ექვსი ოპოზიციური პარტიის კოალიცია დაიშალა

13 Oct

ექვსი ოპოზიციური პარტიისგან შექმნილი პოლიტიკური კოალიცია, რომელიც უფრო ღრმა ინტეგრაციის მიზნით სამი თვის წინ ჩამოყალიბდა, ტაქტიკაზე უთანხმოებების გამო დაიშალა.

 

 

8 ივლისს ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ – ეროვნულმა ფორუმმა; ჩვენი საქართველო – თავისუფალმა დემოკრატებმა; კონსერვატიულმა პარტიამ, რესპუბლიკურმა პარტიამ, საქართველოს გზამ და ხალხის პარტიამ – რომელთაც იმ დროს უკვე ახლო თანამშრომლობა ჰქონდათ საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ თემატიკაზე, განაცხადა, რომ პარტნიორობის არეალის გაფართოებას გეგმავდნენ.

 

დაშლის პირველი საჯარო ნიშანი სექტემბრის შუა რიცხვებში გამოვლინდა, როდესაც ეროვნულმა ფორუმმა „ქართველთა მარშის“ შესახებ გააკეთა განცხადება – ეს ინიციატივა კოალიციის სხვა წევრებთან წინასწარ არ იყო შეთანხმებული.

ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ზაფხულის განმავლობაში დამოუკიდებლად მართავდა შეხვედრებს რეგიონებში, განუცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ 5 ოქტომბერს, რომ კოალიცია „აღარ არსებობს“.

 

 

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც იგი და კიდევ სამი პარტია უფრო ღრმა ინტეგრაციას უჭერდნენ მხარს, ალასანიას პარტია და ეროვნული ფორუმი ამისგან თავს იკავებდნენ. მან განუცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ 4 ოქტომბერს, რომ, დაახლოებით, სამი კვირის წინ ალასანიამ გადაწყვიტა თავისი გზით წასულიყო. Sabolood daiSala partia.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: