შიდსი

26 სექ

                 შიდსი  –      (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი), რომელსაც ხალხმა 20 საუკუნის შავი ჭირი უწოდა, სადღეისოდ მიჩნეულია კაცობრიობისთვის  ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული ომის შემდეგ. ეს არის ინფექციური   დაავადება, რომელსაც  იწვევს  ადამიანის   იმუნოდეფიციტის  ვირუსი  (აივ). ეს  ვირუსი  უშუალოდ  აზიანებს ადამიანის  დამცველ, ე. წ.  იმუნურ  სისტემას  და მწყობრიდან  გამოყავს  იგი, რის შედეგადაც ინფიცირებულ   პირს  ადვილად უჩნდება  სხვადასხვა  ინფექციური  ან   სიმსივნური  დაავადებები, როგორც  წესი, სასიკვდილო    შედეგით.
                                                                                                                                                                      თანამედროვე  კლასიფიკაციით  დაავადებას  ეწოდება  ადამიანის   იმუნოდეფიციტის ვირუსული  ინფექცია (აივ ინფექცია), ხოლო საკუთრივ  ტერმინით ”შიდსი” აღინიშნება  დაავადების  მხოლოდ  ბოლო  სტადია, როდესაც  გამოიხატება დაავადების  ძირითადი  კლინიკური  ნიშნები.

შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.

როგორ  გადაეცემა შიდსის ვირუსი?

სქესობრივი კონტაქტით (ვაგინალური, ანალური და ორალური);

·        ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით (აივ ინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას);

·        ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე გადაცემის გზით (მუცლადყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს

გახსოვდეთ, შიდსის ვირუსი არ გადაეცემა:

·        ჰაერწვეთოვანი გზით, ნერწყვით, ხველით, ცხვირის დაცემინებით ან კოცნით. შესაბამისად, არ არის საშიში ინფიცირებულთან საუბარი;

·        საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით. არ არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, ალერსი, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო საპირფარეშოთი და აბაზანით სარგებლობა. არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან ერთად ყოფნა სასწავლო დაწესებულებებში  და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა კინოთეატრი, სტადიონი, საცურაო აუზი და სხვ. არ არის საშიში მეტროთი და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა;

·        ვირუსი არ გადადის მწერებისა და ცხოველების საშუალებით.

რა სიმპტომები ახასიათებს შიდსს?

ტემპერატურის უმიზეზო მომატება 1 თვეზე მეტი ხნის მანძილზე;

·        ლიმფური კვანძების გადიდება

·        ძლიერი საერთო სისუსტე

·        მუქი წითელი ფერის ლაქები  კანსა და ლორწოვან გარსებზე;

·        გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას;

·        ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით;

·        თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე;

·        პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ და სხვ.

ვინ მიეკუთვნება შიდსის მაღალი რისკის ჯგუფებს:

ჰომოსექსუალისტები;

·        მეძავები და მათი პარტნიორები;

·        ვენერიული სნეულებებით შეპყრობილნი;

·        ტუბერკულოზით დაავადებულნი;

·        ჰემოფილიით დაავადებულნი და სისხლის რეციპიენტები;

·        მოგზაურები და სხვ.

როგორ ხდება ადამიანის ინფიცირების დადგენა?

შიდსის ვირუსით ინფიცირების დიაგნოზის დასმა სპეციფიკური ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია. აივ ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ემყარება სისხლში საკუთრივ ვირუსის, მისი ცალკეული ცილების (ანტიგენები) ან ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენას. შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები სისხლში ჩნდება ორგანიზმში ვირუსის შეჭრიდან მხოლოდ 6-8 კვირის შემდეგ, ამიტომ გამოკვლევა უნდა ჩატარდეს შესაძლო ინფიცირების მომენტიდან სულ ცოტა თვენახევრის შემდეგ.

შეიძლება შიდსისგან განკურნება?

სადღეისოდ არ არსებობს შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან რაიმე სამკურნალო საშუალება.


 

 

 

 

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: