ბახმაროს განვითარების გეგმა

9 ოქტ

ელენე ყიფიანი

მიხეილ სააკაშვილი ბახმაროში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასთან ერთად, ბახმაროში იმყოფებოდა . მათ ერთად განიხილეს ბახმაროს განვითარების გეგმა.

მათ განაცხადეს, რომ ბახმაროს რეაბილიტაციის ფარგლებში მომავალი წლისთვის განახლდება ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდება წყალგაყვანილობა, შეკეთდება გზები და გაუმჯობესდება კურორტის ელექტროენერგიით მომარაგება. მშენებლობის დასაწყებად საჭირო ინფრასტრუქტურის მომზადება კურორტზე უახლოეს დღეებში დაიწყება.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბახმარო იქნება კურორტი, სადაც უცხოელი ტურისტები უნიკალური ჰავის, ევროპული დონის სასტუმროსა და გასართობი ცენტრების გამო ჩავლენ.

დატოვე კომენტარი