ღირებულებათა მოჭარბება ანუ დასავლური „აიწონა–დაიწონას“ პრინციპი

30 დეკ

women are people!

თეონა თაქთაქიშვილი
„დასავლეთი ოთხი მთავარი წერტილიდან ერთ–ერთი, რომელიც ჩრდილოეთისკენ პირშექცეული დამკვირვებლის ხელმარცხნივაა. ღირებულება კი — ფილოსოფიური და სოციოლოგიური კატეგორია, რომელიც გამოხატავს ობიექტის დადებით და უარყოფით მნიშვნელობას“. — ასეთი კონკრეტულია ვიკიპედიისებური შეფასება ამ ორ სიტყვაზე. მათი გაერთიანებით კი ვიღებთ გეოგრაფიულ და ფილოსოფიურ–სოციოლოგიური სახელწოდების კატეგორიას, რომელსაც, შეიძლება აქვს კიდეც მსგავსი კონკრეტული განმარტება, მე მაინც მიმაჩნია, რომ „ადამიანის ენაზე“ თქმულ განსაზღვრებებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.

შევეცადე გამერკვია სხვათა შეხედულება ამ სიტყვებისადმი. ზოგისთვის ეს სიტყვის თავისუფლებასთან ასოცირდება, ზოგისთვის პოლიტიკურ მდგომარეობას ქვეყანაში, ზოგისთვისაც კი ყველაფერი ერთად, რაც ადამიანის პატივისცემას შეეხება.ერთი სიტყვით, თითო ადამიანი — თითო (არც ისე) განსხვავებული აზრი!

პირადად ჩემთვის ეს სიტყვა არაფერს წარმოადგენდა, სანამ დავალების წერა არ დავიწყე.
რისი თქმაც დანამდვილებით შემიძლია, ხალხი ამას დადებით შეფასებას აძლევს. დასავლეთი — იტყვიან და თვალები უნათდებათ ზღაპრულ სამყაროზე ოცნებებში ჩაფლულებს: მუდმივი წესრიგი, ადამიანთა უფლებების მაქსიმალური დაცვა, მეტი თავისუფლება, კანონების დაურღვევლობა… სინამდვილეში, შეესაბამება კი ეს წარმოდგენები რეალობას? და თუ შეესაბამება, რამდენად სწორი გეზი აქვს აღებული იდეალისკენ ასეთ სწრაფვას?

მაგალითისთვის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელობვანი საკითხი ავიღოთ და განვიხილოთ: გენდერული თანასწორობა — „კაცი=ქალი“. დამკვიდრდა ამ თემასთან დაკავშირებული ტერმინები, როგორიცაა ფემინიზმი. საქართველოში ამას ხანდახან სალანძღავი დატვირთვაც აქვს. ზოგს, რატომღაც ჰგონია, თუ ადამიანს ფემინისტად მოიხსენიებს, ამით უაღრესად დაამცირებს.

თავის მხრივ, ქალები ამას უაღრესად დადებით მოვლენად მიიჩნევენ და ერთგვარ სიამაყესაც განიცდიან, თუ კი მას ზემოთხსენებულ სიტყვას უწოდებენ. აქტიურადაა ჩარეული ევროპის სახელმწიფოთა გაერთიანებები. ევროსაბჭომ მოუწოდა თავის ლიგაში შემავალ ქვეყნებს, აეკრძალათ ისეტი სიტყვები, როგორებიცაა დედა და მამა, რადგან ჩემთვის პირადად გაუგებარი მიზეზების გამო, ეს სიტყვები ქალთა უფლებების დამცირებად მიიჩნია. სანაცვლოდ კი უბრალოდ მშობელი შემოიღო.. მდედრობითი სქესის მშობელი და მამრობითი სქესის მშობელი… ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, მაგ პრინციპით ბებიის ბებიას როგორ ვიტყვით, ქართულ ტრადიციულ გინებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ..

თავად ფაქტი, ქალის უფლებების დაცვა, დადებითი მოვლენაა, მაგრამ როგორც ჩანს, ნელ–ნელა კაცის უფლებებს აჭარბებს და მალე, იმის შიშით, თანასწორუფლებიანობა არ დავარღვიოთო, მარტიარქატი მოიკიდებს ფეხს. ჯაჭვური რეაქციით კი, ცოტა ხანში კვლავ პატრიარქატი დაბრუნდება და ასე ვითამაშებთ აიწონა–დაიწონას პლუს უსასრულობიდან მინუს უსასრულობამდე.

მე არ ვიცი დასავლური ღირებულების ზუსტი განმარტება. ვიკიპედიაში ამოკითხული არ მაკმაყოფილებს, მაგრამ შემიძლია ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ მარტივ კონტექსტში მოვათავსო: ადამიანი მთელი თავსი სიცოცხლის განმავლობაში იდეალური და მარტივი ცხოვრებისკენ ისწრაფვის. იაპონია ტექნიკით „შეიარაღდა“, აზიის სხვა ქვეყნები მორალით და რელიგიით. დასავლეთი კი ადამიანისთვის სასურველი გარემოს შექმნით, რაც ჩემი აზრით, ყველაზე ძნელი და არასტაბილურია, ვინაიდან რეალურად არავინ იცის, ღირებულებებიდან რა არის მართლაც ღირებული და რა ნაკლებ ღირებული.

აქედან გამომდინარე, რაღაც საკითხზე ერთხელ ჩამოყალიბებული პროტოტიპი არ გამოდგება, უკვე შექმნილი მავნე პროტოტიპებისგან თავის დაღწევა კი ძალზე რთული ამოცანაა. ერთი სიტყვით, საჭიროა მანევრირებადი გეზი, რომელიც საჭიროებისამებრ, უმტკინვეულოდ იცვლის მიმართულებას ადამიანთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: