უილიამ გოლდინგი–„ ბუზთა ბატონი”

27 Dec

ანა ვაწაძე

გოლდინმა კიდევ ერთხელ დამანახა, რა სასტიკები ვართ ადამიანები

დიდი ხანია არც ერთ ნაწარმოებს ასე არ დავუთრგუნივარ  რა ვთქვა და რა დავწერო, არ ვიცი. პატარა ბიჭების სისასტიკემ მეტყველების უნარი წამართვა. მართლა შესაძლებელია რომ 10-13 წლის ბავშვებს ტვინი ისე აერიოთ, რომ ერთმანეთი ამოხოცონ? თავიდან “ბუზთა ბატონის” კითხვა რომ დავიწყე, მეგონა სათავგადასავლო წიგნი შემრჩა, მე კიდევ არ  მიყვარს ეს თავგადასავლები. ვფიქრობდი, ნეტა მერე რა უნდა მოხდეს ისეთი, ნობელიანტ კაცს რომ შეჰფერის- მეთქი. საოცარი არაადამიანურობაა

პრინციპში თუ მოზრდილები ასე იქცევიან, ალბათ მოსალოდნელია,  რომ მსგავს სიტუაციაში პატარებიც იგივეს იზამენ. მე კიდევ პირიქით მეგონა, გაჭირვება შეაკავშირებთ, გამოსავალს იპოვიან – მეთქი. პირიქით დაემართათ – დაჭამეს ერთმანეთი.

ვისაც არ წაგიკითხავთ მათთვის – დაუსახლებელ კუნძულზე თვითმფრინავი ჩამოვარდება, სადაც 13 წლამდე ასაკის ბავშვები იმყოფებოდნენ. თავიდან კუნძული მოეწონათ და თამაში დაიწყეს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. მერე რა, რომ რალფი გადარჩა. იქ განვითარებული მოვლენები ჩემი აზრით, ისეთი მძიმეა, არც კი ვიცი, რას შევადარო.

აი ღუტასა და რალფის ურთიერთობა იცით რას მაგონებს? მეფეებს ჭკვიანი მრჩევლები რომ ჰყავდათ. ღუტა გონებაა. არდა, სულ ცოტანი იყვნენ, შეთანხმება მაინც ვერ მოახერხეს. ყველაგან ასეა, მაინც გამოჩნდება ხოლმე ერთი ამრევი, ამბიციები რომ ახრჩობს და მეტი არაფერი აინტერესებს.

თამშ-თამაშით საოცარი სისატიკე ჩაიდინეს. ამ ნაწარმოებზე პრეოფესიონალური რეცენზია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ იმის დამტკიცება უნდოდა რომ ბავშვები “ანგელოზები” არ არიანო. არ ვიცი, მე არც ის მაინტერესებს, რაში რას გულისხმობდა მწერალი, არც ის, თუ რას გამოეხმაურა. როგორც რიგით მკითხველს, გოლდინგმა კიდევ ერთხელ დამანახა, რა სასტიკები ვართ ადამიანები, კიდევ ერთხელ ვირწმუნე, რომ ვერასდროს განსაზღვრავ, როდის რას იზამს ადამიანი

2 Responses to “უილიამ გოლდინგი–„ ბუზთა ბატონი””

  1. sunny paradise December 27, 2010 at 9:49 pm #

    mec igive shtabechdileba damrcha roca wavikitxe da gutas sikvdilze gavgijdiii,ra shemzaravad agcers ara? chiladze da dochanashvili gamaxsenda,esenic xom saocrad mxatvrulad ceren sikvdilze,markesze rom araferi vtqvat:)

  2. ana May 5, 2011 at 11:48 am #

    წიგნმა მართლაც მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ღუტას სიკვდილმა გადარჩენამდე რამდენიმე საათით ადრე ამატირა. ბავშვებს შეუძლიათ სასტიკები იყვნენ, მაგრამ ეს რაღაც გაუგონარი საშინელება იყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: