სოციალურად დაუცველი ბავშვები

26 Sep

    

                                                                                                                                                                                                                                            დიდი ხანია შეწუხებული და დათრგუნული ვარ სოციალურად დაუცველი ბავშვების ცხოვრების სტილით.

     სიყვარული,მზრუნველობა, ერთგულება, ყველა ეს გრძნობა ადამიანისთვის საჭირო და ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობენ ადამიანები რომლებსაც არა მხოლოდ ამ გრძნობით არიან დაჩაგრულები არამედ მათ უბრალო საცხოვრებელი პირობებიც კი არ აქვთ.

     უმწეო ბავშვები მშობლების მიერ არიან მიტოვებულნი. ბავშვებს, რომლებსაც დედის მზრუნველობა, სითბო, და სიყვარული ესაჭიროებათ,რჩებიან მარტო ამ დაუნდობელ სამყაროში…

     სიყვარული? ნუ შეეკითხებით მათ ეს გრძნობა არ გამოუცდიათ…

     დედა? მამა? ვინ არიან? ისინი ვინც შვილები ჯოჯოხეთში დასატანჯად გაიმეტეს!

      უპატრონო ბავშვები მათხოვრობენ, ზოგიერთი მათგანი იძულებულია იქურდოს და ძალადობა გამოიყენოს, რადგან მათ ფული ჭირდებათ არსებობისათვის…

     მათთვის ზამთარი ყველაზე რთული პერიოდია, სიცივისა და შიმშილისაგან ბევრი მათგანი სიცოცხლეს ემშვიდობება…

     ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ მათი შეურაცხყოფისაგან. ჩვენ ისე უნდა მოვექცეთ, რომ მათ თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ…

    ჩვენ მართლაც განვსხვავდებით უპატრონო ბავშვებისაგან, მშობლები არ გვაკლებენ მზრუნველობას… მათ პატივი უნდა ვცეთ, რადგან უდიდესი სიკეთე აქვთ ჩვენთვის გაკეთებული.

    მშობლების მიერ შვილებისადმი გაწეული შრომა და ჯაფა ფასდაუდებელია!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: