ქართული გამომცემლობები – მსოფლიო გამოფენის ფონზე

21 Dec

Buchmesse

თეონა თაქთაქიშვილი, ანასტასია დგებუაძე

Buchmess – ფანქრის ფორმის მრავალსართულიანი შენობა, დაარსებული1949 წელს Börsenverein des Deutschen Buchhandels-ის მიერ ყოველწლიურად ფრანკპურტის წიგნის საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის ბესტსელერებია წარდგენილი. ეს ტრადიცია არც 2010 წელს დარღვეულა და 6 ოქტომბერს Buchmess-ის კარი კვლავ გაიღო მრავალი ქვეყნის გამომცემლებისათვის.

მეექვსე პავილიონის შესასვლელთან დამკვირვებლების 12 კაციანი ჯგუფია, რომლების საგულდაგულოდ გიჩხრეკენ ჩანთას, სანამ გამოფენის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოთახში შეაღწევ. 10 სექცისგან შემდგარი განყოფილება, მთლიანი ოთახის კედლებზე განლაგებული სხვადასხვა ტიპის საბავშვო ლიტერატურა და ლეპტოპთან მსხდარი გამომცემლობების წარმომადგენლების საქმიანი იერი. გამოფენის ყველაზე საპატიო ადგილი დიდ ბრიტანეთს უკავია. ე.წ. ”ციცინათელებიანი”ყდებით გაფორმებული პოპ-აპ წიგნები, 3D ენციკლოპედიები, რომლებიც ყველაზე მეტად იქცევს დამთვალიერებლის ყურადღებას.

ნულოვან სართულზე, მეექვსე პავილიონის ქვემოთ, ისეთსავე ოთახში გაერთიანებულია 4.0; 4.1; 5;0 და 5;1 პავილიონები, სადაც როგორც აზიის, ასევე ევროპის უმეტესი ქვეყნის წარმომადგენლებს აქვთ ცალკეული სექციები დაკავებული. რუსეთი, უკრაინა, ჩეხეთი, ჩინეთი, იაპონია… და საქართველო. მათ შორის ყველაზე დიდ ადგილს ჩინეთის ათამდე გამომცემლობა იკავებს, რომლებსაც ორი მთლიანი სექცია უჭირავთ. თითოეულ განყოფილებას 2-3 წარმომადგენელი დასტრიალებს და ღიმილიანი სახით ცდილობს დამთვალიერებლის ყურადღების მიპყრობას.

ჩეხეთს, რუსეთსა და უკრაინის გამომცემლობებს შორის ცენტრში მოქცეულ ქართულ სექციას მხოლოდ ერთი პატარა განყოფილება უჭირავს, თავზე გამოსახული პავილიონის ნომრის ნიშნით. “ბიბლუსი”, “დიოგენე”, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, “სიესტა”, “ბაკმი” – ეს იმ გამომცემლობების არასრული სიაა, რომლებმაც ფრანკპურტის გამოფენაზე თავი წარადგინეს.

 ერთ თაროზე მოქცეული სხვადასხვა წიგნები უწესრიგოდაა განლაგებული. ბესტსელერები კი, რომლებიც ამა თუ იმ გამომცემლობის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, გადაფარულია ისეთი წიგნებით, როგორებიცაა ”პატარა თხუნელას ამბავი, რომელსაც უნდოდა გაეგო, ვინ უქნა თავზე”, ”ბეჭდების მბრძანებლის” პირველი ტომი და ა.შ.

 ქართულ სექციასთან მოხვედრილი დამთვალიერებლები წიგნებს ყურადღებით აკვირდებოდნენ და გადიოდნენ, გამოფენის ბოლო დღეს კი მონიტორზე დაფიქსირებულმა დამთვალიერებლების რაოდენობამ საქართველო თითქმის ბოლო ადგილზე აჩვენა.

ქართული სექცია

გერმანიაში, კერძოდ მიუნხენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ გიორგი ჯაიანს, რომელიც სპეციალურად ჩავიდა ფრანკპურტში გამოფენაზე დასასწრებად, მიაჩნია, რომ დრო და გზის ფული ტყუილად დახარჯა:

”მე იქ მივედი იმ იმედით, რომ ქართულ გამოცემებს ერთ-ერთ პირველ ადგილზე მყოფს ვიხილავდი. სინამდვილეში კი პატარა სექციაში გამოჭეჭყილი საქართველო შემრჩა.. იმედგაცრუებული ვარ!”

გამომცემლობა ”ანბანის” დამფუძნებელი თამარ ჯავახიშვილი ასევე იყო გამოფენაზე, თუმცა მხოლოდ როგორც დამთვალიერებელი.

”მიმაჩნია, რომ წლევანდელი საქართველოს წარდგენა ფრანკპურტის გამოფენაზე, საკუთარი გამომცემლობის საერთაშორისო ბაზარზე წარდგენაა. იგი ყურადღების მიპყრობას და რეიტინგის აწევას ემსახურება, თუმცა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში.”

– ამბობს ქალბატონი თამარი.

გამომცემლობა ”ბაკმის” დამფუძნებელი ბონდო მაცაბერიძის აზრით ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დამთვალიერებლები გვერდს უქცევდნენ ქართულ სექციას, იყო ის, რომ გამოფენაზე არ იყო გატანილი საქართველოს შესახებ ინგლისურენოვანი წიგნები. შესაბამისად, უცხოელთათვის არანაირ ინტერესს არ იწვევდა ქართულ ენაზე წარდგენილი ბესტსელერები.

”მიუხედავად ამისა, საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე გაყვანა წინ გადადგმული ნაბიჯია და დღეს თუ ნაკლოვანებებმა იჩინა თავი, შემდეგზე უკვე გავითვაილსწინებთ ამ ხარვეზებს, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთ წარვადგინოთ თავი.”

მომავალ წელს Bushmess კვლავ ელის მსოფლიო გამომცემლობებს. ვიხილავთ თუ არა საქართველოს 2011 წელს ფანქრის შენობაში, ჯერჯერობით უცნობია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: