მოსკოვი ტუვალუს მიერ სოხუმისა და ცხინვალის აღიარებას მიესალმება

13 Oct

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ტუვალუს გადაწყვეტილებას „ახალგაზრდა კავკასიურ ქვეყნებთან“ – სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.

 

მოსკოვმა ამ თემაზე პირველი განცხადება სამი კვირის თავზე გააკეთა მას შემდეგ, რაც სოხუმმა და ცხინვალმა განაცხადეს, რომ ტუვალუმ, წყნარი ოკეანის ამ კუნძულოვანმა სახელმწიფომ მათი დამოუკიდებლობა აღიარა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ის „ამ საკითხთან მიმართებაში არის მონიტორინგის რეჟიმში” და  “საბოლოო შედეგის შესაბამისი იქნება რეაქციაც”. მას შემდეგ თბილისს რაიმე განცხადება არ გაუკეთებია.

 

საქართველომ ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობები თებერვალში დაამყარა. ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტუვალუს მუდმივ წარმომადგენლობას გაეროში 12 000 აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გამოეყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: