“ცრემლი”

26 Sep

              

ცრემლი

ცრემლი…?!:) ბანალურია არაა…? მაგრამ საინტერესო, რაღაც სხვანაირი, თითქოს ჩვენი და არც ჩვენი. ვიღაც იფიქრებს სასაცილოა,  ცრემლი, რა ცრემლი, რაშიგვჭირდება, ვისთვის ან რისთვის. ან და რატომ ხდება ისე ბავშვი დაბადების თანავე, რომ ტირის და მოსდის ცრემლი, ერთი პაწაწინა საყვარელი. ის ხომ ამით გამოხატავს თავის სიხარულს სააქაოსას. ადამიანს დაბადებიდან გამჯდარი აქვს ცრემლის აღქმის უნარი, ყველას ქვეცნობიერშია პასუხი იმისა თუ რა არის ცრემლი?! ეს არის განცდა, რომლის გარეშეც ჩვენს სიცოცხლეს აზრი არ ექნებოდა, მის გარეშე ვერ გადმოვცემდით ვერც დიდ სიხარულს, ვერც სიყვარულს, ვერც მწუხარებას. ვივლიდით ისე როგორც ზომბები ან რობოტები, ვერ შევიგრძნობდით იმ ყველაფერს რასაც ახლა ვგრძნობთ და ვერ გადმოვცემდით იმას, რისი გადმოცემაც გვსურს. ვიცხოვრებდით არა განათებულ დედამიწაზე, არამედ ჩაბნელებულ ადგილას, სადაც არც მზე იქნებოდა და არც ნათელი, ყველაფერი იქნებოდა სერი და ბნელი. დავკარგავდით განცდების უნარს, არ გვეყვარებოდა ერთმანეთი, რადგან არ გვექნებოდა სიხარული, ბედნიერება და ცრემლები, რომელსაც ეს ყველაფერი უნდა აესახა და სააშკარაოზე გამოეტანა.

ცრემლი ასეთი პაწაწუნაა, საყვარელი და რამდენი რამის გაკეთება შესძლებია… ჩვენ კი რას ვეკეთებთ, მოვისვავთ თვალზე ხელს და მორჩა, სადღაა ცრემლი, ჩვენი განცდები. ქრება ყველაფერი, ბარდება წარსულს და იმას აღარ ვფიქრობთ თუ რამდენად გვიადვილებს ცრემლი ცხოვრება, როგორ ალამაზებს ჩვენს არც თუ ისე ფერადოვან სიცოცხლეს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: