სპორტის უცნობი სახეობა

22 Dec

  ელენე გვასალია, თეა ინაშვილი

რაც ქუჩაში გამვლელების გაკვირვებას იწვევს, დაბრკოლებათა რაციონალური დაფარვისა და ქალაქში გადაადგილების ხელოვნებაა, მას სხვანაირად და უფრო მარტივად  პარკურს უწოდებენ.

 ამ სპორტის მიმდევრები   უმოკლეს დროში  სძლევენ ფიზიკურ დაბრკოლებებს თავიანთი  სხეულის საშუალებებით.   ხტებიდან სიმაღლიდან, სახლის ერთი სახურავიდან მეორეზე, ღობეებზე, ჭერებზე. ისინი ამ ყველაფერს მოკლე დროში, თავინთი მოქნილი სხეულის საშუალებით მარტივად აკეთებენ. “ხელი არა ერთხელ მომიტეხავს, სახლშიც ბვრჯერ აუკრძალავთ, მაგრამ ეს მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.მასზე უარს არ ვიტყვი, ვერავინ ვერ გადამაფიქრებინებს პარკურის მიმდევრობას ” ამბობს გივი მაღრაძე.

ქართული პარკური



პარკურის მიმედვრები

პარკურის მიმდევრებს, ტრეისერებს  (ინგლ. Traceur) ეძახიან და მათი უმეტესობა თინეიჯერია. საქართველოში პარკურის მიმდევრები 3 წლის წინ გაჩნდნენ და დღეს უკვე აქტიურად ვარჯიშობენ.სპეციალური ადგილი არ აქვთ, ვარჯიშობენ ყველგან სადაც ავტოფარეხები, შენობები და ხელოვნური ბარიერებია.

მათ ილეთები სპორტის სხვადასხვა სახეობიდან აქვთ ნასესხები. ძირითადად გამოიყენებენ აკრობატიკისა და კარატეს ილეთებს, რაც ხანგრძლივ მომზადებასა და ვარჯიშს საჭიროებს.ტრეისერების თქმით ამ სპორტში წარმატების მისაღწევად ჯანსაღი ცხოვრების სტილი, გამუდმებული ვარჯიში და განვითარება არის საჭირო. პარკური თინეიჯერებს შიშისა და ფობიების დაძლევაში ეხმარება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამ სპორტის შესწავლის მსურველებისთვის  არსებობს ქართულად ნათარგმნი წიგნის ელექტრონული ვერსია , რომელშიც ყველა საბაზო ელემენტია მოყვანილი და დაწვრილებითაა ახსნილი

პარკური პირველად ტელეეკრანებზე ფილმში ,,მე-13 რაიონი” გაჩნდა . მთავარი გმირი მტრისგან დაცვას პარკურის ილეთების საშუალებით ცდილობს.

ტრეისერების პირველი ჯგუფი ამერიკაში 1987 წელს შეიქმნა,  შემდეგ იყო ,,იამაკასი” და 2000 წელს კი ჯგუფი პარკური და სწორედ აქედან აიღო დაბრკოლებების გადალახვის ხელოვნებამ ეს სახელი.

ამ ახალი ან ზოგისთვის უკვე  კარგად ცნობილი სპორტის სახეობის ცდას ყველას არ გირჩევთ. თუ მოგეწონათ და პარკურის ერთ–ერთი მონაწილე გინდათ  გახდეთ გაესინჯეთ ექიმს, ასევე იფიქრეთ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თქვენთვის სახლებიდან  ხტომას. რაც ყველაზე მთავარია  აღარ გაგიკვირდეთ თუ თქვენს სახურავზე ვინმეს მხტომიარეს შენიშნავთ და არ უწოდოთ მას მაიმუნი– ეს ტრეისერია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: