განსხვავებული ფიქრი

24 Sep

დათი ხარაიშვილი

 

დღეს ისე ღრმად გამიტაცეს ფიქრებმა, რომ სიგარეტი საფერფლეზე ნაპას ამოურტყმელად ჩამიქრა, ლუდს გაზი გაუვიდა, ფინჯანიდან ცხელმა ყავამ ცივი შემომთავაზა, კომპიუტერი Screen Saver – ზე გავიდა და შუადღე საღამომ შეცვალა. მერე, ფიქრებმა კვლავ ჩემს ოთახში დამაბრუნეს, რომ ახლა უკვე ნაფიქრ ფიქრებზე მეფიქრა. ფიქრი ერთადერთი ადგილია სადაც დრო, ყველაზე სწრაფად გადის, ჰოდა მთვარემ მზე ისე გადაყლაპა ჩემი ფანჯრის მიღმა, სულ დამავიწყდა, რომ ჭერზე ნათურა ეკიდა ჩართვის მოლოდინში, უბანში კი ჩემი მრიცხველი კილოვატ ჩამოყრილი უყურებდა სხვათა ბზრიალს და ფაზა წყდებოდა დატრიალების მოლოდინში.
ვიჯექი და ვფიქრობდი. ვფიქრობდი ყველაფერზე, იმაზეც კი რაზეც არ უნდა მეფიქრა. რასაც საქართველოს კანონმდებლობა და რელიგია სასტიკად კრძალავს. თუმცა ჯერ-ჯერობით არც უკანონო ფიქრთა ჩამონათვალი და არც კონკრეტული მუხლი არსებობს, რომ კრიმინალური პოლიცია ჩემით დაინტერესდეს.
ფიქრთა უკანონობას ვინ ჩივის და საფიქრალი ორი რამ გამიხდა, დღეს და გუშინ. ანუ ცოტა ხნის წინ მე და დღევანდელობა. წარსულში ქექვა არ მიყვარს, მაგრამ დღეს მივხვდი, რომ იქ რამოდენიმე კარგი თვისება დამრჩა, რომელიც გარკვეულწილად თავისი დადებითი და უარყოფითი, ბლაგვი თუ მართი კუთხეებისა ბევრ რამეში მეხმარებოდა. დღეს კი მათ გარეშე თავს ცუდათ ვგრძნობ, ვღელავ, ვწვრილმანდები, ვღიზიანდები, ვნერვიულობ და კიდევ ათასი ემოციურად დამღლელი შეგრძნება მესხმის თავს, როცა ადრე “არ მაღელვებს” ჯავშანში ვეტერანი ტანკისტივით ვგრძნობდი თავს და მესამე მსოფლიო ომიც, რომ დაწყებულიყო მაინც წინა ფლანგზე ვიბრზოლებდი. აი დღეს კი ყველაფერი მაღელვებს. რათქმაუნდა ეს კარგია, მაგრამ მაღელვებს ის რაც უმნიშვნელოა, რაც არ უნდა მაღელვებდეს და რაზეც ადრე მეცინებოდა.
ვფიქრობ ისევ ვფიქრობ და ამ ფიქრებს არ ვიცი სად მივყევარ ან რატომ მივყვები, იქნებ ის თვისებები ისევ ჩემშია? ან სულაც არ მჭირდებოდა და არც ეხლა მჭირდება. მაგრამ მე, რომ დღეს იმ თვისებათაგან ერთი მათგანი დამრჩენოდა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანს დავკარგავდი ცხოვრებაში…

2 Responses to “განსხვავებული ფიქრი”

  1. Mariko Dabrundashvili September 25, 2011 at 6:57 pm #

    datcho sheni fani var😀

  2. marikodabrundashvili September 26, 2011 at 8:53 am #

    yvelaze yvelaze fiqrebi =))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: