გზა საზღვრებს გარეშე

22 Dec

სალომე გოგინაშვილი, მარიამ ოთარაშვილი

მოხეტიალენი

”2 შვილი გეყოლება, კარგი ქმარი და 72 წლამდე იცოცხლებ.”  რუსულ-ქართულად ჩაილაპარაკა 79 წლისზინა აქსენტემ. მუხლებზე, უკვე გაცრეცილი კარტი გაშალა და მკითხაობა გააგრძელა. შემდეგ ჩემს ხელის გულზე სიცოცხლის ხაზს, თავისი გრძელი და მომჭკნარი თითი გააყოლა და უფრო დაწვრილებით მომითხრო ჩემი მომავალი.

ზინა აქსენტე ბოშაა და  თბილისში ერთ-ერთ ძველ უბანში ცხოვრობს. ეხლა უკვე თემის უხუცესი და ავტორიტეტული ადამიანი, 12 წლიდან ქმარ-შვილს მკითხაობით არჩენს.     “ 28 წლის ვიყავი აქ რომ ჩამოვედი ჩემს ოჯახთან ერთად. ეხლა უკვე აქ დავბერდი, მივეჩვიე აქ ყოფნას. მინდა  ჩემმა შვილებმაც აქ გააგრძელონ ცხოვრება.”

ინტერვიუ ზინა აქსენტესთან

ქალბატონ ზინას 14 კარავიანი ბანაკი აქვს ჩაბარებული. თუმცა მანაც კი არასდროს იცის , მათში რამდენი ადამიანი ათენებს და აღამებს.

ნიშან-თვისებები

ათასფერი გრძელი კაბები, ცეკვა, სიმღერები, მკითხაობა და ახლა უკვე მოწყალების თხოვნაც ბოშების იდენტობის ნაწილია. ბოშები ევროპელების მიერ ყოველთვის განიხილებოდნენ, როგორც მათგან განსხვავებული ხალხი. ისტორია მათ , როგორც მოხეტიალე  ერს იცნობს. 25 წლის თამარაც ასე მოხვდა საქართველოში. “სამშობლო არ მაქვს და არც მქონია. არ მაქვს არც სახელი არც მისამართი. გუშინ სხვაგან ვცხოვრობდი, დღეს აქ ვარ. რუსეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, იქიდან მოვედი და აქეთ წავალ.”

ტრადიციები

ბარონი  ჯებე, მოსამართლის ფუნქციასაც ასრულებს და ყველაზე მკაცრად იცავს ბოშათა ტრადიციებს.  ყველაზე კარგად ბოშების ტრადიციები ქორწილში  ჩანს.  ამ დღეს ალუბლის ხეს ჭრიან, როგორც ნაყოფიერების სიმბოლოს შემდეგ კი  ტკბილეულით და წითელი ლენტებით რთავენ. ტოტებს მარილმოყრილ პურში არჭობენ და სუფრაზე დგამენ. ნეფე-პატარძალი და დაუოჯახებელი ახალგაზრდები ერთ ოთახში, ერთ სუფრასთან სხდებიან, უფროსები კი მეორეში. პატარძლის ოთახს ორი მამაკაცი დარაჯობს, რომ იქ  დაოჯახებულები არ შევიდნენ

კიდევ ერთი წესი, რასაც ბოშები მკაცრად იცავენ ის არის რომ, პატარძალი აუცილებლად ქალწული უნდა იყოს.  პატარძლის ქალწულობას, სტუმართა დასანახად გამოფენილი, სისხლიანი ზეწარი ამტკიცებს. გათხოვების შემდეგ, ქალმა თავშალი და გრძელი კაბა უნდა ატაროს და ქმარსაც უსიტყვოდ დაემორჩილოს .

რამდენად შეესაბამება ტრადიციების მიმდევარ ბოშათა ცხოვრების წესი დღევანდელობას და საქართველოს კანონმდებლობას? ამ კითხვაზე პასუხი იურისტმა თეა დემეტრაშვილმა გაგვცა:

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ქორწინების უფლება 16 წლამდე ასაკის პირებს არ აქვთ. რაც შეეხება სისხლიანი ზეწრის სახალხოდ გამოფენას და იძულებით გათხოვებას, ამით უკვე ადამინის უფლებების დარღვევასთან გვაქვს საქმე.

გარდა კანონებისა საქართველოს მოსახლეობასაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს ბოშების მიმართ. ზოგს ეშინია, ზოგს მოსწონს მათი ცხოვრება და ტრადიციები, თუმცა უმრავლესობა მაინც უარყოფითად არის განწყობილი მათ მიმართ.

სინამდვილეში არავის იცის რა იმალება ლამაზი ჭრელი კაბების, ფერადი თვალების, და გაუგებარი აგრესიის მიღმა. თუმცა ალბათ ყველას ახსოვს რომას დარიგება  ფილმიდან “ბოშათა ბანაკი ცას მიემართება” , “არ შეიყვარო ფული -მოგატყუებენ, არ შეუყვარო ქალი – მოგატყუებენ, ყველა ღვინოზე დამათრობელი, საკუთარი ნება და მოვალეობაა.” ბოშებიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს  და იცავენ ტრადიციებს. მოდით ყველამ ერთად შევუწყოთ მათ ხელი გახდნენ ჩვენი საზოგადოების ნაწილი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: