ახალი წელი თბილისში

24 Dec

თამთა გაზაშვილი, ხათუნა გვეტაძე

 

თავისუფლების მოედანი

 

2011 წლის დასახვედრად თბილისში სამი თვეა მუშაობენ. ქვეყნის მთავარ მოედანზე კონცერტს ,,არტ ფორუმი” ხელმძღვანელობს. ორგანიზატორები დაუვიწყარ სანახაობას და ბევრ სურპრიზს გვპირდებიან.

ახალი წელს ყველა ოჯახი განსხვავებულად ხვდება. ზოგი არ ღალატობს უძველეს ტრადიციას და სახლში ეგებება ამ დღესასწაულს, ზოგი ქუჩაში, ზოგიც ბაკურიანში ან გუდაურში და ა.შ. საქართველოში ქუჩაში მოზეიმეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, წელსაც ბევრი აპირებს ახალი წლის გარეთ გატარებას. თბილისსა და ბათუმში გრანდიოზული კონცერტებია დაგეგმილი. ბოჩელის ჩამოსვლა მთელმა საქართველომ გაიგო და ბათუმიც შესაბამისად ემზადება. თუმცა თუკი ბათუმში წასვლას ვერ ახერხებთ, არ ინერვიულოთ, თბილისის კონცერტის ორგანიზატორები ახალ წელს დაუვიწყარ საღამოს გვპირდებიან.

 

თავისუფლების მოედანი

 

ეს იქნება შოუ, რომელსაც ისევ ,,არტ ფორუმი”, ისევ ქვეყნის მთავარ მოედანზე, და ისევ 31 დეკემბერს შემოგთავაზებს. საზეიმო ღონისძიება ათ საათზე დაიწყება და ორ ნაწილად იქნება დაყოფილი. 12 საათამდე მაყურებელი ქართულ ქალაქურ სიმღერებს მოისმენს. მათი შემსრულებლები იქნებიან თემურ წიკლაური, ნატო მეტონიძე, ლაშა ჟღენტი, გიო ხუციშვილი, ნატო გელაშვილი, დუეტი ჯორჯია, ლელა წურწუმია და სხვები. ზუსტად თორმეტ საათზე ანსამბლი ლაშარი მრავალჟამიერს ააჟღერებს. სურპრიზები დაიწყება მაშინ, როგორც კი საათი თორმეტს გადაცდება. ქართული ესტრადის ვარსკვაველბი, არა მხოლოდ მომრერლები, არამედ სატელევიზიო წამყვანები და სხვა ცნობილი ადამიანები მაყურებლის წინაშე განსხვავებული სახით წარსდგებიან. ორგანიზატორების მთავარი მიზანიც სწორედ მათთვის უცხო ამპლუაში დებიუტის მოწყობა იყო. ორგანიზატორების, კერძოდ სტეფანე მღებრიშვილისა და კახა ცისკარიძის განცხადებით თორმეტი საათის შემდეგ იქნება ,,მკერდი”. რამდენად მოახერხებენ ქართველი შოუბიზნესის წარმომადგენლები ,,მკერდის” ხარისხიანად ჩვენებას ამას 2011 წლის პირველი წუთები გვიჩვენებს.

 

წამყვანები

მომღერლების მსაგავსად 12 საათის შემდეგ წამყვანებიც შეიცვლებიან. ოთხი წამყვანი იქნება თორმეტ საათამდე, ხოლო 12-ის შემდეგ მხოლოდ ორი წამყვანი. 2011 წლის დადგომასთან ერთად წამყვანებიც შეიცვლიან იმიჯს და ისინიც განსხვავებულ ამპლუაში წარუძღვებიან საღამოს. ორგანიზატორების თქმით მათი სამთვიანი შრომის მიზანი სწორედ ის იყო, რომ ყველა მონაწილე სრულიად განხვავებული ყოფილიყო. ეს შეეხებოდა როგორც მომღერლებს, ასევე წამყვანებსაც.

 

ტექნიკური მხარე

უკვე დასრულებულია მუშაობა სცენის დიზაინზე. თავისუფლების მოედანზე განლაგდება სცენის გრანდიოზული კონსტრუქცია სადაც გამოყოფილი იქნება ადგილი ლიფტისთვის, რომელიც მონაწილეებს სცენაზე ააიყვანს, გვირაბისთვის საიდანაც მომრერლები გამოვლენ, დიჯეისთვის, ლაივ ბენდისთვის და ა.შ.
საახალწლო პროექტში დასაქმებულია 100-მდე ადამიანი. ეს არის ტექნიკური პერსონალი, დიზაინერები და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი.

 

 

31 დეკემბერს საახალწლოდ განათებულ ქვეყნის მთავარ მოედანზე 22 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება. თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ ის ფეხითმოსიარულენი, რომლებსაც სჯერათ რომ ღია ცის ქვეშ ახალი წლის შეხვედრა ბედნიერების მომტანია.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: