18 წელი 10 საუკუნისთვის

22 დეკ

ნინო იმნაიშვილი, ნანუკა ქაჯაია

2000 წელს დიდი სიამაყით აღვნიშნეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის იუბილე. ამ თარიღიდან სულ რამდენიმე წელიწადში კი აღმოჩნდა, რომ თურმე 10 საუკუნეს “ვიპარავთ” და ჩვენი სახელწიფო რეალურად 1000 წლით დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია.

ფესტოსის დისკო, მხარე ა

აღმოჩენას, რომელიც ჩვენს ისტორიას 10 საუკუნით ზრდის, ფესტოსის დისკო ჰქვია.  დისკო, რომლის წაკითხვასაც მკვლევარები უკვე ერთი საუკუნეა ცდილობენ, ქართველმა მეცნიერმა, გია კვაშილავამ გაშიფრა. 18 წლის შრომის შემდეგ მან შეძლო მსოფლიო მნიშვნელობის საიდუმლოს ამოხსნა და დისკოზე დაწერილი საგალობლის, ნენანას წაკითხვა.

„18 წელი მე სხვა არაფერი მიკეთებია, ეს წლები მხოლოდ დისკოს გაშიფრვას მივუძღვენი.“

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ დისკოს პროტოქართველური, ანუ იმდროინდელი ქართული ენა შიფრავს.

ისტორია

დისკო 1908 წელს კუნძულ კრეტაზე, უძველეს ქალაქ ფესტოსში  იქნა აღმოჩენილი და იგი 4000 წელს ითვლის.  საუკუნოვანი მცდელობის მიუხედავად, მეცნიერებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმის დადგენაც კი ვერ მოახერხეს, თუ რა ენაზე იყო შესრულებული დისკოზე დაწერილი ტექსტი.

პირველი, ვინც დისკოს კოლხურ-იბერიული წარმომავლობის ვარაუდი გამოთქვა ავსტრიელი მკვლევარი, ჰერბერტ ძებიში იყო. მან კომპიუტერული პროგრამით დაადასტურა, რომ ფესტოსის დისკო პროტოქართველურ ენაზე იყო შესრულებული. ამის შემდეგ ავსტრიელი მეცნიერი საქართველოშიც ჩამოვიდა და თხოვა ქართველ მეცნიერებს, ემუშავათ ამ საკითხზე. მაშინ გია კვაშილავა მხოლოდ 16 წლის იყო, თუმცა გადაწყვიტა, ეს საიდუმლო სწორედ მას ამოეხსნა. 1600 ნაშრომისა და მრავალი დამწერლობის შესწავლის შემდეგ გია კვაშილავა აქტიურად მიჰყვა ძებიშის ვარაუდს და შეძლო მისი დამტკიცება. დადასტურდა, რომ ფესტოსის დისკოს ნამდვილად ქართული ენა შიფრავს და მასზე დედაღვთაება ნანასადმი მიძღვნილი საგალობელი, ნენანაა დაწერილი.

ნენანას აუდიო ვერსია

გვაღიარეს

გია კვაშილავა კონფერენციაზე

გია კვაშილავას აღმოჩენას საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 2008 წელს ბრიტანეთში დისკოს აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ქართველი მეცნიერის აღმოჩენა ერთხმად აღიარეს.

ისტორიკოსი ნანა ყარყარაშვილი ამბობს, რომ ჰიპოთეზები ადრეც არსებობდა, რომ კუნძულ კრეტაზე ქართველები ცხოვრობდნენ, თუმცა აქამდე ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდობდნენ,  ახლა კი მისი დამტკიცება გახდა შესაძლებელი.  ფესტოსის დისკოს ქართველურ ენაზე გაშიფრვით მტკიცდება, რომ კუნძული კრეტა უძველეს დროში ქართველური ტომებით ყოფილა დასახლებული და ეს დისკოც სწორედ იმდროინდელ ქართველებს შეუქმნიათ.

„მაშინდელი კრეტას მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვარსებობდით, არამედ ვიყავით ლიდერები ხმელთაშუა ზღვის არეალში.“- ამბობს ენათმეცნიერი ნანი ჭანიშვილი.

3 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ორგანიზაციებმა საბოლოო სიტყვა უნდა თქვან. ამის შემდეგ კი საქართველოს თამამად შეეძლება განაცხადოს, რომ მისი სახელმწიფოებრიობა არა 3000, არამედ 4000 წელს ითვლის.

Advertisements

3 Responses to “18 წელი 10 საუკუნისთვის”

  1. LUKA January 10, 2011 at 9:49 am #

    is audio versia 1 wamiania da gtxovt kargi paili dadot ra vulocav saqartvelos am agmochenas

    • ninoimnaishvili January 17, 2011 at 10:41 pm #

      ukacravad teqnikuri xarvezistvis, ukve kargi faili devs 🙂

  2. Nino January 19, 2012 at 3:42 pm #

    dzalian sasixaruloa baton Gia Kvashilavas carmatebebi!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: