ქალები და ფეხბურთი

27 Dec

ანა ვაწაძე

ქალები ფეხბურთს მამაკაცებისგან განსხვავებული ემოციით უყურებენ

სინამდვილეში არც არასდროს მქონია იმის პრეტენზია, რომ ფეხბურთი ვიცი (იციან მწვრთნელემა და ფეხბურთელებმა). მაგრამ გუშინ ბიჭებმა ისე გაარჩიეს თამაში, ხმა ვერ ამოვიღე. რამდენიმე გოგოს ვიცნობ, ვინც კარგად ერკვევა სპორტის ამ სახეობაში, თუმცა, მათი (ჩემიც) ცოდნა სხვანაირია. ფეხბურთი მაინც ბიჭების სპორტია, რადგან სქესი განსხვავებულია, ხედვაც არაა ერთნაირი. მათ ცალკეული კომპონენტები ამახსოვრდებათ, ჩვენ – მთლიანად მატჩი.  ბიჭების უმრავლესობას, გოგოებისგან განსხვავებით, ფეხბურთი ასე თუ ისე უთამაშია, ეს კიდევ ერთი პლუსი უკეთ გასაგებად. ფეხბურთის ყურებას ჩვენ სხვა მიზეზით ვიწყებთ, ბიჭები, იმიტომ რომ თამაში მოეწონათ.

შეხვედრასაც სხვანაირი ემოციურობით უყურებენ, თუმცა სიმართლე რომ ვთქვა, ის გოგოები, რომლებიც ასე “კაცურად” გულშემატკივრობენ, ძალიან მაღიზიანებს, ქალ ფეხბურთელებზე რომ აღარაფერი ვთქვა.

“ვგულშემატკივრობ ჰოლანდიას და კასილასს”, – ეს ფრთიანი ფრაზა ჩემმა “თანამოსქესემ” 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დროს წარმოთქვა, მაშინ გავიფიქრე, უფ, რა ღისები ვართ, აზრზე არა ხართო, ბიჭები რომ ამბობენ და მე რომ მწყინს ხოლმე.

ერთმა ბიჭმა მითხრა, ყველაზე მაგარი მატჩი ინტერი – ინგლისი იყო, მარა შენ არ გეცოდინებაო  აქ ამოვტრიალდი.

იმის თქმა მინდა, რომ “პროფესორები” თქვენს რიგებშიც არიან.

მე უბრალოდ მიყვარს ამ თამაშის ყურება და ემოციები სასტვენის შემდეგ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: