დოღომი_მაწანწალა ძაღლთა თავშესაფარი

27 Dec

ლევან ჟორჟოლიანი

ბემბი ახალ პატრონს ელის

საქართველოში  უპატრონო ძაღლთა რეგისტრაცია  არასდროს ჩატარებულა, თუმცა, არაოფიციალური მონაცემებით, მათი რიცხვი თბილისში 25 000 აღწევს. ცხოველების უმრავლესობა სხვადასხვა ინფექციური დაავადების მატარებელია და  ქალაქში მათი  არსებობა ადამიანის ჯანმრთელობას  სერიოზულ  საფრთხეს უქმნის. საქართველოს, ევროპის  სხვა ქვეყნებთან შედარებით, ადამიანთა მიერ ცოფზე აცრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. შარშან ჩვენს ქვეყანაში, ამ ვირუსით 7 ადამიანი დაიღუპა, ეს მაშინ, როდესაც ევროპაში ცოფით სიკვდილი არ ფიქსირდება.

 

თანამედროვე მსოფლიოში ინფექციის თავიდან აცილების აპრობირებული მეთოდი  ცხოველების ორალური ვაქცინაცია გახლავთ.  ცოფის პრევენციის მეორე გზა კი,  უპატრონო ძაღლთა პოპულაციის შემცირებაა. საქართველოში  უპატრონო ძაღლთა დაჭერა და მოკვდინება, უმეტესწილად ქუჩაშივე ხდება, რაც მოსახლეობის პროტესტს იწვევს.

 

ამ პრობლემის პარალელურად, თამაზ ელიზბარაშვილმა, რამდენიმე წლის წინ საკუთარი სახსრებითა და საკუთარ კარ-მიდამოზე, უპატრონო ძაღლთა პირველი თავშესაფარი ააშენა.  თავშესაფარში,  ცხოველები ინდივიდუალურ და დანომრილ გალიაში სახლობენ. აქ ყველა ძაღლს თავისი  ისტორია აქვს. ზოგი  ბრმაა, ზოგი ყრუ, ზოგი კი კოჭლი. თუმცა, თავშესაფარში ადგილი ყველასათვის გამოიძებნა.

თავშესაფარში, ცხოველები ინდივიდუალურ და დანომრილ გალიაში სახლობენ.

 

“გადავწყვიტე   ასეთ ძაღლებს დავხმარებოდი, პირველად ქუჩიდან წამოვიყვანე  პატრონის მიერ მიტოვებული ცხოველი, მერე მეორე, მესამე და ახლა თავშესაფარში რამდენიმე ათეული ძაღლი სახლობს.”_ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.

თავშესაფარს საკუთარი საიტიც აქვს http://www.doghome.ge/?cat=dogs&lang=ka&dog_cat=all სადაც აქ მობინადრე ყველა ძაღლის ფოტოები აქვს, მსურველს საშუალება აქვს თავშესაფარს ფულიც გადაურიცხოს.

და რაც მთავარია, მსურველს თავშესაფრიდან ძაღლის წამოყვანა, სრულიად უფასოდ შეუძლია

 

 

 

One Response to “დოღომი_მაწანწალა ძაღლთა თავშესაფარი”

  1. tikakoo February 16, 2011 at 5:25 pm #

    me mimda myavdes dzagli tu shegidzliat machuqer..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: