეთ გვინდოდა წასვლა. მაგრამ ფული არ გვქონდა. ანასტასიასთან მივედი მომეცი-მეტქი, ასე მითხრა, წადით და უკან წყნარად დაბრუნდებითო. ჩვენც წავედით, ერთ ადგილას გავჩერდით, ქარი იყო, უცებ ჩემმა მეგობარმა 25 მანეთი იპოვა. მაშინ ეს დიდი ფული იყო. ბენზინიც ჩავასხით და დაგვრჩა კიდეც.

1905 წლიდან “მჯდომარე ანასტასია” უამრავ სასწაულს ახდენდა, სანამ 1970 წელს სამსახურში მიმავალ დისშვილს, გარდაცვლილი არ დახვდა.

ანასტასია გარდაცვალების შემდეგაც უამრავ სასწაულს ახდენს, ბზის გამყიდველი მარინაც, ანასტასიას სასწაულის მომსწრეა:
“ჩემი შვილი დაბადებიდან მარჯვენა ხელს ვერ ამოძრავებდა. მე და ჩემმა მეუღლემ შოთიკო საფლავზე წავიყვანეთ და ბზის ხე დავარგვევინეთ. თან ვუთხარით რომ ეთქვა:”წმინდა ანასტასია, როგორც მე გაგილამაზე საფლავი, ისევე გამილამაზე ჩემი ხელიო. მეორე დღეს დავინახე, რომ შოთიკო ფეხზე დგას, მარჯვენა ხელი აქვს წინ გაშვერილი და წითელი ვაშლი უჭირავს. დღეს შოთიკო მარჯვენა ხელს ჩვეულებრივად ხმარობს.”

დღემდე, უამრავი ადამიანი დადის მის საფლავზე და თავიანთ სიყვარულს წმინდანს ავედრებენ.
თუმცა ბევრისთვის კვლავ უცნობი რჩება ქართველი სიყვარულის მფარველი წმინდანის სახელი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: