ბავშვები სახლში და არა ბავშვთა სახლში

21 Dec

გვანცა პაპავაძე, სალომე მოდებაძე

„ბავშვები სახლში და არა ბავშვთა სახლში“-ასეთია ლოზუნგი პროგრამისა, რომელსაც განათლების სამინისტრო 2004 წლიდან საქართველოში ახორციელებს. „ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამის ფარგლებში არაერთმა მზრუნველობამოკლებულმა  ბავშვმა იგრძნო ოჯახური სითბო და მშობლის სიყვარული.

ჩვილ ბავშვთა სახლიდან ოჯახურ ბედნიერებამდე

ლევანიკო თამაშობს

პატარა ლევანიკო ჩვილ ბავშვთა სახლში დედამ 1 წლის ასაკში მიაბარა. დღეს ლევანიკო კვლავ ოჯახში იზრდება, თუმცა მას ბიოლოგიური დედის ნაცვლად დედობილი მადონა გიორგაძე ზრდის.

გიორგაძეები მარტო ლევანიკოს არ უწევენ ოჯახის მაგივრობას. ქ-ნმა მადონამ დედობრივი სიყვარული მეორე ბავშვსაც – თამუნასაც გაუზიარა. „ ესენი არიან ჩემი სულის ნაწილი, მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“ – ამბობს დედობილი.

მადონა გორგაძეს ერთი ქალიშვილი ჰყავს, რომელიც დედას შვილობილების აღზრდაში სიამოვნებით ეხმარება. თამუნა უნარშეზღუდულია , ის უკვე 6 წელია გიორგაძეების ოჯახის წევრად თვლის თავს. ლევანიკო დაუნის სინდრომითაა დაავადებული  და 4 წელია მიმღებ ოჯახში იზრდება.

შვილობილობის პროგრამა

თამუნა ოჯახთან ერთად

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო , როცა დედობილმა მადონა გიორგაძემ „ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამის შესახებ გაიგო. ეს პროგრამა განათლების სამინისტროს მიერ 2004 წლიდან საქართველოს 11 რეგიონში ფუნქციონირებს. შვილობილობის დროს მზრუნველობამოკლებული ბავშვი წინასწარ შერჩეულ მიმღებ ოჯახში 18 წლამდე იზრდება, ხშირ შემთხვევაში ინარჩუნებს კავშირს ბიოლოგიურ მშობლებთანაც.

„ შვილობილობა ბავშვზე ზრუნვის ერთ-ერთი სუკეთესო ფორმაა“

-აცხადებს სოციალური მუშაკი ქეთი გოფოძე. მისივე თქმით, „ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამა“  ბავშვებს საზოგადოების სრულფასოვან წევრებს ხდის და აძლევს მათ საშუალებას გაიზარდონ  ოჯახურ გარემოში და მიიღონ დედობრივი სითბო და სიყვარული.

სოციალური მუშაკის კომენტარი შვილობილობის პროგრამაზე(audio)

მადონა გიორგაძე დღეს უბედნიერეს დედად გრძნობს თავს. “ერთი სული მაქვს სამსახურიდან სახლში დავბრუნდე, რადგან ვიცი , რომ ჩემი ლევანიკო და თამუნა  მელოდებიან.“

ის თანხა,300 ლარის ოდენობით, რომელსაც გიორგაძეების ოჯახი დახმარების სახით ყოველთვე სახელმწიფოსაგან იღებს , ისევ ბავშვების მედიკამენტებსა და სამედიცინო საშუალებებს ხმარდება.

კიდევ ერთი ბედნიერი ოჯახი

ირმა დედობილთან ერთად

ნანა ნადირაშვილს ასევე დიდი წვრილი მიუძღვის სოციალურად დაუცველი ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში. ირმა მან ბავშვთა სახლიდან 5 წლის წინ წამოიყვანა. დღეს ირმა სკოლის მოსწავლეა, ბედნიერია, რომ ჰყავს დედობილი, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე აპირებს დარჩენას. ირმას 3 დედმამიშვილიც ჰყავს, რომლებიც ხშირად აკითხავენ.„ჩემთან რომ მოდიან, ერთად ვთამაშობთ-ხოლმე“. ირმას ბიოლოგიური დედაც  ცდილობს საკუთარი შვილი მოინახულოს და დედობრივი სიყვარული ნაწილობრივ მაინც გაუზიაროს.

„გახდით მიმღბი ოჯახი და შემატეთ საზოგადოებას                                                   სრულფასოვანი წევრი“

განათლების სამინისტრომ შვილობილობის პროგრამით 3630 ბავშვს გაუწია დახმარება. დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი სახელმწიფოს პრიორიტეტია.

საქართველოს განათლების სამინისტორს ოფიციალური განცხადებით, მიმღები მშობელი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე ან ჩვენს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხოელი პირი.  მიმღები ოჯახი შეიძლება ასევე იყოს ბავშვის ნათესავიც. სურვილის გამოთქმის შემთხვევაში  მიმღები მშობელი  წერს ოფიციალურ განცხადებას, რის შემდეგაც  ხდება ოჯახის სრულად შესწავლა.

,,გახდით მიმღები ოჯახი, შემატეთ საზოგადოებას კიდევ ერთი სრულფასოვანი პიროვნება და უწილადეთ ბავშვებს მშობლიური სითბო“

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: