რატომ აგინებენ მსაჯებს?

27 Dec

ლევან ჟორჟოლიანი

სხვა ქვეყნებში არ ვიცი როგორაა, არასდროს ვყოფილვარ სტადიონზე სხვაგან, ჩვენთან კი მსაჯის გინება ფეხბურთის ყურების უცვლელ კომპონენტად იქცა, განსაკუთრებით ახალგაზრდული ნაკრებისა და ეროვნული ჩემპიონატების მატჩების დროსაა ხოლმე ისეთი ფრაზები, უნდა გამეცინოს თუ თავი შეურაცხყოფილად ვიგრძნო ვერ გამიგია.

არადა, როცა ვერ იგებ, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მსაჯის ბრალი არაა. ჩვენთან აგინებენ მაშინაც, როცა დამნაშავეა და მაშინაც როცა ჯარიმის დროს ჯარიმას ნიშნავს და კუთხურის დროს კუთხურს. “გულშემატკივრები” გუნდის გამხნევების ნაცვლად ხშირად იმაში ეჯიბრებიან ერთმანეთს ვინ უფრო ფრთიანი ფრაზით მოიხსენიებს მსაჯს.

“ბაკავოი დედას ბუშტი”, “სუძია ამ საღამოს რას აკეთებ?”, “მაქედან რას ხედავ ბიჭო, როლიკები გინდა? ” “თვალებში ზამეკანია აქვს?” ხორცსაკუწში გაგატარებ, ოე” ისეთ რაღაცეებს ვისმენ გაოცებული ვრჩები და სულ ვფიქრობ, მთელ თავის აგრესიას მხოლოდ მსაჯს რატომ ატეხენ თავს. რა დააშავეს ასეთი, ყველა თამაში ბოლოს ვიღაცამ მაინც რომ უნდა გალანძღოს. მსგავსი შარიანი პროფესია მეორე არც მეგულება.

თქვენ იცით ვინმე, პროფესიად მსაჯობა რომ უნდოდეს?

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: