ქალი ეპისკოპოსი

22 Dec

ლევან ჟორჟოლიანი, ანა ვაწაძე


”საოცარი განცდა დამეუფლა როცა, მთავარეპისკოპოსმა ხელში კვერთხი გადმომცა, ვიგრძენი როგორ გადმოდიოდა უფლის მადლი ჩემში”

რუსუდან გოცირიძე პირველი ქართველი ეპისკოპოსი ქალია, რომელიც თბილისის ბაპტისტუტ–ევანგელისტურ ეკლესიაში მსახურობს. ანაფორის გარეშე რუსუდან გოცირიძე არის ერთი ჩვეულებრივი ქალი, ორი შვილის დედა და მეუღლლე, იმ გასხვავებით, რომ მისთვის კვირაც სამუშაო დღეა.

34 რუსუდან გოცირიძე პირველი ქართველი ქალია, ვინც ეპისკოპოსად აკურთხეს. ის თბილისის ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის წინამძღვარია.

რუსუდანმა ევანგელისტურ- ბაპტისტური ეკლესიის თეოლოგიური კოლეჯი დაამთავრა, ხელმძღვანელობდა საეკლესიო კონსტიტუციაზე მომუშავე ჯგუფს, მაგრამ ბავშვობაში ამაზე არასდროს უოცნებია. მას უნდოდა მხატვარი ან რეჟისორი გამხდარიყო. ორივე პროფესიაზე უარის თქმა მოუხდა იმ მოტივით, რომ ეს სფერო  ქალისთვის შესაფერისი არ იყო.

ამის გათვალისწინებით მისივე შეფასებით უწყინარი საქმე, ინგლისური ენის ფილოლოგობა აირჩია, თუმცა საბოლოოდ როცა ბაპტისტურ- ევანგელისტურ ეკლესიაში რეფორმები დაიწყო და სასულიერო სემინარიის კარი ქალებისთვისაც გაიღო ერთ- ერთ პირველ ნაკადში ისიც ჩაირიცხა. 2008 წლის სულთმოფენობას კი იგი ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.

ანაფორის გარეშე რუსუდან გოცირიძე არის ერთი ჩვეულებრივი ქალი, ორი შვილის დედა და მეუღლლე, იმ გასხვავებით, რომ მისთვის კვირაც სამუშაო დღეა. თავისუფალ დროს მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად  ატარებს. ოჯახის ყველა წევრი ბავშვების გამოკლებით მისი მრევლია.

”ეპისკოპოსის ანაფორა არანაირად არ მზღუდავს, მტკივა, მიხარია, განვიცდი, ვცხოვრობ როგორც  ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვეულებრივი ქალი” _ ამბობს რუსუდანი. ”არის საკითხები, რომელზეც ქალები მამაკაც მოძღვართან ვერ საუბრობენ, ჩემთან კი ეს  უხერხულობის მომენტი არ აქვთ.

ე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ჩემი ოჯახის გარეშე, ჩემთვის ოჯახი არის ნავსაყუდელი, ჩემი ენერგიის წყარო.ღვთისმსახურება არის ემოციების გაცემა, ოჯახი კი ამ ემოციების მიღება” ამბობს რუსუდანი

საქართველოში პირველი ბაპტისტური თემი XIX საუკუნის 60-იან წლებში დაფუძნდა. თავდაპირველად ის რუსეთიდან გადმოსახლებული მოლოკნების ბაზაზე შეიქმნა, მოგვიანებით კი ბაპტისტთა ქართული, ოსური, სომხური თემებიც ჩამოყალიბდა.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას ჰყავს მეთაური მთავარეპისკოპოსის სახით, ეკლესიის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობას უწევს პრეზიდენტი, რომელიც პარალელურად ეკლესიის სინოდის თავმჯდომარეცაა.

ბაპტისტები აღიარებენ საყოველთაო მღვდლობის პრინციპს, მართლმადიდებლობისაგან განსხვავებით , მათი რწმენით, ყველა ადამიანი მღვდელია, და არა აქვს მნიშვნელობა ის ქალია თუ კაცი. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში არის საღვთო მადლი და გადარჩენის შესაძლებლობა. ამისათვის საკმარისია ადამიანის სურვილი, იყოს ქრისტიანი.

”ოჯახის წევრებიდან არანაირი წინააღმდეგობა არ შემხვედრია, თუმცა უცხო ადამიანებისგან ხშირად ვგრძნობ გაკვირვებულ მზერას,მე მგონი, ან მონაზონი ვგონივარ უხეიროდ ჩაცმული, ან უბრალოდ გრძელი კაბა ჰგონიათ. იმდენად უცნაურია საქართველოში ქალის მღვდლობა,  რომ ვერ წარმოუდგენიათ, სასულიერო პირი თუ ვარ. უფრო მეტიც, როცა გარკვეულ წრეებში ვსაუბრობ ჩემს ეპისკოპოსობაზე ჰგონიათ, რომ ყურმა მოატყუათ” _ამბობს ეპისკოპოსი.

ყველა ეკლესიას თავისი წეს ჩვეულებები აქვს, სადაც ერთ ეკლესიაში ქალს ეპისკოპოსობა შეუძლია,შესაძლებელია მეორეში მისი უფლებები მკვეთრად იყოს შეზღუდული.

რუსუდანს მოსწონს საქმე რომელსაც აკეთებს, და უყავრს თავისი ეკლესია, ყველაზე მეტად კი მისი თავისუფალი სულისკვეთება.

” ჩემთვის ძვირფასია თავისუფლება, რომელიც არ სცნობს დენომინაციურ, დემოგრაფიულ და კიდევ სხვა მრავალ ბარიერს, რომელსაც ჩვენ, ეკლესიები,ყველაზე ყოჩაღად ვაშენებთ ხოლმე”-აცხადებს ის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: