iphone საზამთროს სიმწიფეს ამოწმებს

1 Oct

დათი ხარაიშვილი

 

iphone+საზამთრო

როდესაც საზამთროს სეზონია და ბაზარი სავსეა ამ გემრიელი წვნიანი ხილით, რთულია საზამთროს არჩევაში არ შეცდე. თუმცა ახლა ამაში iphone დაგეხმარებათ.

App Store-მა iphone-ს ახალი აპლიკაცია დაუმატა – Melon Meter, რომელსაც შეუძლია მწიფე საზამთროს ამოცნობა.

პროგრამა კომპანია LTBLI-მ შექმნა და ის შემდეგნაირად მუშაობს: მომხმარებელმა უნდა აირჩიოს საზამთროს პარამეტრი (დიდი, საშუალო ან პატარა), ”სმარტფონის” მიკროფონი მიუახლოვოს ხილს და მის ქერქზე დააკაკუნოს.

მიღებულ ხმას ტელეფონი გააანალიზებს და შეგატყობინებთ, რამდენად მწიფეა თქვენი არჩეული საზამთრო.

სამწუხაროდ, Melon Meter-ს არ შეუძლია სიტკბოს განსაზღვრა. ის მხოლოდ საზამთროს სიმწიფეს ადგენს, ანუ ნესვის, პაპაიას და ხილის სხვა სახეობების სიმწიფის დადგენაში ეს აპლიკაცია ვერ დაგეხმარებათ.

პროგრამა 1.99 დოლარი ღირს და მისი ჩატვირთვა iPhone, iPad და iPod Touch-შია შესაძლებელი. როგორც ვხედავთ iphone არ ჩერდება და ყოველდღე ვითარდება. ვინ იცის მომავალში რა სასწაულებს შემოგვთავაზებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: