შავი შოკოლადი

9 Oct

სასარგებლო ტკბილეული

იქიდან გამომდინარე,რომ შოკოლადი ძალიან მიყვარს და ვიცი ბევრს უყვარს ის უფრო მეტიც ვიცნობ ადამიანებს,რომლებიც გიჟდებიან შოკოლადზე.ამიტომ ვიფიქრე თუ დავწერდი რაიმეს შოკოლადის შესახებ საინტერესო იქნებოდა იმისთვის ვინც მას ძალიან ხშირად მიირთმევს და ძალიან უყვარს.ეს ალბათ იმისთვისაც საინტერესო იქნება ვისაც  არ უყვარს შოკოლადი ან უბრალოდ ჭამს  მას,მაგრამ არ იცის  ეს ტკბილეული, როგორი სასარგებლოა.

გარდა იმისა,რომ შოკოლადს ბევრი მიირთმევს იმიტომ, რომ გემრიელია და ძალიან უყვარს,ბევრი მას სხვადასხვა დანიშნულებითაც იყენებს.

შოკოლადის გამოყენება შეიძლება დიეტისთვისაც კი,იგი შეიცავს კოფეინს და აქვეითებს მადას.აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და წვავს  ცხიმებს.ასე რომ შოკოლადი ზედმეტი კალორიების წინააგმდეგაც შეიძლება გამოვიყენოთ.შავი შოკოლადი კურნავს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს,მისი ყოველდღიური მიღება ეხმარება ადამიანს ამ სინდრომისგან გათავისუფლებაში.

ასევე გამოკვლევები ამტკიცებს,რომ შოკოლადს სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს:

  •  შოკოლადი კარგია ენერგიისა და მეხსიერების მოკრებისათვის.
  • დღეში 30-40 გრამი შოკოლადის მიღება სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისათვის.
  • იგი შეიძლება საუკეთესო ანტიდეპრესანტიც იყოს.მეცნიერებმა შოკოლადში აღმოაჩნეს ნივთიერება,რომელიც ტვინის იმავე ნაწილს ააქტიურებს,რომელსაც ნარკოტიკი.
  • შოკოლადში შემავალი ნივთიერებები ხელს უშლის პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას.
  • შოკოლადი ასევე დადებითად მოქმედებს მხედველობაზე.                                                                                                                                                 როგორც ვხედავთ შოკოლადი არ ყოფილა მხოლოდ გენრიელი ტკბილეული.ის ბევრად დადებითად მოქმედებს ჩვენზე და  საკმაოდ სასარგებლოა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: