ჩემი კურიერი

18 Dec

სალომე კვირიკაშვილი, ნუცა აბაშიძე

”ჩემი კურიერის” ოპერატორი

უკვე 2 თვეა ”ჩემი კურიერი” მომხმარებელს ყველასაგან განსხვავებულ სერვისს სთავაზობს.  გინდა  სიგარეტი, არ გცალია რომ შეყვარებულს ყვავლები უყიდო ან თუნდაც წერისას კალამი გაგითავდა – ამ პრობლემას თქვენი კურიერი მაქსიმუმ 40 წუთში მოაგვარებს. მასთან დარეკვა კი, 24 საათის მანძილზე შეგიძლიათ.

ბიზნესი 400 ლარად
კომპანიის დამფუძნებელს სერვისის შექმნის იდეა წავკისში მოუვიდა.

” წავკისში ვსვამდი მეგობრებთან ერთად და გაგვითავდა სასმელი, აღარც სიგარეტი გვქონდა. ვიფიქრე, როგორ არ შეიძლება არსებობდეს რაიმე სერვისი, რომელიც ამ ყველაფერს ამოგვიტანს. ჩამოვედი თუ არა წავკისიდან , მეორე დღესვე,  ”ჩემი კურიერი” დავაფუძვნე. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯიბეში მხოლოდ 400 ლარი მქონდა.” თქვა ნიკუშა კაპანაძემ.

კომპანიას ძირითადად  facebook-იდან იცნობენ, რადგან ნიკუშა კაპანაძის თქმით, მათ რეკლამის გაკეთების სახსრები არ აქვთ. მიუხედავად ამისა, ”ჩემი კურიერი” შეკვეთების რაოდენობას  არ უჩივის. მათ მუდმივი მომხმარებლებიც ჰყავთ, რომელთა წახალისებასაც გამუდმებით ცდილობენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ მომხმარებელთან რაიმეს ატანა დაავიწყდებათ ან ვერ ჩაეტევიან დადგენილ დროში.

” ჩვენმა კლიენტმა 20 ბოთლი კორონა შეუკვეთა, მე კი საჩუქრად 20 ლიმონი გავუგზავნე.” – თქვა ნიკუშა კაპანაძემ.

ნათია გალეგაშვილი ” ჩემი კურიერის” მუდმივი მომხმარებელია: ”  ერთხელ ძალიან ბევრი პროდუქტი შევუკვეთე, პარკი გავხსენი და ვნახე, რომ მზესუმზირის ამოტანა დაავიწყდათ. დავრეკე და ზუსტად 5 წუთში მომიტანეს. საჩუქარიც მივიღე – 2 პლიტკა ბარაბო. ეს ძალიან დადებითად მოქმედებს მომხმარებელზე”

აუდიო მასალა, დამფუძნებელი გამოძახების პროცესის შესახებ.

განსხვავებული სერვისები

უნივერსალური სამსახური- ასე აფასებს კომპანიას მისი დამფუძნებელი, რადგან  თვლის რომ მომხმარებლებს ყველა სახის სერვისს სთვაზობს.  კურიერებს ადამიანებთან მიქვთ  ყველაფერი, რაც კი მათ მოაფიქრდებათ, შეზღუდვა მხოლოდ ერთია- ყველაფერი ლეგალური უნდა იყოს.

კომპანია ასევე არიგებს ორგანიზაციების მოსაწვევებსა და ამანათებს, პროდუქტით  ამარაგებს   სხვადასხვა კომპანიებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ”ნასვამი მძღოლის” სერვისით, რაც სხვა კომპანიას უკვე აქვს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ფასი  აქ  25 ლარია.

უნივერსალური მომსახურება

”ჩემი კურიერი” მიიტანს თქვენს გაგზავნილ საჩუქარსაც. ამ სერვისის ფასი  20 ლარია.  კომპანიის წარმომადგენელი თქვენს უცხოელ სტუმარსაც დახვდება აეროპორტში და მიიყვანს მითითებულ ადგილას. მომსახურების ფასი- 25 ლარია.

 

აუდიო მასალა, ტურისტული მომსახურება– გაიდი

სერვისის ფასები და ყველაზე ხშირი გამოძახებები

გამოძახების თანხა დგინდება იმის მიხედვით, თუ რამდენი ლარის შეკვეთა გააკეთეთ. მაღალ თანხაზე, გამოძახების ფასი იკლებს. მაგალითად, 1-6 ლარამდე პროდუქტს თუ უკვეთავთ, მაშინ თქვენ კურიერს ზევიდან 100% -ს უხდით. 1 -ლარიანი სნიკერსი 2 ლარი გიჯდებათ. 7-15 ლარამდე პროცენტი იკლებს , ის 50-ია და ასე გრძელდება.

აუდიო მასალა, მომსახურების ფასების შესახებ.

როდესაც შეკვეთას აკეთებთ ოპერატორი იქვე გეუბნებათ რამდენი ლარი უნდა გადაიხადოთ საბოლოოდ.

მომხმარებლები ყველაზე ხშირად „Mcdonald’s“-სა და ვისკის იძახებენ. ასევე არის ისეთი გამოძახებებიც, როგორიცაა ფარგალი ღამის 4 საათზე ან  გადამყვანი გამთენიისას. მაგრამ, ასეთი გამოძახებები არ აკვირვებთ ” ჩემი კურიერის თანამშრომლებს.” მათი სერვისი, ხომ სწორედ ასეთი ტიპის მოთხოვნილებების გამო შეიქმნა.

”ჩემი კურიერის”  გამოძახება შესაძლებელია, როგორც თბილისში, ასევე წყნეთში, კოჯორში, წავკისსა და კიკეთში. ტერიტორიებზე, რომლებიც თბილისთან შედარებით ახლოსაა.

ნიკუშა კაპანაძის თქმით, კომპანია კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს და ის მოხარული იქნება , თუ კონკურენტიც ბევრი გამოჩნდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: